სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოელი არქიტექტორების აშენებული უნიკალური შენობები თბილისში
უცხოელი არქიტექტორების აშენებული უნიკალური შენობები თბილისში

"მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში თბი­ლისს თით­ქმის ყვე­ლა უცხო­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი აშე­ნებ­და", - ამ­ბობს Ambebi.ge -სთან სა­უბ­რი­სას საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რო­მე­ლი შე­ნო­ბე­ბია დე­და­ქა­ლაქ­ში უცხო­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს მივ­მარ­თეთ. ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის გარ­და, თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი და ხალ­ხის­თვის ცნო­ბი­ლი თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლე­ბი უცხო­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ.

"საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დამ­დე შე­ნო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა სულ უცხო­ე­ლებ­მა აა­შე­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ ტექ­ნი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი არ გვყავ­და. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეც ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ ეშ­ვე­ლე­ბა, ათი ინ­ჟი­ნე­რი რომ გვე­ყო­ლე­ბაო იმი­ტომ, რომ იმ დროს ტექ­ნი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი არ იყო. ძვე­ლი თბი­ლი­სე­ლი მშე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თოდ არ გვაქვს, არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­სა­ხებ ნა­ხა­ზე­ბიც არ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რო­გორ და რა­ნა­ი­რად აშე­ნებ­დნენ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია.

"რაც შე­ე­ხე­ბა უფრო მე­ტად ცნო­ბილ პე­რი­ოდს, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნეს, რო­მელ პე­რი­ოდ­ზეც უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლისს აშე­ნებ­და თით­ქმის ყვე­ლა უცხო­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი. მა­გა­ლი­თად, საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბის შიდა სივ­რცის პრო­ექ­ტი ალექ­სან­დრ ოზე­როვს აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, გარე ფა­სა­დი კი პაულ შტერნ­მა და­ა­მუ­შა­ვა, ის იყო გერ­მა­ნე­ლი ებ­რა­ე­ლი, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი არ­ქი­ტექ­ტო­რი", - ამ­ბობს საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი.

მისი თქმით, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში თბი­ლის­ში ქარ­თველ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი შე­ნო­ბა - სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი აა­შე­ნა.

"უნი­ვერ­სი­ტე­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად შენ­დე­ბო­და რო­გორც ქარ­თველ თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა გიმ­ნა­ზია და მისი მშე­ნე­ბე­ლი სო­ხუ­მის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი, სი­მონ კლდი­აშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც სო­ხუ­მი­დან სა­გან­გე­ბოდ გა­მო­იწ­ვი­ეს.

"ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი იმ­დე­ნად არ გვყავ­და, რომ რო­დე­საც ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, პირ­ველ რიგ­ში კი და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ძა­ლი­ან მძი­მე ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ის გა­ნე­ახ­ლე­ბი­ნათ, ეკ­ლე­სი­ის ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბიც კი არ გვყავ­დნენ იმ­დე­ნად იყო ტექ­ნი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და­კარ­გუ­ლი, ამი­ტომ ახა­ლი ეკ­ლე­სი­ის აგე­ბა და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­მა გერ­მა­ნელ არ­ქი­ტიქ­ტორ ლე­ო­პოლდ ბილ­ფელდს შე­უკ­ვე­თა, რო­მელ­მაც ქა­შუ­ე­თი სამ­თა­ვი­სის ეკ­ლე­სი­ის ნი­მუ­შად ააგო.

"პო­ლო­ნელ­მა ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვიჩ­მა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა აა­შე­ნა. პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე შვე­დი არ­ქი­ტექ­ტო­რის, ოტო სი­მონ­სო­ნის რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლია. კორ­ნე­ლი ტა­ტი­შევ­მა აა­შე­ნა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი", - ამ­ბობს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც თბი­ლის­ში გა­მა­ლე­ბუ­ლი აღმშე­ნებ­ლო­ბის ეტა­პი იდგა , სო­ლო­ლაკს, მთაწ­მინ­დას, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს, ჩუ­ღუ­რეთს, დი­დუ­ბეს ევ­რო­პე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი აშე­ნებ­დნენ. მი­სი­ვე თქმით, იყ­ვნენ სო­მე­ხი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბიც, რო­მელ­თაც თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა აა­შე­ნეს.

"მა­გა­ლი­თად სო­მეხ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა ტერ­მი­ქე­ლოვ­მა სას­ტუმ­რო თბი­ლი­სი მე­რი­ო­ტი აა­შე­ნა, სხვამ და­ი­წყო და ტერ­მი­ქე­ლოვ­მა და­ას­რუ­ლა. მან­ვე საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში აა­შე­ნა აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რკი­ნიგ­ზელ­თა სახ­ლი. შე­სა­ნიშ­ნა­ვი სო­მე­ხი არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო მი­ხე­ილ ოგა­ჯა­ნო­ვი, რომ­ლის აშე­ნე­ბუ­ლია დღე­ვან­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­ნო­ბა. ოგა­ჯა­ნოვ­მა აა­შე­ნა ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩა­ზე ბო­ზარ­ჯან­ცე­ბის სახ­ლი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში სი­გა­რე­ტის მწარ­მო­ებ­ლე­ბი იყ­ვნენ. დღეს რომ გმირ­თა მო­ე­დან­ზე აბ­რე­შუ­მის ფაბ­რი­კაა, იქ იყო სი­გა­რე­ტის ქარ­ხა­ნა, სა­დაც თა­ვის დრო­ზე მუ­შად სტა­ლი­ნიც მუ­შა­ობ­და.

"ასე­ვე იყო სო­მე­ხი არ­ქი­ტექ­ტო­რი ტერ სარ­ქი­სი­ა­ნი, რომ­ლის აშე­ნე­ბუ­ლია მა­ჩაბ­ლი­სა და და­დი­ა­ნის კუ­თხე­ში, ლა­მა­ზი აივ­ნი­ა­ნი სახ­ლი, ისე­ვე რო­გორც ბამ­ბის რიგ­ში შე­ნო­ბა რომ უხ­ვევს, ახლა იქ ბევ­რი კა­ფეა გახ­სნი­ლი.

"თბი­ლის­ში დღეს რი­თიც თავს ვი­წო­ნებთ, სი­მონ კლდი­აშ­ვი­ლის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის გარ­და, ქარ­თვე­ლე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი არა­ფე­რია. ქარ­თვე­ლებ­მა აა­შე­ნეს ან­ჩის­ხა­ტი, მე­ტე­ხი, სი­ო­ნი, თუმ­ცა არ ვი­ცით ამ ტაძ­რე­ბის არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ვინ იყ­ვნენ, ვი­ცით დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი, მაგ­რამ არ ვი­ცით ვინ აა­შე­ნა", - ამ­ბობს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

უცხოელი არქიტექტორების აშენებული უნიკალური შენობები თბილისში

უცხოელი არქიტექტორების აშენებული უნიკალური შენობები თბილისში

"მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისს თითქმის ყველა უცხოელი არქიტექტორი აშენებდა", - ამბობს Ambebi.ge -სთან საუბრისას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

იმის გასარკვევად, თუ რომელი შენობებია დედაქალაქში უცხოელი არქიტექტორების მიერ აშენებული, საკრებულოს წევრს მივმართეთ. ალეკო ელისაშვილის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გარდა, თბილისში არსებული ძველი და ხალხისთვის ცნობილი თითქმის ყველა შენობის მშენებლები უცხოელი არქიტექტორები იყვნენ.

"საბჭოთა პერიოდამდე შენობების უმეტესობა სულ უცხოელებმა ააშენეს. სამწუხაროდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანი არ გვყავდა. ილია ჭავჭავაძეც ამბობდა, რომ საქართველოს მაშინ ეშველება, ათი ინჟინერი რომ გვეყოლებაო იმიტომ, რომ იმ დროს ტექნიკური განათლების მქონე ადამიანი არ იყო. ძველი თბილისელი მშენებლების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს, არქიტექტურის შესახებ ნახაზებიც არ არის შემორჩენილი, როგორ და რანაირად აშენებდნენ ძალიან უცნაურია.

"რაც შეეხება უფრო მეტად ცნობილ პერიოდს, მეცხრამეტე საუკუნეს, რომელ პერიოდზეც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, იმ პერიოდში თბილისს აშენებდა თითქმის ყველა უცხოელი არქიტექტორი. მაგალითად, საკრებულოს შენობის შიდა სივრცის პროექტი ალექსანდრ ოზეროვს აქვს გაკეთებული, გარე ფასადი კი პაულ შტერნმა დაამუშავა, ის იყო გერმანელი ებრაელი, თბილისში მცხოვრები არქიტექტორი", - ამბობს საკრებულოს წევრი.

მისი თქმით, მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისში ქართველმა არქიტექტორმა მხოლოდ ერთადერთი შენობა - სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ააშენა.

"უნივერსიტეტი თავდაპირველად შენდებოდა როგორც ქართველ თავადაზნაურთა გიმნაზია და მისი მშენებელი სოხუმის მთავარი არქიტექტორი, სიმონ კლდიაშვილი იყო, რომელიც სოხუმიდან საგანგებოდ გამოიწვიეს.

"ქართველი არქიტექტორები იმდენად არ გვყავდა, რომ როდესაც ქართულმა საზოგადოებამ, პირველ რიგში კი დავით სარაჯიშვილმა გადაწყვიტა, რომ ძალიან მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ქაშუეთის ეკლესიის განეახლებინათ, ეკლესიის ხუროთმოძღვრებიც კი არ გვყავდნენ იმდენად იყო ტექნიკური განათლება დაკარგული, ამიტომ ახალი ეკლესიის აგება დავით სარაჯიშვილმა გერმანელ არქიტიქტორ ლეოპოლდ ბილფელდს შეუკვეთა, რომელმაც ქაშუეთი სამთავისის ეკლესიის ნიმუშად ააგო.

"პოლონელმა ალექსანდრე შიმკევიჩმა უზენაესი სასამართლოს შენობა ააშენა. პიონერთა სასახლე შვედი არქიტექტორის, ოტო სიმონსონის რეკონსტრუირებულია. კორნელი ტატიშევმა ააშენა რუსთაველის თეატრი", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მისივე თქმით, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც თბილისში გამალებული აღმშენებლობის ეტაპი იდგა , სოლოლაკს, მთაწმინდას, რუსთაველის გამზირს, ჩუღურეთს, დიდუბეს ევროპელი არქიტექტორები აშენებდნენ. მისივე თქმით, იყვნენ სომეხი არქიტექტორებიც, რომელთაც თბილისში რამდენიმე შენობა ააშენეს.

"მაგალითად სომეხმა არქიტექტორმა ტერმიქელოვმა სასტუმრო თბილისი მერიოტი ააშენა, სხვამ დაიწყო და ტერმიქელოვმა დაასრულა. მანვე საბჭოთა პერიოდში ააშენა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე რკინიგზელთა სახლი. შესანიშნავი სომეხი არქიტექტორი იყო მიხეილ ოგაჯანოვი, რომლის აშენებულია დღევანდელი ეროვნული ბანკის შენობა. ოგაჯანოვმა ააშენა ჭონქაძის ქუჩაზე ბოზარჯანცების სახლი, რომლებიც თბილისში სიგარეტის მწარმოებლები იყვნენ. დღეს რომ გმირთა მოედანზე აბრეშუმის ფაბრიკაა, იქ იყო სიგარეტის ქარხანა, სადაც თავის დროზე მუშად სტალინიც მუშაობდა.

"ასევე იყო სომეხი არქიტექტორი ტერ სარქისიანი, რომლის აშენებულია მაჩაბლისა და დადიანის კუთხეში, ლამაზი აივნიანი სახლი, ისევე როგორც ბამბის რიგში შენობა რომ უხვევს, ახლა იქ ბევრი კაფეა გახსნილი.

"თბილისში დღეს რითიც თავს ვიწონებთ, სიმონ კლდიაშვილის მიერ აშენებული თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გარდა, ქართველების აშენებული არაფერია. ქართველებმა ააშენეს ანჩისხატი, მეტეხი, სიონი, თუმცა არ ვიცით ამ ტაძრების არქიტექტორები ვინ იყვნენ, ვიცით დამფინანსებლები, მაგრამ არ ვიცით ვინ ააშენა", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია