საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი ზოგიერთ ბაზაზე არსებულ ვითარებაზე - როგორც კი კარგად მოვუშვებთ წყალს, ახალგარემონტებულ შენობებში კედლები სკდება
თინა ხიდაშელი ზოგიერთ ბაზაზე არსებულ ვითარებაზე - როგორც კი კარგად მოვუშვებთ წყალს, ახალგარემონტებულ შენობებში კედლები სკდება

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას გა­ნაგ­რძობს.

თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი დღეს ხონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მე­ო­რე სა­არ­ტი­ლე­რიო ბრი­გა­და მო­ი­ნა­ხუ­ლა, ბრი­გა­დის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას გა­ეც­ნო, ამის შემ­დეგ კი ტექ­ნი­კა და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

გარ­და ამი­სა, თინა ხი­და­შე­ლი გა­ეც­ნო ყა­ზარ­მა­სა და საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას.

დღეს­ვე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სი­მუ­ლა­ცი­ის ცენ­ტრს სტუმ­რობ­და, სა­დაც იმ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს გა­ე­სა­უბ­რა, რომ­ლებ­მაც მა­კე­ტი შექ­მნეს.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ხონ­ში მდე­ბა­რე ნატო-ს სტან­დარ­ტე­ბის სა­სა­დი­ლოც და­ათ­ვა­ლი­ე­რა და შპს "სა­ხელ­მწი­ფო კვე­ბი­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის" მიერ გა­მარ­თულ ღია კა­რის დღეს და­ეს­წრო.

"სა­სა­დი­ლო­ე­ბის არ იყოს, პრობ­ლე­მე­ბი იდენ­ტუ­რია ყვე­ლა სეგ­მენ­ტში - ახ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბულ შე­ნო­ბებ­ში კედ­ლე­ბი სკდე­ბა, რო­გორც კი კარ­გად მო­ვუშ­ვებთ წყალს, წყა­ლი კედ­ლე­ბი­დან გა­მო­დის ონ­კა­ნე­ბის ნაც­ვლად, რაც სა­მუ­შა­ო­ე­ბის უხა­რის­ხოდ შეს­რუ­ლე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­ში­ნაც ვი­ლა­პა­რა­კე, მაგ­რამ არ და­ვიღ­ლე­ბი და იქ­მა­დე გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბებს, ვიდ­რე კომ­პა­ნი­ე­ბი არ გა­ი­გე­ბენ, რომ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა მათ­ზე, თუკი ასე­თი რამ კი­დევ მოხ­დე­ბა, უკვე მო­მა­ვალ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი აქვს არ­ტი­ლე­რი­ა­საც. მის ერთ ნა­წილს აქვს სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის პრობ­ლე­მა, რაც ად­ვი­ლად აღ­მო­სა­ფხვრე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა და სწო­რი ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში. სწო­რედ ამი­ტომ ვარ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად ამ დღე­ე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე, რომ ჩემი თვა­ლით ვნა­ხო იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს თინა ხი­და­შელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი უკვე სამი დღეა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობს. მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად ბა­თუ­მის, სე­ნა­კი­სა და ხო­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი უკვე და­ათ­ვა­ლი­ე­რა. კვი­რის ბო­ლომ­დე თინა ხი­და­შე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე და­ნარ­ჩე­ნი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­საც გეგ­მავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

თინა ხიდაშელი ზოგიერთ ბაზაზე არსებულ ვითარებაზე - როგორც კი კარგად მოვუშვებთ წყალს, ახალგარემონტებულ შენობებში კედლები სკდება

თინა ხიდაშელი ზოგიერთ ბაზაზე არსებულ ვითარებაზე - როგორც კი კარგად მოვუშვებთ წყალს, ახალგარემონტებულ შენობებში კედლები სკდება

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მედიის წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო ბაზების დათვალიერებას განაგრძობს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დღეს ხონში იმყოფებოდა, სადაც მეორე საარტილერიო ბრიგადა მოინახულა, ბრიგადის პირად შემადგენლობას გაეცნო, ამის შემდეგ კი ტექნიკა დაათვალიერა.

გარდა ამისა, თინა ხიდაშელი გაეცნო ყაზარმასა და საკლასო ოთახებში არსებულ ვითარებას.

დღესვე თავდაცვის მინისტრი სიმულაციის ცენტრს სტუმრობდა, სადაც იმ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა, რომლებმაც მაკეტი შექმნეს.

თავდაცვის მინისტრმა ხონში მდებარე ნატო-ს სტანდარტების სასადილოც დაათვალიერა და შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის" მიერ გამართულ ღია კარის დღეს დაესწრო.

"სასადილოების არ იყოს, პრობლემები იდენტურია ყველა სეგმენტში - ახლად გარემონტებულ შენობებში კედლები სკდება, როგორც კი კარგად მოვუშვებთ წყალს, წყალი კედლებიდან გამოდის ონკანების ნაცვლად, რაც სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე მიუთითებს. ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვილაპარაკე, მაგრამ არ დავიღლები და იქმადე გავაკეთებ განცხადებებს, ვიდრე კომპანიები არ გაიგებენ, რომ უმაღლესი ხარისხის პასუხიმგებლობა იქნება მათზე, თუკი ასეთი რამ კიდევ მოხდება, უკვე მომავალში ჩასატარებელ სამუშაოებთან მიმართებაში. იგივე პრობლემები აქვს არტილერიასაც. მის ერთ ნაწილს აქვს სათადარიგო ნაწილების პრობლემა, რაც ადვილად აღმოსაფხვრელია შესაბამისი ფინანსების არსებობისა და სწორი ბიუჯეტირების პირობებში. სწორედ ამიტომ ვარ ჟურნალისტებთან ერთად ამ დღეეების განმავლობაში სამხედრო ბაზებზე, რომ ჩემი თვალით ვნახო იქ არსებული ვითარება", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე სამი დღეა, დასავლეთ საქართველოს სტუმრობს. მან ჟურნალისტებთან ერთად ბათუმის, სენაკისა და ხონის სამხედრო ბაზები უკვე დაათვალიერა. კვირის ბოლომდე თინა ხიდაშელი დასავლეთ საქართველოში მდებარე დანარჩენი სამხედრო ბაზების მონახულებასაც გეგმავს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე