ეკა ხოფერიას თოქ-შოუში მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლემ იმ დასკვნაზე ისაუბრა, რომელიც თოლორდავას ოჯახმა ცოტა ხნის წინ მოსკოვიდან მიიღო და რომელშიც გარდაცვალების მიზეზია განმარტებული.
განომ ისაუბრა იმ დატვირთულ რეჟიმზეც, რომელიც კოტეს დაღუპვის წინა თვეებში ჰქონდა, რამაც გამოიწვია მსახიობის ნაადრევი გარდაცვალება...
"ეს არის ყველაზე რთული და მოუნელებელი, რასაც თავს ვერ ვაპატიებ. პატარა ნაკაწრიც რომ მქონდა კოტემ ეს იცოდა. მე კი ეს გამომეპარა. მე მივიღე მისი რეჟისორიგან წერილი, სადაც ის მწერს, რომ კოტეს გულის შეტევა ორჯერ ჰქონდა, რომელსაც რეჟისორი თავად შეესწრო. თუმცა ეს მე არ ვიცოდი. კოტემ დააფიცა მას: თუ განიკოს ეტყვი დამკარგავ. კოტეს სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა და ამიტომ დამიმალეს.... მე მთელი ცხოვრება მექნება იმის განცდა, რომ ყურადღება ვერ მივაქციე..." - ამბობს განო.