26 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელთან ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ავტომანქანამ 15 წლის უშიშა ყორიაული იმსხვერპლა. ავტომობილს წარმოშობით პოლონელი დიპლომატი მართავდა.
როგორც ambebi.ge-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა უამბო, ავტოავარიას შემთხვევით შეესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ცნობილია, რომ პრეზიდენტს დუშეთში აგარაკი აქვს, რომელსაც ხშირად სტუმრობს. თვითმხილველის თქმით, მარგველაშვილმა დაშავებული მოზარდი ხელში აიყვანა და მის დახმარებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.
რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია და გამოძიებასთან თანამშრომლობს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: "გადმოხტა მარგველაშვილი ტოიოტას ჯიპიდან, წამოაყენა წაქცეული მოხუცი, ტაქსიში ჩასვა და ფული გადაუხადა" - რა მოხდა ტაბიძის ხიდზე
"Margvelashvili lifted the injured and tried to help him, but in vain" - What happened in Mtskheta