მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აკონტროლებს ე.წ. უბნის მაღაზიებს და საშიშია თუ არა იქ შეძენილი პროდუქტი ჯანმრთელობისათვის?
ვინ აკონტროლებს ე.წ. უბნის მაღაზიებს და საშიშია თუ არა იქ შეძენილი პროდუქტი ჯანმრთელობისათვის?

მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა ახა­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა და მარ­კე­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა ე.წ. უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი ჯერ კი­დევ ყვე­ლა უბან­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებს მა­ცივ­რის გა­რე­შე ჰყი­დი­ან. ასე­თი მა­ღა­ზი­ის­თვის "ნი­სია" ის თო­კია, რომ­ლი­თაც მარ­კე­ტებ­ში გამ­ქცევ კლი­ენტს იჭე­რენ, თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას სუ­პერ­მარ­კე­ტებს ანი­ჭებს.

ნა­თია: ჩემს უბან­ში ერთი უბ­ნის მა­ღა­ზი­აა, სა­დაც იშ­ვი­ა­თად შევ­დი­ვარ, მა­ცი­ვარს არ რთა­ვენ და ცივს ვე­რა­ფერს იყი­დი. თან იქ ნა­ყი­დი პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხიც მა­ში­ნებს. როცა შე­მიძ­ლია მარ­კეტ­ში იგი­ვე ფა­სად ვი­ყი­დო, რა მინ­და უბ­ნის მა­რა­ზი­ა­ში?!.

ეკა: უბ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში თან­ხას პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით ვერ ვიხ­დი, ხში­რად არც ხურ­და აქვთ და უბ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში თით­ქმის არ შევ­დი­ვარ. თო­რემ ჩემ­ნა­ი­რი ზარ­მა­ცი ადა­მი­ა­ნის­თვის სახ­ლთან ახ­ლოს მა­ღა­ზია მის­წრე­ბაა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ მა­ღა­ზი­ებ­ში მა­ცივ­რის ჩარ­თვა არ უყ­ვართ და შე­იძ­ლე­ბა ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი მოგ­ყი­დონ"

მარი: რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემი უბ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში რძე ვი­ყი­დე, რო­გორც კი ავ­ხა­დე სა­ში­ნე­ლი სუნი ამო­ვარ­და, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო. მე­ო­რედ იქ რო­გორ­ღა შე­ვალ. მირ­ჩევ­ნია სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, მაგ­რამ ნორ­მა­ლურ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ვი­ყი­დო".

ნიკა: ასე­თი ტი­პის მა­ღა­ზი­ებ­ში მხო­ლოდ სი­გა­რეტს ვყი­დუ­ლობ. მა­ცი­ვა­რი არ აქვთ და ასეთ ბუტ­კებ­ში პრო­დუქტს რო­გორ ვი­ყი­დი?!"

ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, ვინ აკონ­ტრო­ლებს ე.წ. უბ­ნის მა­ღა­ზი­ებს და სა­ში­შია თუ არა იქ შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის? ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს კახა სო­ხა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში ამ­ბო­ბენ, მალ­ფუ­ჭე­ბა­დად ით­ვლე­ბა პრო­დუქ­ტი, თუ მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა არ აღე­მა­ტე­ბა 72 სა­ათს და შე­ნახ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რა 6 გრა­დუსს.

"პრო­დუქ­ტი უნდა იყოს შე­ნა­ხუ­ლი იმ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რაც ეტი­კეტ­ზე აწე­რია. მა­გა­ლი­თად, კვერ­ცხი არ არის მალ­ფუ­ჭე­ბა­დი და მა­ცი­ვარს არ სა­ჭი­რო­ებს. ის შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­ნა­ხოთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლა იმ პირს, ვის­ზეც არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ უნდა იყოს დარ­ტე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს-ოპე­რა­ტო­რად და მას­ზე უნდა გავ­რცელ­დეს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი. შე­მოწ­მე­ბის დროს თუ აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტი არ ინა­ხე­ბა მა­ცი­ვარ­ში ეს არის კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბა და ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­წარ­მოო პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას. ახლა შე­დის ცვლი­ლე­ბა სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის კო­დექსში და თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სურ­სა­თი ინა­ხე­ბა შე­უ­სა­ბა­მო პი­რო­ბებ­ში, მისი და­ჯა­რი­მე­ბა 1000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კახა სო­ხა­ძემ.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ვინ აკონტროლებს ე.წ. უბნის მაღაზიებს და საშიშია თუ არა იქ შეძენილი პროდუქტი ჯანმრთელობისათვის?

ვინ აკონტროლებს ე.წ. უბნის მაღაზიებს და საშიშია თუ არა იქ შეძენილი პროდუქტი ჯანმრთელობისათვის?

მომხმარებელთა მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და, შესაბამისად, ჩნდება ახალი სუპერმარკეტებისა და მარკეტების არსებობის აუცილებლობა. თუმცა ე.წ. უბნის მაღაზიები ჯერ კიდევ ყველა უბანშია შემორჩენილი, სადაც ხშირ შემთხვევაში მალფუჭებად პროდუქტებს მაცივრის გარეშე ჰყიდიან. ასეთი მაღაზიისთვის "ნისია" ის თოკია, რომლითაც მარკეტებში გამქცევ კლიენტს იჭერენ, თუმცა მომხმარებელი უპირატესობას სუპერმარკეტებს ანიჭებს.

ნათია: ჩემს უბანში ერთი უბნის მაღაზიაა, სადაც იშვიათად შევდივარ, მაცივარს არ რთავენ და ცივს ვერაფერს იყიდი. თან იქ ნაყიდი პროდუქტის ხარისხიც მაშინებს. როცა შემიძლია მარკეტში იგივე ფასად ვიყიდო, რა მინდა უბნის მარაზიაში?!.

ეკა: უბნის მაღაზიებში თანხას პლასტიკური ბარათით ვერ ვიხდი, ხშირად არც ხურდა აქვთ და უბნის მაღაზიაში თითქმის არ შევდივარ. თორემ ჩემნაირი ზარმაცი ადამიანისთვის სახლთან ახლოს მაღაზია მისწრებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ მაღაზიებში მაცივრის ჩართვა არ უყვართ და შეიძლება ვადაგასული პროდუქტი მოგყიდონ"

მარი: რამდენიმე დღის წინ ჩემი უბნის მაღაზიაში რძე ვიყიდე, როგორც კი ავხადე საშინელი სუნი ამოვარდა, გაფუჭებული იყო. მეორედ იქ როგორღა შევალ. მირჩევნია სახლიდან მოშორებით, მაგრამ ნორმალურ სუპერმარკეტში ვიყიდო".

ნიკა: ასეთი ტიპის მაღაზიებში მხოლოდ სიგარეტს ვყიდულობ. მაცივარი არ აქვთ და ასეთ ბუტკებში პროდუქტს როგორ ვიყიდი?!"

ambebi.ge დაინტერესდა, ვინ აკონტროლებს ე.წ. უბნის მაღაზიებს და საშიშია თუ არა იქ შეძენილი პროდუქტი ჯანმრთელობისათვის? ამ საკითხზე სასაუბროდ სურსათის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსს კახა სოხაძეს დავუკავშირდით.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, მალფუჭებადად ითვლება პროდუქტი, თუ მისი ვარგისიანობის ვადა არ აღემატება 72 საათს და შენახვის ტემპერატურა 6 გრადუსს.

"პროდუქტი უნდა იყოს შენახული იმ ტემპერატურაზე, რაც ეტიკეტზე აწერია. მაგალითად, კვერცხი არ არის მალფუჭებადი და მაცივარს არ საჭიროებს. ის შეიძლება შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე 21 დღის განმავლობაში. სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს ყველა იმ პირს, ვისზეც არის ვალდებულება, რომ უნდა იყოს დარტეგისტრირებული ბიზნეს-ოპერატორად და მასზე უნდა გავრცელდეს სურსათის უვნებლობის ხარისხის კონტროლი. შემოწმების დროს თუ აღმოვაჩენთ, რომ მალფუჭებადი პროდუქტი არ ინახება მაცივარში ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა და ექვემდებარება საწარმოო პროცესის შეჩერებას. ახლა შედის ცვლილება სურსათის უვნებლობის კოდექსში და თუ აღმოჩნდება, რომ სურსათი ინახება შეუსაბამო პირობებში, მისი დაჯარიმება 1000 ლარით განისაზღვრება", - განაცხადა კახა სოხაძემ.

თიკო გურაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია