პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალციხის მერმა კომპანიაში, სადაც მისი შვილი მუშაობს, მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია
ახალციხის მერმა კომპანიაში, სადაც მისი შვილი მუშაობს, მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია

ახალ­ცი­ხის მერ­მა გი­ორ­გი კო­პა­ძემ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "უნი­სო­ნის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან ვა­სილ ახ­რა­ხა­ძეს­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა (N69) 2014 წლის 29 დე­კემ­ბერს გა­ა­ფორ­მა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, კო­პა­ძემ შალ­ვა ახალ­ცი­ხე­ლის N2-ში მდე­ბა­რე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, (რომ­ლის სა­ბა­ლან­სო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 3 325 800 ლა­რია), 4 000 ლა­რად და­ა­ზღვია. თუმ­ცა, მა­შინ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა მე­რი­ის ბა­ლანსზე არ ირი­ცხე­ბო­და. რო­გორც "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს" ახალ­ცი­ხის მე­რი­ამ წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბა, ახალ­ცი­ხე­ლის N2-ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბა მის ბა­ლანსზე 2015 წლის პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი­დან ირი­ცხე­ბა. ანუ მე­რი­ამ და­ა­ზღვია შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მის ბა­ლანსზე არ იყო.

შე­ნო­ბის და­ზღვე­ვის ხარ­ჯი 1000 ლარი ად­გი­ლობ­რივ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ "უნი­სონს" უკვე გა­და­უ­რი­ცხა. თუმ­ცა, რა ვა­დი­თაა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დე­ბუ­ლი და დარ­ჩე­ნი­ლი 3 000 ლა­რის და­ფარ­ვა კონ­კრე­ტუ­ლად რა პე­რი­ოდ­ში მო­უხ­დე­ბა ახალ­ცი­ხის მე­რი­ას, უც­ნო­ბია: ერ­თსა და იმა­ვე დო­კუ­მენ­ტში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბად სხვა­დას­ხვა თა­რი­ღია მი­თი­თე­ბუ­ლი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თავ­ში წე­რია, რომ დო­კუ­მენ­ტი 2014 წლის 29 დე­კემ­ბრი­დან 2015 წლის 29 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ფორმ­დე­ბა. ბო­ლო­ში კი ვკი­თხუ­ლობთ: "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­დის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თავ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი თა­რი­ღი­დან და მოქ­მე­დებს 2016 წლის 29 იან­ვრის ჩათ­ვლით".

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" იუ­რის­ტი გიგი ჩიხ­ლა­ძე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უც­ნა­ურს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ დო­კუ­მენ­ტი, მი­ნი­მუმ, ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვია: "ორი სხვა­დას­ხვა ვადა ერთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში? არ მეს­მის. ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ზა­ნი ის არის, რომ თუ და­ვა­ზე მიდ­გა სა­კი­თხი, მხა­რე­ებ­მა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მის მი­ხედ­ვით გან­მარ­ტონ. ალ­ბათ მო­სა­მარ­თლე იმას ჩა­ათ­ვლის სარ­წმუ­ნოდ, რაც თავ­ში წე­რია? არ ვიცი", - ამ­ბობს ჩიხ­ლა­ძე.

"უნი­სო­ნის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახალ­ცი­ხე­ში გი­ორ­გი კო­პა­ძის შვი­ლი, ელ­გუ­ჯა კო­პა­ძეა. რად­გან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელს კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი აწერს, "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭემ" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სცა­და.

შე­კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­წი­ეს ასე­თი რის­კი და და­ა­ზღვი­ეს შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მე­რი­ის ბა­ლანსზე არ იყო, "უნი­სო­ნის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სოფო ბე­რა­ი­ამ შემ­დეგ­ნა­ი­რად უპა­სუ­ხა: "მე­რი­ის ბა­ლანსზე არ იყო ეს შე­ნო­ბა? თუმ­ცა­ღა უფიქ­სირ­დე­ბო­და შე­ნახ­ვის, ფლო­ბის ან მოვ­ლის, ზრუნ­ვის ინ­ტე­რე­სი, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა ზო­გა­დად და­ზღვე­ვის ინ­ტე­რე­სი. მე არა­ნა­ირ რის­კზე არ წავ­სულ­ვარ. და­ზღვე­ვის სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ერ­მა მზღვე­ველ­მა შე­იძ­ლე­ბა და­უ­ზღვი­ოს ქო­ნე­ბა პირს, რო­მელ­საც მას­ზე ზრუნ­ვის ინ­ტე­რე­სი გა­აჩ­ნია".

რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დად მი­თი­თე­ბულ ორ თა­რიღს, "უნი­სო­ნის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, რომ შე­საძ­ლოა უზუს­ტო­ბა გა­ი­პა­რა: "ამის შე­სა­ხებ მე­რი­ას ჰკი­თხეთ და მათ­გან მი­ი­ღეთ პა­სუ­ხი".

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

ახალციხის მერმა კომპანიაში, სადაც მისი შვილი მუშაობს, მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია

ახალციხის მერმა კომპანიაში, სადაც მისი შვილი მუშაობს, მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ სადაზღვევო კომპანია "უნისონის" გენერალურ დირექტორთან ვასილ ახრახაძესთან ხელშეკრულება (N69) 2014 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კოპაძემ შალვა ახალციხელის N2-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, (რომლის საბალანსო ღირებულებაც 3 325 800 ლარია), 4 000 ლარად დააზღვია. თუმცა, მაშინ ადმინისტრაციული შენობა მერიის ბალანსზე არ ირიცხებოდა. როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" ახალციხის მერიამ წერილობით აცნობა, ახალციხელის N2-ში მდებარე შენობა მის ბალანსზე 2015 წლის პირველი აპრილიდან ირიცხება. ანუ მერიამ დააზღვია შენობა, რომელიც მის ბალანსზე არ იყო.

შენობის დაზღვევის ხარჯი 1000 ლარი ადგილობრივმა თვითმმართველობამ "უნისონს" უკვე გადაურიცხა. თუმცა, რა ვადითაა ხელშეკრულება დადებული და დარჩენილი 3 000 ლარის დაფარვა კონკრეტულად რა პერიოდში მოუხდება ახალციხის მერიას, უცნობია: ერთსა და იმავე დოკუმენტში ხელშეკრულების დადების ხანგრძლივობად სხვადასხვა თარიღია მითითებული. ხელშეკრულების თავში წერია, რომ დოკუმენტი 2014 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით ფორმდება. ბოლოში კი ვკითხულობთ: "ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი გიგი ჩიხლაძე ხელშეკრულებას უცნაურს უწოდებს და ამბობს, რომ დოკუმენტი, მინიმუმ, ტექნიკურად გაუმართავია: "ორი სხვადასხვა ვადა ერთ ხელშეკრულებაში? არ მესმის. ამ დოკუმენტის მიზანი ის არის, რომ თუ დავაზე მიდგა საკითხი, მხარეებმა ვალდებულებები მის მიხედვით განმარტონ. ალბათ მოსამართლე იმას ჩაათვლის სარწმუნოდ, რაც თავში წერია? არ ვიცი", - ამბობს ჩიხლაძე.

"უნისონის" წარმომადგენელი ახალციხეში გიორგი კოპაძის შვილი, ელგუჯა კოპაძეა. რადგან ხელშეკრულებას ხელს კომპანიის დირექტორი აწერს, "სამხრეთის კარიბჭემ" ხელშეკრულების შესახებ დეტალების გარკვევა კომპანიის ადმინისტრაციაში სცადა.

შეკითხვაზე, რატომ გაწიეს ასეთი რისკი და დააზღვიეს შენობა, რომელიც მერიის ბალანსზე არ იყო, "უნისონის" აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ბერაიამ შემდეგნაირად უპასუხა: "მერიის ბალანსზე არ იყო ეს შენობა? თუმცაღა უფიქსირდებოდა შენახვის, ფლობის ან მოვლის, ზრუნვის ინტერესი, რასაც ემსახურება ზოგადად დაზღვევის ინტერესი. მე არანაირ რისკზე არ წავსულვარ. დაზღვევის სტანდარტების მიხედვით, ნებისმიერმა მზღვეველმა შეიძლება დაუზღვიოს ქონება პირს, რომელსაც მასზე ზრუნვის ინტერესი გააჩნია".

რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადად მითითებულ ორ თარიღს, "უნისონის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ შესაძლოა უზუსტობა გაიპარა: "ამის შესახებ მერიას ჰკითხეთ და მათგან მიიღეთ პასუხი".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა