13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგი კაპანაძის ძებნას ოჯახი ამ დრომდე აგრძელებს. დღეს დილით კაპანაძის ბიცოლამ (თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო თევდორაძე სერგი კაპანაძის დეიდაა) გაავრცელა ფოტოსურათი, მისი ვარაუდით სერგი კაპანაძეს ამნეზია დაემართა და ხალხს ახალგაზრდის მოძებნაში დახმარებას სთხოვს. "ამბები.გე" სერგი კაპანაძის ძმას, ტატო კაპანაძეს დაუკავშირდა:
- რის საფუძველზე გააკეთა თქვენმა ბიცოლამ დღეს განცხადება?
- ვერ გეტვით, ეს განცხადება ოჯახთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა. ვისაც რა უნდა ის თქვას, მე ჩემს ძმას მტკვარზე ვეძებ. სხვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ვერაფერს გეტყვით.
თამარ ბოჭორიშვილი
ambebi.ge
იხილეთ ასევე: "სავარაუდოდ ამნეზია დაემართა და არ იცის, ვინ არის" - 13 ივნისს დაკარგული სერგო კაპანაძის დეიდა დახმარება ითხოვს