სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო არის ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის წყარო" - სახელმწიფო დეპარტამენტის შემაშფოთებელი ანგარიში
"საქართველო არის ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის წყარო" - სახელმწიფო დეპარტამენტის შემაშფოთებელი ანგარიში

"სა­ქარ­თვე­ლო არის ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის სექ­სტრე­ფი­კინ­გის, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის წყა­რო, ტრან­ზი­ტუ­ლი და დეს­ტი­ნა­ცი­ის ქვე­ყა­ნა", - ნათ­ქვა­მია ტრე­ფი­კინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ან­გა­რიშ­ში.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქა­ლე­ბი და გო­გო­ნე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე თურ­ქეთ­ში, ჩი­ნეთ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, რუ­სეთ­სა და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში სექს-ტრე­ფი­კინ­გის ობი­ექ­ტე­ბი ხდე­ბი­ან. ამას გარ­და, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­მერ­ცი­უ­ლი სექს-ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი ხდე­ბი­ან ბა­თუ­მის და გო­ნი­ოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე.

"ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლე­ბი სექს-ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი სა­უ­ნებ­ში, სტრიპ­ტიზ-კლუ­ბებ­ში, კა­ზი­ნო­ებ­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ში ხდე­ბი­ან. ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა უმ­რავ­ლე­სო­ბა ახალ­გაზ­რდა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქა­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხურს ეძე­ბენ. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი კი იძუ­ლე­ბით შრო­მის მსხვერ­პლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე თურ­ქეთ­ში, ერაყ­ში, რუ­სეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში", - წე­რია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, მშე­ნებ­ლო­ბი­სა და შიდა სერ­ვი­სე­ბის სფე­რო­ში. ამას გარ­და, რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში ტრე­ფი­კინ­გის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა არ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სრუ­ლად ვერ ას­რუ­ლებს ტრე­ფი­კინ­გის აღ­მო­ფხვრის მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტებს. თუმ­ცა, იგი მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს დგამს ამის­თვის. გა­მო­ძი­ე­ბე­ბი, გა­სა­მარ­თლე­ბე­ბი და მსჯავ­რის და­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ იძუ­ლე­ბი­თი შრო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში. ან­გა­რიშ­ში ასე­ვე წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ არ შე­ი­მუ­შა­ვა სტრა­ტე­გია ქუ­ჩა­ში მა­თხოვ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ტე­მა­ტი­უ­რი ბრძო­ლის შე­სა­ხებ, პო­ლი­ცი­ამ კი უარი თქვა იძუ­ლე­ბი­თი მა­თხოვ­რო­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე.

დო­კუ­მენ­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც მო­ი­ცავს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უნარ-ჩვე­ვე­ბი, ასე­ვე უნდა გა­ი­ზარ­დოს მცდე­ლო­ბა ტრე­ფი­კინ­გში ჩარ­თუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბი­სა და მათი გა­სა­მარ­თლე­ბის მიზ­ნით და უნდა გაგ­რძელ­დეს ტრე­ფი­კინ­გის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით კამ­პა­ნი­ე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"საქართველო არის ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის წყარო" - სახელმწიფო დეპარტამენტის შემაშფოთებელი ანგარიში

"საქართველო არის ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის წყარო" - სახელმწიფო დეპარტამენტის შემაშფოთებელი ანგარიში

"საქართველო არის ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის, ხოლო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის წყარო, ტრანზიტული და დესტინაციის ქვეყანა", - ნათქვამია ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქალები და გოგონები როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, ჩინეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში სექს-ტრეფიკინგის ობიექტები ხდებიან. ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანელი და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ქალები საქართველოში კომერციული სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან ბათუმის და გონიოს ტერიტორიებზე.

"ექსპერტების მონაცემებით, ქალები სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი საუნებში, სტრიპტიზ-კლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში ხდებიან. ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა ახალგაზრდა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალები არიან, რომლებიც სამსახურს ეძებენ. ქართველი მამაკაცები და ქალები კი იძულებით შრომის მსხვერპლი არიან საქართველოში, ასევე თურქეთში, ერაყში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში", - წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაცია ხდება საქართველოში სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და შიდა სერვისების სფეროში. ამას გარდა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება არ გახდა შესაძლებელი.

"საქართველოს მთავრობა სრულად ვერ ასრულებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს. თუმცა, იგი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამისთვის. გამოძიებები, გასამართლებები და მსჯავრის დადების შემთხვევები გაიზარდა. პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას შრომის ინსპექციის შექმნის შესახებ იძულებითი შრომასთან დაკავშირებული პრევენციული ზომების გაძლიერების მიზნით", - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეიმუშავა სტრატეგია ქუჩაში მათხოვრობის წინააღმდეგ სისტემატიური ბრძოლის შესახებ, პოლიციამ კი უარი თქვა იძულებითი მათხოვრობის რამდენიმე შემთხვევის გამოძიებაზე.

დოკუმენტი რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომლის მიხედვითაც საქართველოში უნდა გაიზარდოს სამართალდამცველების საგამოძიებო უნარ-ჩვევები, ასევე უნდა გაიზარდოს მცდელობა ტრეფიკინგში ჩართული ეჭვმიტანილების საქმეების გამოძიებისა და მათი გასამართლების მიზნით და უნდა გაგრძელდეს ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია