Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ ეს გოგონა ცხოვრებას რომ გააგრძელებს, აუცილებლად დახვდება ეს ყველაფერი წინ" - პირადი ტრაგედია, რომელსაც საჯარო ინტერესით ჰყიდიან
"ხვალ ეს გოგონა ცხოვრებას რომ გააგრძელებს, აუცილებლად დახვდება ეს ყველაფერი წინ" - პირადი ტრაგედია, რომელსაც საჯარო ინტერესით ჰყიდიან

"იმე­დის კვი­რა­ში" გა­სულ სი­უ­ჟეტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ჟურ­ნა­ლისტ სოფო მთივ­ლიშ­ვი­ლის სი­უ­ჟეტ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო 19 წლის გო­გო­ნას და 34 წლის მა­მა­კა­ცის ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბით დას­რულ­და. ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ მა­მა­კა­ცის აზ­რით, 19 წლის ახალ­გაზ­რდა ქა­ლიშ­ვი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. სი­უ­ჟეტ­ში ამის შე­სა­ხებ წყვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი სა­უბ­რობ­დნენ. სად და­ირ­ღვა სტან­დარ­ტე­ბი და რა ფორ­მით უნდა გა­სუ­ლი­ყო 19 წლის ახალ­გაზ­რდის ტრა­გე­დია ეთერ­ში, ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მარ რუ­ხა­ძე გვე­სა­უბ­რა:

- პრობ­ლე­მი­სად­მი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი არ ნიშ­ნავს იმას, რომ არ­სე­ბობს ამ პრობ­ლე­მა­ში ჩარ­თუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი. ბევ­რი არ­გუ­მენ­ტი მო­ვის­მი­ნე ამ სი­უ­ჟე­ტის თა­ო­ბა­ზე, მათ შო­რის ისიც, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ფხიზ­ლე­ბა არის ის სი­კე­თე, რო­მე­ლიც წო­ნის ყვე­ლა ეთი­კურ დარ­ღვე­ვას. საქ­მე ისაა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თის სა­ხე­ლით მე­დია არ უნდა უშ­ვებ­დეს თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას. ამ პრობ­ლე­მა­ზე სი­უ­ჟე­ტის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ყვე­ლა მი­უ­ღე­ბე­ლი და არას­წო­რი დე­ტა­ლის გა­რე­შე, თუნ­დაც ამ ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გა­რე­შე, ბევ­რი რამ ით­ქვა სი­უ­ჟეტ­ში ისე­თი, რაც შე­საძ­ლოა ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი გახ­დეს ამ ადა­მი­ა­ნის­თვის.

- სი­უ­ჟეტ­ში ჩანს, რომ ჟურ­ნა­ლისტს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან თან­ხმო­ბა ჰქონ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამი­ტო­მაც მოხ­და პი­როვ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა..

- გა­სა­გე­ბია, ჩანს, რომ ოჯა­ხე­ბი ზედ­მე­ტად თა­ნახ­მე­ბიც კი არი­ან. სი­უ­ჟეტ­ში ბევ­რი რამე არის დად­გმუ­ლი, სცე­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სტი­ლი ხე­ლოვ­ნურს ხდის და აყალ­ბებს პრობ­ლე­მი­სად­მი სე­რი­ო­ზულ მიდ­გო­მას. რა მი­ზა­ნიც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­და კი­დეც ჟურ­ნა­ლისტს. ჩვენ თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ გო­გო­ნას თან­ხმო­ბა არ გვი­ნა­ხავს, უბ­რა­ლოდ ვნა­ხეთ ცუ­დად მყო­ფი ადა­მი­ა­ნი. ის, რომ ამ გო­გო­ნამ გა­და­წყვი­ტა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით ებ­რძო­ლა, არ ნიშ­ნავს, რომ მას ამ ტი­პის სა­ჯა­რო­ო­ბა სურ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს აქვს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ანო­ნი­მუ­რო­ბა, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და. ეს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­რე­დაქ­ციო მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი, არ­გუ­მენ­ტე­ბით და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ცერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ ფორ­მებს, რაც ამ სი­უ­ჟეტ­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მხვერ­პლის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც არ ერ­თმე­ვა მე­დი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რად­გან ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმ შე­დე­გებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს სა­ჯა­რო­ო­ბამ. ყვე­ლა­ზე ცუდი რაც არის, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან კე­თი­ლი მიზ­ნე­ბით ვა­მარ­თლებთ ერთი სა­ხე­ო­ბის ძა­ლა­დო­ბას მე­დი­ის მიერ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თის სა­ხე­ლით. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ან­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თის, თუ ცუდი საქ­მის სა­ხე­ლით ვი­ძა­ლა­დებთ? შე­დე­გი ერთი და იგი­ვეა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ხე­დავს, მე­დია მის­თვის სი­კე­თის მო­ტა­ნის სა­ხე­ლით რო­გორ უარ­ყოფს ერთ ადა­მი­ანს, ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ად­ვი­ლად ეჩ­ვე­ვა იმას, რომ თუნ­დაც ღირ­სე­ბის ან ოჯა­ხის დაც­ვის მიზ­ნით გა­თე­ლოს ერთი ადა­მი­ა­ნი.

- ანუ იმედ­მა გა­თე­ლა 19 წლის გო­გო­ნა?

- გა­თელ­ვა ცუდი სი­ტყვაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პი­როვ­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. "გა­წი­რა ერთი ადა­მი­ა­ნი", მერე რა, რომ ჩვენ ყვე­ლამ გა­ვი­გეთ მისი პი­რა­დი დე­ტა­ლე­ბი, ხვალ ეს გო­გო­ნა ცხოვ­რე­ბას რომ გა­აგ­რძე­ლებს, აუ­ცი­ლებ­ლად დახ­ვდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი წინ. ის შე­საძ­ლოა და­ცინ­ვის, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, ბევ­რი რა­ღა­ცის მსხვერ­პლი გახ­დეს. მსხვერ­პლს იმი­ტომ ვი­ცავთ, მე­ო­რედ რომ არ გახ­დეს მსხვერ­პლი.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ამ პრობ­ლე­მის წარ­მო­ჩე­ნა სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით?

- ცოტა არ იყოს ბრალ­დე­ბუ­ლიც უა­პე­ლა­ცი­ოდ არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი დამ­ნა­შა­ვედ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ არის და ვერ­დიქტს ელო­დე­ბა, სა­ნამ სა­სა­მარ­თლო არ და­ამ­ტკი­ცებს მის ბრა­ლე­უ­ლო­ბას, შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სით უნდა მო­იხ­სე­ნი­ოს ჟურ­ნა­ლის­ტმა და არა ხა­ტო­ვა­ნი სტა­ტუ­სით, "ამ რე­ა­ლო­ბის შემ­ქმნე­ლი ახლა გი­სო­სებს მიღ­მა ზის". ეს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში მო­წო­დე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­აა. სი­უ­ჟე­ტის­თვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სი­ზუს­ტეს, რომ ეს კაცი არის ბრალ­დე­ბუ­ლი. რო­დე­საც ვცდი­ლობთ რა­ღაც სტე­რე­ო­ტი­პი და­ვამ­სხვრი­ოთ და ვაჩ­ვე­ნოთ მავ­ნებ­ლო­ბა, სა­სურ­ვე­ლია კარ­გად ჩან­დეს მან­კი­ე­რე­ბა, არა ნა­ტუ­რა­ლურ დო­ნე­ზე, არა­მედ მის მი­ზე­ზებ­ზე. შე­ეძ­ლო ჟურ­ნა­ლისტს, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ერ­თის მხრივ პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ოჯახ­ში გაჩ­ნდეს, ახალ­გაზ­რდე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრობ­ლე­მი­სად­მი, რისი ბრა­ლია და ა.შ. თუ მი­ზა­ნი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­სხვრე­ვაა, სი­უ­ჟე­ტით უნდა მი­ბიძ­გო ამის­კენ და არა პი­რი­ქით. თურ­მე ეს და­საშ­ვე­ბია, იმი­ტომ, რომ მთე­ლი ქა­ლა­ქი ასე ფიქ­რობს და აბა რას იზამ­და. გა­სა­გე­ბია, რომ ეს ერ­თის მხრივ ჩვე­ნე­ბაა, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ ამ­დე­ნი არ­გუ­მენ­ტის ჩვე­ნე­ბა ამ ძა­ლა­დო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ არ არის მხო­ლოდ ლუსტრა­ცია, ეს ცოტა არ იყოს გა­მარ­თლე­ბაა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ასე­ვე: "იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ასე­თი გა­თელ­ვა" - "იმე­დის" ეთერ­ში გა­სულ­მა სი­უ­ჟეტ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ხვალ ეს გოგონა ცხოვრებას რომ გააგრძელებს, აუცილებლად დახვდება ეს ყველაფერი წინ" - პირადი ტრაგედია, რომელსაც საჯარო ინტერესით ჰყიდიან

"ხვალ ეს გოგონა ცხოვრებას რომ გააგრძელებს, აუცილებლად დახვდება ეს ყველაფერი წინ" - პირადი ტრაგედია, რომელსაც საჯარო ინტერესით ჰყიდიან

"იმედის კვირაში" გასულ სიუჟეტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტ სოფო მთივლიშვილის სიუჟეტში ნაჩვენები იყო 19 წლის გოგონას და 34 წლის მამაკაცის ქორწინების ამბავი, რომელიც ძალადობით დასრულდა. ძალადობის მიზეზი კი ის გახდა, რომ მამაკაცის აზრით, 19 წლის ახალგაზრდა ქალიშვილი არ აღმოჩნდა. სიუჟეტში ამის შესახებ წყვილის ოჯახის წევრები და მეზობლები საუბრობდნენ. სად დაირღვა სტანდარტები და რა ფორმით უნდა გასულიყო 19 წლის ახალგაზრდის ტრაგედია ეთერში, ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი თამარ რუხაძე გვესაუბრა:

- პრობლემისადმი საჯარო ინტერესი არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს ამ პრობლემაში ჩართული კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრებისადმი საზოგადოების ინტერესი. ბევრი არგუმენტი მოვისმინე ამ სიუჟეტის თაობაზე, მათ შორის ისიც, რომ საზოგადოების გამოფხიზლება არის ის სიკეთე, რომელიც წონის ყველა ეთიკურ დარღვევას. საქმე ისაა, საზოგადოებრივი სიკეთის სახელით მედია არ უნდა უშვებდეს თუნდაც ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას. ამ პრობლემაზე სიუჟეტის გაკეთება შესაძლებელი იყო, ყველა მიუღებელი და არასწორი დეტალის გარეშე, თუნდაც ამ ადამიანის იდენტიფიცირების გარეშე, ბევრი რამ ითქვა სიუჟეტში ისეთი, რაც შესაძლოა ზიანის მომტანი გახდეს ამ ადამიანისთვის.

- სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტს ოჯახის წევრებისგან თანხმობა ჰქონდა, სავარაუდოდ, ამიტომაც მოხდა პიროვნების იდენტიფიცირება..

- გასაგებია, ჩანს, რომ ოჯახები ზედმეტად თანახმებიც კი არიან. სიუჟეტში ბევრი რამე არის დადგმული, სცენოგრაფიული სტილი ხელოვნურს ხდის და აყალბებს პრობლემისადმი სერიოზულ მიდგომას. რა მიზანიც შეიძლება ჰქონდა კიდეც ჟურნალისტს. ჩვენ თავად დაზარალებულ გოგონას თანხმობა არ გვინახავს, უბრალოდ ვნახეთ ცუდად მყოფი ადამიანი. ის, რომ ამ გოგონამ გადაწყვიტა სამართლებრივი გზით ებრძოლა, არ ნიშნავს, რომ მას ამ ტიპის საჯაროობა სურდა. საერთაშორისო სტანდარტით სექსუალური ძალადობის მსხვერპლს აქვს გარანტირებული ანონიმურობა, იშვიათი გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ეს გამონაკლისები არის სერიოზული სარედაქციო მსჯელობის საგანი, არგუმენტებით და საზოგადოებრივი ინტერესებით გამყარებული, მაგრამ ამის მიუხედავად, არცერთი გამონაკლისი არ გაითვალისწინებს იმ ფორმებს, რაც ამ სიუჟეტში იყო წარმოდგენილი. მხვერპლის თანხმობის შემთხვევაშიც არ ერთმევა მედიას პასუხისმგებლობა, რადგან ემოციურად დატვირთული ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმ შედეგებს, რაც შეიძლება მოუტანოს საჯაროობამ. ყველაზე ცუდი რაც არის, ჩემი აზრით, ძალიან კეთილი მიზნებით ვამართლებთ ერთი სახეობის ძალადობას მედიის მიერ, საზოგადოებრივი სიკეთის სახელით. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანზე საზოგადოებრივი სიკეთის, თუ ცუდი საქმის სახელით ვიძალადებთ? შედეგი ერთი და იგივეა. საზოგადოება, რომელიც ხედავს, მედია მისთვის სიკეთის მოტანის სახელით როგორ უარყოფს ერთ ადამიანს, ის საზოგადოება ადვილად ეჩვევა იმას, რომ თუნდაც ღირსების ან ოჯახის დაცვის მიზნით გათელოს ერთი ადამიანი.

- ანუ იმედმა გათელა 19 წლის გოგონა?

- გათელვა ცუდი სიტყვაა, საზოგადოების პიროვნებისადმი დამოკიდებულებაში. "გაწირა ერთი ადამიანი", მერე რა, რომ ჩვენ ყველამ გავიგეთ მისი პირადი დეტალები, ხვალ ეს გოგონა ცხოვრებას რომ გააგრძელებს, აუცილებლად დახვდება ეს ყველაფერი წინ. ის შესაძლოა დაცინვის, დისკრიმინაციის, ბევრი რაღაცის მსხვერპლი გახდეს. მსხვერპლს იმიტომ ვიცავთ, მეორედ რომ არ გახდეს მსხვერპლი.

- როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის წარმოჩენა სტანდარტების დაცვით?

- ცოტა არ იყოს ბრალდებულიც უაპელაციოდ არის წარმოჩენილი დამნაშავედ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება მის წინააღმდეგ არის და ვერდიქტს ელოდება, სანამ სასამართლო არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას, შესაბამისი სტატუსით უნდა მოიხსენიოს ჟურნალისტმა და არა ხატოვანი სტატუსით, "ამ რეალობის შემქმნელი ახლა გისოსებს მიღმა ზის". ეს მტკიცებით ფორმაში მოწოდებული, ფაქტობრივი ინფორმაციაა. სიუჟეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სიზუსტეს, რომ ეს კაცი არის ბრალდებული. როდესაც ვცდილობთ რაღაც სტერეოტიპი დავამსხვრიოთ და ვაჩვენოთ მავნებლობა, სასურველია კარგად ჩანდეს მანკიერება, არა ნატურალურ დონეზე, არამედ მის მიზეზებზე. შეეძლო ჟურნალისტს, ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ერთის მხრივ პრობლემა, რომელიც შესაძლოა ოჯახში გაჩნდეს, ახალგაზრდების დამოკიდებულება პრობლემისადმი, რისი ბრალია და ა.შ. თუ მიზანი სტერეოტიპების დამსხვრევაა, სიუჟეტით უნდა მიბიძგო ამისკენ და არა პირიქით. თურმე ეს დასაშვებია, იმიტომ, რომ მთელი ქალაქი ასე ფიქრობს და აბა რას იზამდა. გასაგებია, რომ ეს ერთის მხრივ ჩვენებაა, მაგრამ მეორე მხრივ ამდენი არგუმენტის ჩვენება ამ ძალადობის სასარგებლოდ არ არის მხოლოდ ლუსტრაცია, ეს ცოტა არ იყოს გამართლებაა.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე: "იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა" - "იმედის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები