ნატალია ყიფშიძე მამასთან, მამიდასთან და ძმასთან ერთად ბათუმსა და ურეკში ისვენებს. რამდენიმე საათის წინ ის შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარ საშინელ ამბავს შეესწრო, რის შესახებაც სოციალურ ქსელში წერს:
''ვაჟკაცობა დაიკარგა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გაძარცვო ორი ქალი შვილებთან ერთად? ვერ ვფიქრობ, თუ როგორ უნდა ადგეს კაცი, შეუშვას გაზი დასასვენებლად წამოსულ ხალხთან სახლში. შევიდეს წაიღოს ყველანაირი ტექნიკა და პლუს მანქანა გაუტეხოს.
საქართველოში ასეთი რამ თუ მოხდებოდა, მართლა არ მეგონა'', - წერს ნატალია.