Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი შესაძლო ალყაში! - როგორ იტაცებდა რუსეთი ქართულ მიწას
თბილისი შესაძლო ალყაში! - როგორ იტაცებდა რუსეთი ქართულ მიწას

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მცო­ცა­ვი ანექ­სია გრძელ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი უკვე შე­ფას­და რო­გორც პრო­ვო­კა­ცია, თუმ­ცა, რამ­დე­ნად კარ­გად ხდე­ბა პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და შე­ფა­სე­ბა, - ეს და სხვა კი­თხვე­ბი ჯე­რაც უპა­სუ­ხოა.

რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "სა­სა­ზღვრო ნიშ­ნე­ბის" და­მონ­ტა­ჟე­ბა შე­საძ­ლოა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის ერ­თგვა­რი სი­ახ­ლეა (იგუ­ლის­ხმე­ბა "ცივი ომის" შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი, ბერ­ლი­ნის კედ­ლის დე­მონ­ტა­ჟის შემ­დეგ). ისე­ვე რო­გორც კრემ­ლის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომე­ბი; თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო – კავ­კა­სი­ის პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­თა­ნაც რუ­სეთს 900 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სახ­მე­ლე­თო სა­ზღვა­რი აქვს, მსგავ­სი ტი­პის ომე­ბი­სა და სა­სა­ზღვრო "ექ­სპე­რი­მენ­ტის" თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია.

სამ­წუ­ხა­როდ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი სა­თა­ნა­დოდ ვერ წარ­მო­ა­ჩენს იმ უზარ­მა­ზარ ზე­წო­ლას, რო­მელ­საც გა­ნიც­დის მოს­კო­ვის მხრი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის დღი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის ხელ­ყო­ფა ჯერ კი­დევ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის დღი­დან და­ი­წყო; ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­სა და აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნაკ­ვე­თე­ბი ემსხვერ­პლა. მა­შინ რუ­სეთ­მა მომ­რი­გებ­ლის როლი მო­ირ­გო და სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად "სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის" სტა­ტუ­სით გა­ნა­ლა­გა ორი­ვე რე­გი­ონ­ში.

პრობ­ლე­მას ქმნი­და კო­დო­რის ხე­ო­ბა (სტრტე­გი­უ­ლი ხე­ო­ბა) აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში – დიდი ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი (თა­მა­რა­შე­ნი, ქურ­თა, კეხ­ვი და ა.შ.). კო­დო­რის აღე­ბის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბა იყო, მათ შო­რის, 2002 წლის აპ­რილ­ში, რო­დე­საც "რუსი კოს­მო­ნავ­ტის დღეს" მსხვი­ლი სა­ჰა­ე­რო დე­სან­ტი გა­დას­ხეს სო­ფელ აჟა­რა­ში (და­ახ­ლო­ე­ბით 14 ვერ­ტმფრე­ნი, რო­გორც სატ­რან­სპორ­ტო, ასე­ვე დამ­რტყმელ შვე­ულმფრე­ნე­ბი, დე­სან­ტის რი­ცხოვ­ნო­ბა ერთი ასე­უ­ლი). დიდი ლი­ახ­ვის სოფ­ლებ­ზე შტურ­მე­ბი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და (2008 წლის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­დეგ ეს სოფ­ლე­ბი აღარ არ­სე­ბობს).

1993 წლი­დან რუ­სეთ­თან სა­ზღვრის სახ­მე­ლე­თო მო­ნაკ­ვეთ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად მწვავ­დე­ბო­და ვი­თა­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის სახ­მე­ლე­თო მო­ნაკ­ვე­თი 894 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს, აქე­დან სა­და­ვო უბ­ნე­ბი სა­ერ­თო ჯამ­ში 100 კი­ლო­მეტრს აჭარ­ბებს. შექ­მნი­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­დე­ლი­მი­ტა­ციო კო­მი­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე სა­მარ­თლებ­რივ და სხვა ას­პექ­ტებს სწავ­ლობ­დნენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თბილისი შესაძლო ალყაში! - როგორ იტაცებდა რუსეთი ქართულ მიწას

თბილისი შესაძლო ალყაში! - როგორ იტაცებდა რუსეთი ქართულ მიწას

საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია გრძელდება. ეს პროცესი უკვე შეფასდა როგორც პროვოკაცია, თუმცა, რამდენად კარგად ხდება პროცესზე დაკვირვება და შეფასება, - ეს და სხვა კითხვები ჯერაც უპასუხოა.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე "სასაზღვრო ნიშნების" დამონტაჟება შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ერთგვარი სიახლეა (იგულისხმება "ცივი ომის" შემდგომი პერიოდი, ბერლინის კედლის დემონტაჟის შემდეგ). ისევე როგორც კრემლის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომები; თუმცა საქართველო – კავკასიის პატარა სახელმწიფო, რომელთანაც რუსეთს 900 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს, მსგავსი ტიპის ომებისა და სასაზღვრო "ექსპერიმენტის" თვალსაჩინო მაგალითია.

სამწუხაროდ, ოფიციალური თბილისი სათანადოდ ვერ წარმოაჩენს იმ უზარმაზარ ზეწოლას, რომელსაც განიცდის მოსკოვის მხრიდან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელყოფა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო; ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციას სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი მონაკვეთები ემსხვერპლა. მაშინ რუსეთმა მომრიგებლის როლი მოირგო და საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფები უკვე ოფიციალურად "სამშვიდობოების" სტატუსით განალაგა ორივე რეგიონში.

პრობლემას ქმნიდა კოდორის ხეობა (სტრტეგიული ხეობა) აფხაზეთის მიმართულებით, ხოლო ცხინვალის რეგიონში – დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები (თამარაშენი, ქურთა, კეხვი და ა.შ.). კოდორის აღების არაერთი მცდელობა იყო, მათ შორის, 2002 წლის აპრილში, როდესაც "რუსი კოსმონავტის დღეს" მსხვილი საჰაერო დესანტი გადასხეს სოფელ აჟარაში (დაახლოებით 14 ვერტმფრენი, როგორც სატრანსპორტო, ასევე დამრტყმელ შვეულმფრენები, დესანტის რიცხოვნობა ერთი ასეული). დიდი ლიახვის სოფლებზე შტურმები პერმანენტულად ხორციელდებოდა (2008 წლის ინტერვენციის შემდეგ ეს სოფლები აღარ არსებობს).

1993 წლიდან რუსეთთან საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე პერიოდულად მწვავდებოდა ვითარება.

საქართველო რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთი 894 კილომეტრს შეადგენს, აქედან სადავო უბნები საერთო ჯამში 100 კილომეტრს აჭარბებს. შექმნილი იყო სპეციალური მუდმივმოქმედი სადელიმიტაციო კომისიები, რომლებიც კონკრეტულ მონაკვეთებზე სამართლებრივ და სხვა ასპექტებს სწავლობდნენ.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."