პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რასაც ეს ხალხი ევროპულობას ეძახის და ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უცხოა, პირიქით, ყველაზე უფრო ორგანული და ბუნებრივია"
"ის, რასაც ეს ხალხი ევროპულობას ეძახის და ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უცხოა, პირიქით, ყველაზე უფრო ორგანული და ბუნებრივია"

მწე­რა­ლი ტო­რე­სა მოსი ეკა ხო­ფე­რი­ას გა­და­ცე­მის გახ­მა­უ­რე­ბულ სი­უ­ჟეტ­ზე წერს:

"ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი. ეს ქალ­წუ­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი თუ აკა­დე­მია თუ რა ჯან­და­ბა­ცაა, რა თქმა უნდა არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის და ვერც იქ­ნე­ბა ჩვენ ნამ­დვილ ტრა­დი­ცი­ებ­თან. ასე სი­რუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი, ბევ­რი რომ არ ეჟი­მა­ვათ ჩვენ წი­ნაპ­რებს, ჩვენ რო­გორც ერი კარ­გა ხნის გამ­ქრლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით ამ პლა­ნე­ტი­დან. დიდი ალ­ბა­თო­ბით კა­ცობ­რო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბა­საც აღარ შე­მოვ­რჩე­ბო­დით. ეს ფსევ­დო­მო­რა­ლი, აქ­ტი­უ­რად ფორ­მირ­და კო­მუ­ნის­ტუ­რი ფსევ­დო­მო­რა­ლის ზე­ო­ბის ხა­ნა­ში, რო­დე­საც თბი­ლი­სი­სა თუ სხვა ქა­ლა­ქე­ბის­თვის, საკ­მა­ოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­როს­კი­პო­ე­ბი გა­ა­უქ­მეს და აკ­რძა­ლეს. ასე­ვე შე­ზღუ­დეს მიგ­რა­ცია, იყო ასე­თი მო­მენ­ტი, სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში რომ მი­დი­ო­და ადა­მი­ა­ნი, თუ ჩა­წე­რი­ლი არ იყო მი­ლი­ცი­ის­თვის უნდა გა­ნე­მარ­ტა გა­და­ად­გი­ლე­ბის მი­ზე­ზი, სა­კუთ­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად თა­ვი­სუფ­ლად ვერ გა­და­ცხოვ­რდე­ბო­დი სხვა ქა­ლაქ­ში თუ თა­ვად კო­მუ­ნის­ტე­ბი არ აა­შე­ნებ­დნენ სად­მე ქარ­ხა­ნას და თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ არ გა­და­გის­როდ­ნენ.

ხალ­ხს აი­ძუ­ლებ­დნენ იმ ქვაბ­ში მო­ხარ­შუ­ლი­ყო, რო­მელ­შიც და­ი­ბა­და და ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ფე­რი აკ­რძა­ლუ­ლი იყო, აღარც მეტი საქ­მე ჰქონ­დათ იმის გარ­და ერ­თმა­ნე­თის სა­ძი­ნებ­ლებ­ში ეც­ქი­რათ და თეთ­რე­უ­ლე­ბი ესინ­ჯათ. მოკ­ლედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რაა საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად წყვილ­დე­ბოდ­ნენ, შუ­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პიკ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო აბ­რე­შუ­მის გზის ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ნაკ­ვე­თი და ამ­დე­ნი კულ­ტუ­რის გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი იყო, ვე­რაფ­რით ჩა­მო­ე­კი­დე­ბო­და სა­ქალ­წუ­ლე აპ­კე­ბის სიმ­რთე­ლეს. ამი­ტომ ის, რა­საც ეს ხალ­ხი ევ­რო­პუ­ლო­ბას ეძა­ხის და ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხოა, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ზე უფრო ორ­გა­ნუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია და ჩვენ­თა­ნაც იგი­ვე წარ­მა­ტე­ბით იქნბო­და, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ას რომ არ ჩა­ვეყ­ლა­პეთ. ის კი რაც ჩვენ­მა მა­მებ­მა ჩვე­ნი პა­პე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღეს, არა­ფე­რია გარ­და საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლო­ბი­სა და მას სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს.

საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი არც ქარ­თვე­ლია, არც სო­მე­ხი არც არა­ფე­რი, საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არაა ადა­მი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად მის ტრა­დი­ცი­ას, არა­თუ ქარ­თვე­ლო­ბას­თან არ აქვს რა­ი­მე სა­ერ­თო, არა­მედ სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნო­ბის მიღ­მაა. ამი­ტომ ჩვენ პირ­ველ რიგ­ში ადა­მა­ი­ნო­ბა უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ და უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თვე­ლი ის ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი მენ­ტა­ლო­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში არ მო­დის ევ­რო­პულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა ამ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი და სხვა არა­ნა­ი­რი ქარ­თვე­ლო­ბა ქარ­თვე­ლო­ბა არ არის და ვერც იქ­ნე­ბა" - წერს ტო­რე­სა მოსი.

"ის, რასაც ეს ხალხი ევროპულობას ეძახის და ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უცხოა, პირიქით, ყველაზე უფრო ორგანული და ბუნებრივია"

"ის, რასაც ეს ხალხი ევროპულობას ეძახის და ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უცხოა, პირიქით, ყველაზე უფრო ორგანული და ბუნებრივია"

მწერალი ტორესა მოსი ეკა ხოფერიას გადაცემის გახმაურებულ სიუჟეტზე წერს:

"ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები. ეს ქალწულობის ინსტიტუტი თუ აკადემია თუ რა ჯანდაბაცაა, რა თქმა უნდა არავითარ კავშირში არ არის და ვერც იქნება ჩვენ ნამდვილ ტრადიციებთან. ასე სირული რომ ყოფილიყო ჩვენი კულტურა და ტრადიციები, ბევრი რომ არ ეჟიმავათ ჩვენ წინაპრებს, ჩვენ როგორც ერი კარგა ხნის გამქრლები ვიქნებოდით ამ პლანეტიდან. დიდი ალბათობით კაცობრობის მეხსიერებასაც აღარ შემოვრჩებოდით. ეს ფსევდომორალი, აქტიურად ფორმირდა კომუნისტური ფსევდომორალის ზეობის ხანაში, როდესაც თბილისისა თუ სხვა ქალაქებისთვის, საკმაოდ ტრადიციული საროსკიპოები გააუქმეს და აკრძალეს. ასევე შეზღუდეს მიგრაცია, იყო ასეთი მომენტი, სოფლიდან ქალაქში რომ მიდიოდა ადამიანი, თუ ჩაწერილი არ იყო მილიციისთვის უნდა განემარტა გადაადგილების მიზეზი, საკუთრება აკრძალული იყო, შესაბამისად თავისუფლად ვერ გადაცხოვრდებოდი სხვა ქალაქში თუ თავად კომუნისტები არ ააშენებდნენ სადმე ქარხანას და თავიანთი შეხედულებისამებრ არ გადაგისროდნენ.

ხალხს აიძულებდნენ იმ ქვაბში მოხარშულიყო, რომელშიც დაიბადა და ვინაიდან ყველაფერი აკრძალული იყო, აღარც მეტი საქმე ჰქონდათ იმის გარდა ერთმანეთის საძინებლებში ეცქირათ და თეთრეულები ესინჯათ. მოკლედ თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხისთვის, რომლებიც აშკარაა საკმაოდ აქტიურად წყვილდებოდნენ, შუსაუკუნეების პიკში, როდესაც საქართველო აბრეშუმის გზის ცენტრალური მონაკვეთი და ამდენი კულტურის გადაკვეთის წერტილი იყო, ვერაფრით ჩამოეკიდებოდა საქალწულე აპკების სიმრთელეს. ამიტომ ის, რასაც ეს ხალხი ევროპულობას ეძახის და ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უცხოა, პირიქით, ყველაზე უფრო ორგანული და ბუნებრივია და ჩვენთანაც იგივე წარმატებით იქნბოდა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ბოროტების იმპერიას რომ არ ჩავეყლაპეთ. ის კი რაც ჩვენმა მამებმა ჩვენი პაპებისგან მემკვიდრეობით მიიღეს, არაფერია გარდა საბჭოთა მენტალობისა და მას საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს.

საბჭოთა ადამიანი არც ქართველია, არც სომეხი არც არაფერი, საბჭოთა ადამიანი საერთოდ არაა ადამიანი, შესაბამისად მის ტრადიციას, არათუ ქართველობასთან არ აქვს რაიმე საერთო, არამედ საერთოდ ადამიანობის მიღმაა. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში ადამაინობა უნდა დავიბრუნოთ და უნდა გავითავისოთ, რომ ჭეშმარიტი ქართველი ის ქართველია, რომელიც საკუთარი მენტალობით წინააღმდეგობაში არ მოდის ევროპულ ცივილიზაციასთან, რადგან საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ამ ცივილიზაციის ნაწილი და სხვა არანაირი ქართველობა ქართველობა არ არის და ვერც იქნება" - წერს ტორესა მოსი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია