პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი დედოფლები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს
ქართველი დედოფლები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის გარ­და სა­მე­ფოს მარ­თვა-გამ­გე­ო­ბა­ში ხში­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს დე­დოფ­ლე­ბიც ას­რუ­ლებ­დნენ. გარ­და კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა, რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი დე­დო­ფა­ლი პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­შიც აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და. მათ­ზე სა­სა­უბ­როდ ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი ოთხმე­ზურს მივ­მარ­თეთ.

დე­დო­ფა­ლი საგ­დუხ­ტი

ვახ­ტანგ გორ­გას­ლის დედა საგ­დუხ­ტი წარ­მო­შო­ბით სპარ­სე­ლი, რა­ნის ათა­ბა­გის შვი­ლი იყო. გარ­და იმი­სა, რომ გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ თვი­თონ გაქ­რის­ტი­ან­და, ქრის­ტი­ა­ნო­ბა იმ­დე­ნად შე­ით­ვი­სა, რომ თა­ვი­სი შვი­ლე­ბიც ჭეშ­მა­რიტ ქრის­ტი­ა­ნე­ბად გა­ზარ­და. საგ­დუხტ დე­დო­ფალ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ვახ­ტან­გის გა­მე­ფე­ბი­სას. მირ­დატ მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას ვახ­ტან­გი 7 წლის იყო და მისი მა­მი­სა და პა­პის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის გამო, რა­ნის ათა­ბაგს სა­ქარ­თვე­ლო­ზე თავ­დას­ხმა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, საგ­დუხ­ტი კი რა­ნის ათა­ბაგ­თან, ანუ მა­მა­მის­თან წა­ვი­და, მუხ­ლებ­ში ჩა­უ­ვარ­და და და­ი­თან­ხმა, რომ არა­თუ სა­ქარ­თვე­ლოს არ დას­ხმო­და, ვახ­ტან­გი ქარ­თლის მე­ფედ ეცნო და რაც მთა­ვა­რია, ეშუ­ამ­დგომ­ლა ირა­ნის შაჰთან, რომ ვახ­ტან­გი ქარ­თლის მე­ფედ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ.

დე­დო­ფა­ლი მა­რი­ა­მი - ბაგ­რატ IV-ის დედა

ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი ბაგ­რატ მე­ო­თხის დე­დას, მა­რი­ამ დე­დო­ფალს. გარ­და კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა, მა­რი­ა­მი საკ­მა­ოდ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე იყო. ის ორ­ჯერ გახ­ლდათ ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­ში წა­სუ­ლი და ორ­ჯერ­ვე მისი მი­სია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეს­რულ­და ის მი­ზა­ნი, რაც ორი­ვე წას­ვლა­ზე იყო და­სა­ხუ­ლი.

გი­ორ­გი პირ­ვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბაგ­რატ მე­ო­თხის გა­მე­ფე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს თავს ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე ეს­ხმო­და, თუმ­ცა რო­გორც „მა­ტი­ა­ნე ქარ­თლი­საი“ წერს, „ღმერ­თმა პა­ტი­ვი სცა ბაგ­რატს და კონ­სტან­ტი­ნე გარ­და­იც­ვა­ლაო“. მის ნაც­ვლად იმ­პე­რა­ტო­რი გახ­და რო­მა­ნო­სი, რო­მელ­თა­ნაც მა­რი­ამ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბა მო­ა­ხერ­ხა. დე­დო­ფა­ლი კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში ჩა­ვი­და და დამ­ყარ­და მშვი­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბი­ზან­ტი­ას შო­რის. დე­ლე­გა­ცი­ას მა­რი­ა­მი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამ მშვი­დო­ბის გა­რე­გა­ნი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ის იყო, რომ ბაგ­რატს კუ­რა­პა­ლა­ტის ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭეს და მე­ფემ ცო­ლად იმ­პე­რა­ტო­რის ძმის­შვი­ლი ელე­ნე შე­ირ­თო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბაგ­რატ მე­ო­თხეს ბაღ­ვაშ­თა საგ­ვა­რე­უ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლი­პა­რიტ ბაღ­ვა­ში აუ­ჯანყდა, რო­მე­ლიც მე­ფეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეურ­ჩე­ბო­და, ამი­ტომ ბაგ­რა­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ვი­სი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი გი­ორ­გი რუ­ის­ში მე­ფედ ეკურ­თხე­ბი­ნა, თა­ვად კი ბი­ზან­ტი­ა­ში წა­სუ­ლი­ყო, რომ ლი­პა­რიტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იმ­პე­რა­ტო­რის მეშ­ვე­ო­ბით მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა. სამი წელი ბაგ­რა­ტი „სა­პა­ტიო ტყვე­ო­ბა­ში“ ჰყავ­დათ და მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­მო­უშ­ვეს, რაც 1057 წელს მა­რი­ამ დე­დო­ფა­ლი ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­ში ჩა­ვი­და. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მა­რი­ამ­მა მო­ა­ხერ­ხა ის, რომ მის­მა ელ­ჩო­ბამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ბი­ზან­ტი­ამ ბაგ­რა­ტი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მეფე გი­ორ­გი და მა­რი­ამ დე­დო­ფა­ლი, ხა­ხუ­ლის ხა­ტის დე­ტა­ლი

თა­მარ მეფე

თა­მა­რი იყო მე­ფეც და დე­დო­ფა­ლიც. მისი დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყო­ლია. თა­მარს მე­ფო­ბის და­სა­წყის­ში­ვე ხვდე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. გარ­და­იც­ვა­ლა ძლი­ე­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი გი­ორ­გი მე­სა­მე, რო­მელ­საც თა­მა­რი უკვე დას­მუ­ლი ჰყავ­და თა­ნა­მო­საყ­დრედ. სა­მე­ფო ტახ­ტზე დარ­ჩე­ნი­ლი ახალ­გაზ­რდა მეფე-ქა­ლის წი­ნა­შე დიდ­გვა­როვ­ნებ­მა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა სცა­დეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­სი მე­ფო­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე თა­მარ­მა მათ თით­ქმის ყვე­ლა სურ­ვი­ლი შე­უს­რუ­ლა: თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა გი­ორ­გი მე­სა­მის დროს და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი დიდ­გვა­როვ­ნე­ბი ანუ და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იყ­ვნენ და­ნიშ­ნუ­ლი. ამას გარ­და, და­თან­ხმდა გი­ორ­გი რუს­ზე ქორ­წი­ნე­ბას, ეს მისი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოხ­და. ყუ­თ­ლუ-არსლან­თან, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­ყო­ფას მო­ი­თხოვ­და, თა­მარ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ა­ხერ­ხა. მი­უ­ხე­და­ვად ამ დათ­მო­ბე­ბი­სა, თა­მარ­მა ყვე­ლა პრობ­ლე­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსის­ხლოდ მო­აგ­ვა­რა.

თა­მა­რის მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ო­დი ოქ­როს ხა­ნად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. მის დროს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან დიდი შე­მო­სა­ვა­ლი შე­მო­დი­ო­და და სა­მე­ფო კარი ამ შე­მო­სა­ვალს მარ­ტო თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის არ იყე­ნებ­და. სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის გარ­და, დღეს რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს ვე­ძა­ხით, იმ დროს გა­ჭირ­ვე­ბულ ფე­ნას სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მე­ა­თე­დი ხმარ­დე­ბო­და.

XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს შექ­მნი­ლი თა­მარ მე­ფის უნი­კა­ლუ­რი პორ­ტრე­ტი

დე­დო­ფა­ლი მა­რი­ა­მი - როს­ტომ ხა­ნის ცოლი

მა­რი­ამ დე­დო­ფა­ლი როს­ტომ ხა­ნის, პირ­ვე­ლი მაჰ­მა­დი­ა­ნი მე­ფის ცოლი და ლე­ვან მე­ო­რე და­დი­ა­ნის და იყო. ქორ­წი­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით შედ­გა. მაჰ­მა­დი­ა­ნი როს­ტომ მეფე არა­თუ არ დევ­ნი­და ქრის­ტი­ა­ნებს, მა­რი­ამ დე­დო­ფალს რე­ლი­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში ხელ­საც კი უწყობ­და. მა­რი­ა­მის დახ­მა­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი ეკ­ლე­სი­აა აღ­დგე­ნი­ლი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი.

დე­დოფ­ლის ბრძა­ნე­ბით­ვე ახ­ლი­დან გა­და­ი­წე­რა ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა. ამას გარ­და, ის იყო სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე. დე­დო­ფალს შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ეწყა­ლო­ბე­ბი­ნა რა­ი­მე სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც მის სა­დე­დოფ­ლო მა­მულ­ში შე­დი­ო­და, თუმ­ცა ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ჩანს, რომ მა­რი­ამს მთე­ლი ქარ­თლის სა­მე­ფოს მას­შტა­ბით მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი, მან შეძ­ლო როს­ტო­მის­გან და­მო­უკდებ­ლად ასე­თი წყა­ლო­ბით და­ე­სა­ჩუქ­რე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი თა­ვა­დე­ბი. აშ­კა­რად ჩანს, რო­გო­რი სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­გუ­რაა ქარ­თულ სა­მე­ფო­ში მა­რი­ამ დე­დო­ფა­ლი.

ქრის­ტე­ფო­რე დე კას­ტე­ლოს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მა­რი­ა­მის პორ­ტრე­ტი

და­რე­ჯან დე­დო­ფა­ლი - ერეკ­ლე II-ის ცოლი

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დიდ როლს თა­მა­შობ­და ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფის, ერეკ­ლე მე­ო­რის მე­უღ­ლე და­რე­ჯა­ნი. სხვა­თა შო­რის, დე­დო­ფალ­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნას. მის სი­ტყვას ძა­ლინ დიდი წონა და ფასი ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, ეს გა­მო­ი­ხა­ტა იმა­ში, რომ რო­დე­საც მე­ფემ იმე­რე­თი არ შე­მო­ი­ერ­თა, აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი და­რე­ჯან­მა ითა­მა­შა, ის იყო პრო­თურ­ქუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის. სწო­რედ და­რე­ჯან­მა მი­ა­ღე­ბი­ნა ერეკ­ლე მე­ფეს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­მე­ფო ტახ­ტი უნდა გა­და­სუ­ლი­ყო არა მა­მი­დან შვილ­ზე, არა­მედ ძმი­დან ძმა­ზე. ერეკ­ლეს 20-ზე მეტი შვი­ლი ჰყავ­და და სწო­რედ ამი­ტომ ცდი­ლობ­და და­რე­ჯა­ნი ამის და­კა­ნო­ნე­ბას, ამას­თან, ერეკ­ლეს პირ­ვე­ლი ვაჟი გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტე და­რე­ჯა­ნის გერი იყო და დე­დო­ფალს მე­ფის პირ­ვე­ლი ვა­ჟის გა­მე­ფე­ბა არ სურ­და.

და­რე­ჯან დე­დო­ფა­ლი

ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი

ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა არა მარ­ტო ჩვე­ნი, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში. შაჰ-აბასს წი­ნა­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი დე­დოფ­ლის წა­მე­ბა, ამით შაჰს სურ­და ქე­თე­ვა­ნის გა­ტე­ხა, რად­გან იცო­და, რომ ამას ქარ­თვე­ლე­ბის სუ­ლი­ე­რი გა­ტეხ­ვა მოჰ­ყვე­ბო­და. ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი იყო 1606 წლის აჯან­ყე­ბის გმი­რი, ის მე­თა­უ­რობ­და იმ აჯან­ყე­ბას, რო­მელ­მაც მა­მი­სა და ძმის მკვლე­ლი კონ­სტან­ტი­ნე მოკ­ლა და კა­ხე­თის ტახტს ჩა­მო­ა­ცი­ლა. თე­ი­მუ­რა­ზი 16 წლის იყო, როცა სა­მე­ფო ტახ­ტზე ავი­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვე­ყა­ნას ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი მარ­თავ­და, სწო­რედ ამი­ტომ სჭირ­დე­ბო­და შაჰ-აბასს რომ ქე­თე­ვა­ნი გა­ტე­ხი­ლი­ყო და მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა. კაცი ვერ გა­უძ­ლებს იმას, რა­საც ქე­თე­ვან­მა გა­უძ­ლო, ასე­თი წა­მე­ბის მოთ­მე­ნის­თვის მას ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რწმე­ნამ მის­ცა. ქე­თე­ვა­ნის მო­წა­მე­ო­ბამ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­შა­ლა შაჰ-აბა­სის გეგ­მა „გურ­ჯის­ტა­ნის“ სა­კი­თხის სა­ბო­ლო­ოდ გა­და­სა­წყვე­ტად, რაც მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
12345
12

მაქედან ქართველი რამდენი იყო?

იკა
34

ქართველები რომ ვიკინგებივით ან თურქებივით მტაცებლები ვყოფილიყავით, ეხლა მართლა გერმანიაზე ნაკლები დონის არ ვიქნებოდით. უნდა გვერბია ევროპა აფრიკა აზია როგორც ვიკინგები არბევდნენ მსოფლიოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ქართველი დედოფლები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს

ქართველი დედოფლები, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს

საქართველოს ისტორიაში ქართველი მეფეების გარდა სამეფოს მართვა-გამგეობაში ხშირად მნიშვნელოვან როლს დედოფლებიც ასრულებდნენ. გარდა კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისა, რამდენიმე ქართველი დედოფალი პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მათზე სასაუბროდ ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს მივმართეთ.

დედოფალი საგდუხტი

ვახტანგ გორგასლის დედა საგდუხტი წარმოშობით სპარსელი, რანის ათაბაგის შვილი იყო. გარდა იმისა, რომ გათხოვების შემდეგ თვითონ გაქრისტიანდა, ქრისტიანობა იმდენად შეითვისა, რომ თავისი შვილებიც ჭეშმარიტ ქრისტიანებად გაზარდა. საგდუხტ დედოფალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვახტანგის გამეფებისას. მირდატ მეფის გარდაცვალებისას ვახტანგი 7 წლის იყო და მისი მამისა და პაპისგან მიყენებული ზიანის გამო, რანის ათაბაგს საქართველოზე თავდასხმა ჰქონდა გადაწყვეტილი, საგდუხტი კი რანის ათაბაგთან, ანუ მამამისთან წავიდა, მუხლებში ჩაუვარდა და დაითანხმა, რომ არათუ საქართველოს არ დასხმოდა, ვახტანგი ქართლის მეფედ ეცნო და რაც მთავარია, ეშუამდგომლა ირანის შაჰთან, რომ ვახტანგი ქართლის მეფედ დაემტკიცებინათ.

დედოფალი მარიამი - ბაგრატ IV-ის დედა

ერთიანი საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბაგრატ მეოთხის დედას, მარიამ დედოფალს. გარდა კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისა, მარიამი საკმაოდ დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის ორჯერ გახლდათ ბიზანტიის იმპერიაში წასული და ორჯერვე მისი მისია წარმატებით დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად შესრულდა ის მიზანი, რაც ორივე წასვლაზე იყო დასახული.

გიორგი პირველის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ მეოთხის გამეფებისას საქართველოს თავს ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე ესხმოდა, თუმცა როგორც „მატიანე ქართლისაი“ წერს, „ღმერთმა პატივი სცა ბაგრატს და კონსტანტინე გარდაიცვალაო“. მის ნაცვლად იმპერატორი გახდა რომანოსი, რომელთანაც მარიამმა მოლაპარაკება მოახერხა. დედოფალი კონსტანტინეპოლში ჩავიდა და დამყარდა მშვიდობა საქართველოსა და ბიზანტიას შორის. დელეგაციას მარიამი ხელმძღვანელობდა. ამ მშვიდობის გარეგანი გამოხატულება ის იყო, რომ ბაგრატს კურაპალატის ტიტული მიანიჭეს და მეფემ ცოლად იმპერატორის ძმისშვილი ელენე შეირთო.

მოგვიანებით ბაგრატ მეოთხეს ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი ლიპარიტ ბაღვაში აუჯანყდა, რომელიც მეფეს განსაკუთრებით ეურჩებოდა, ამიტომ ბაგრატი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი რუისში მეფედ ეკურთხებინა, თავად კი ბიზანტიაში წასულიყო, რომ ლიპარიტთან ურთიერთობა იმპერატორის მეშვეობით მოეგვარებინა. სამი წელი ბაგრატი „საპატიო ტყვეობაში“ ჰყავდათ და მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც 1057 წელს მარიამ დედოფალი ბიზანტიის იმპერიაში ჩავიდა. ამ შემთხვევაშიც მარიამმა მოახერხა ის, რომ მისმა ელჩობამ სასურველი შედეგი გამოიღო და ბიზანტიამ ბაგრატი გაათავისუფლა.

მეფე გიორგი და მარიამ დედოფალი, ხახულის ხატის დეტალი

თამარ მეფე

თამარი იყო მეფეც და დედოფალიც. მისი დონის დიპლომატი საქართველოს არ ჰყოლია. თამარს მეფობის დასაწყისშივე ხვდება პრობლემები. გარდაიცვალა ძლიერი ხელისუფალი გიორგი მესამე, რომელსაც თამარი უკვე დასმული ჰყავდა თანამოსაყდრედ. სამეფო ტახტზე დარჩენილი ახალგაზრდა მეფე-ქალის წინაშე დიდგვაროვნებმა თავიანთი უფლებების გაფართოება სცადეს. ფაქტობრივად, თავისი მეფობის პირველ ეტაპზე თამარმა მათ თითქმის ყველა სურვილი შეუსრულა: თანამდებობებიდან გაათავისუფლა გიორგი მესამის დროს დაწინაურებული დიდგვაროვნები ანუ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგნელები, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე იყვნენ დანიშნული. ამას გარდა, დათანხმდა გიორგი რუსზე ქორწინებას, ეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა. ყუთლუ-არსლანთან, რომელიც ხელისუფლების გაყოფას მოითხოვდა, თამარმა მშვიდობიანი ურთიერთობა მოახერხა. მიუხედავად ამ დათმობებისა, თამარმა ყველა პრობლემა აბსოლუტურად უსისხლოდ მოაგვარა.

თამარის მოღვაწეობის პერიოდი ოქროს ხანად არის შეფასებული. მის დროს ქვეყანაში ძალიან დიდი შემოსავალი შემოდიოდა და სამეფო კარი ამ შემოსავალს მარტო თავისი ინტერესებისთვის არ იყენებდა. სახელმწიფო ინტერესების გარდა, დღეს რომ სოციალურად დაუცველებს ვეძახით, იმ დროს გაჭირვებულ ფენას სახელმწიფო ბიუჯეტის მეათედი ხმარდებოდა.

XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი

დედოფალი მარიამი - როსტომ ხანის ცოლი

მარიამ დედოფალი როსტომ ხანის, პირველი მაჰმადიანი მეფის ცოლი და ლევან მეორე დადიანის და იყო. ქორწინება პოლიტიკური მოტივით შედგა. მაჰმადიანი როსტომ მეფე არათუ არ დევნიდა ქრისტიანებს, მარიამ დედოფალს რელიგიურ მოღვაწეობაში ხელსაც კი უწყობდა. მარიამის დახმარებით ძალიან ბევრი ეკლესიაა აღდგენილი და განახლებული.

დედოფლის ბრძანებითვე ახლიდან გადაიწერა ქართლის ცხოვრება. ამას გარდა, ის იყო სერიოზული პოლიტიკური მოღვაწე. დედოფალს შეეძლო ნებისმიერი ადამიანისთვის ეწყალობებინა რაიმე სოფელი, რომელიც მის სადედოფლო მამულში შედიოდა, თუმცა ისტორიული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მარიამს მთელი ქართლის სამეფოს მასშტაბით მიუწვდებოდა ხელი, მან შეძლო როსტომისგან დამოუკდებლად ასეთი წყალობით დაესაჩუქრებინა ქართველი თავადები. აშკარად ჩანს, როგორი სერიოზული ფიგურაა ქართულ სამეფოში მარიამ დედოფალი.

ქრისტეფორე დე კასტელოს მიერ შესრულებული მარიამის პორტრეტი

დარეჯან დედოფალი - ერეკლე II-ის ცოლი

ქართულ პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობდა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის მეუღლე დარეჯანი. სხვათა შორის, დედოფალმა გარკვეულწილად უარყოფითი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მის სიტყვას ძალინ დიდი წონა და ფასი ჰქონდა. მაგალითად, ეს გამოიხატა იმაში, რომ როდესაც მეფემ იმერეთი არ შემოიერთა, აქ მნიშვნელოვანი როლი დარეჯანმა ითამაშა, ის იყო პროთურქული ორიენტაციის. სწორედ დარეჯანმა მიაღებინა ერეკლე მეფეს კანონი, რომლის მიხედვითაც სამეფო ტახტი უნდა გადასულიყო არა მამიდან შვილზე, არამედ ძმიდან ძმაზე. ერეკლეს 20-ზე მეტი შვილი ჰყავდა და სწორედ ამიტომ ცდილობდა დარეჯანი ამის დაკანონებას, ამასთან, ერეკლეს პირველი ვაჟი გიორგი მეთორმეტე დარეჯანის გერი იყო და დედოფალს მეფის პირველი ვაჟის გამეფება არ სურდა.

დარეჯან დედოფალი

ქეთევან დედოფალი

ქეთევან დედოფალი უნიკალური მოვლენაა არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორიაში. შაჰ-აბასს წინაწარ ჰქონდა დაგეგმილი დედოფლის წამება, ამით შაჰს სურდა ქეთევანის გატეხა, რადგან იცოდა, რომ ამას ქართველების სულიერი გატეხვა მოჰყვებოდა. ქეთევან დედოფალი იყო 1606 წლის აჯანყების გმირი, ის მეთაურობდა იმ აჯანყებას, რომელმაც მამისა და ძმის მკვლელი კონსტანტინე მოკლა და კახეთის ტახტს ჩამოაცილა. თეიმურაზი 16 წლის იყო, როცა სამეფო ტახტზე ავიდა და ფაქტობრივად, ქვეყანას ქეთევან დედოფალი მართავდა, სწორედ ამიტომ სჭირდებოდა შაჰ-აბასს რომ ქეთევანი გატეხილიყო და მაჰმადიანობა ეღიარებინა. კაცი ვერ გაუძლებს იმას, რასაც ქეთევანმა გაუძლო, ასეთი წამების მოთმენისთვის მას ამის შესაძლებლობა რწმენამ მისცა. ქეთევანის მოწამეობამ საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა „გურჯისტანის“ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად, რაც მთელი მოსახლეობის გამაჰმადიანებას გულისხმობდა.

ქეთევან დედოფალი

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს