პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინასწარ არის გადაწყვეტილი, რომ ამ ზაფხულს მიუსაჯონ" - რატომ აღარ იცავს ბექა ბასილია უგულავას უფლებებს და რა კავშირშია ამ ფაქტთან ჟვანიას საქმე
"წინასწარ არის გადაწყვეტილი, რომ ამ ზაფხულს მიუსაჯონ" - რატომ აღარ იცავს ბექა ბასილია უგულავას უფლებებს და რა კავშირშია ამ ფაქტთან ჟვანიას საქმე

ბექა ბა­სი­ლია გიგი უგუ­ლა­ვას ად­ვო­კა­ტი აღარ არის. ambebi.ge-ს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბა­სი­ლი­ას აცი­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, მო­სა­მარ­თლეს გიგი უგუ­ლა­ვამ უკვე მი­მარ­თა და მისი მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უგუ­ლა­ვას და ბა­სი­ლი­ას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე გახ­ლდათ. ბექა ბა­სი­ლია უგუ­ლა­ვას პა­რა­ლე­ლუ­რად ჟვა­ნი­ას დაც­ვის უფ­როსს კობა ხარ­ში­ლა­ძის უფ­ლე­ბებ­საც იცავს. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ბექა ბა­სი­ლი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ბექა, რა­ტომ აღარ იცავთ გიგი უგუ­ლა­ვას უფ­ლე­ბებს?

- რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ რი­ყის და თბილ­სერ­ვი­სის ეპი­ზოდ­ზე უკვე სამი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რას ერთი წელი და რვა თვე ჰქონ­და სა­კუ­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად. ახლა, როცა მო­ვი­და დას­კვნი­თი სი­ტყვის მომ­ზა­დე­ბის დრო, ხდე­ბო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა, იმი­ტომ რომ რო­გორ­ღაც დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იქ­ნას პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა და გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მი­უ­სა­ჯონ.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვე­ლო­დე­ბით მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­სა­მარ­თლოს არ უნ­დათ. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად და­მე­წყო ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო სხდო­მა კობა ხარ­ში­ლა­ძის საქ­მე­ზე, ვი­თხო­ვე და­მა­ტე­ბი­თი დრო, რა­ზეც უარი მი­ვი­ღე. წი­ნას­წარ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ გიგი უგუ­ლა­ვას ამ ზა­ფხულს მი­უ­სა­ჯონ. ობი­ექ­ტუ­რად რა დროც მჭირ­დე­ბო­და მო­სამ­ზა­დებ­ლად ის არ მო­მე­ცა, ამი­ტომ მი­ვი­ღეთ მე და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

- ვინ იცავს ახლა უგუ­ლა­ვას უფ­ლე­ბებს?

- ახლა მოხ­დე­ბა ახა­ლი ად­ვო­კა­ტის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც მო­ცე­მულ საქ­მე­ებ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს გიგი უგუ­ლა­ვას დაც­ვას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"წინასწარ არის გადაწყვეტილი, რომ ამ ზაფხულს მიუსაჯონ" - რატომ აღარ იცავს ბექა ბასილია უგულავას უფლებებს და რა კავშირშია ამ ფაქტთან ჟვანიას საქმე

"წინასწარ არის გადაწყვეტილი, რომ ამ ზაფხულს მიუსაჯონ" - რატომ აღარ იცავს ბექა ბასილია უგულავას უფლებებს და რა კავშირშია ამ ფაქტთან ჟვანიას საქმე

ბექა ბასილია გიგი უგულავას ადვოკატი აღარ არის. ambebi.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბასილიას აცილების მოთხოვნით, მოსამართლეს გიგი უგულავამ უკვე მიმართა და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. გავრცელებული ინფორმაციით, უგულავას და ბასილიას თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი ზურაბ ჟვანიას საქმე გახლდათ. ბექა ბასილია უგულავას პარალელურად ჟვანიას დაცვის უფროსს კობა ხარშილაძის უფლებებსაც იცავს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ბექა ბასილიას დავუკავშირდით.

- ბექა, რატომ აღარ იცავთ გიგი უგულავას უფლებებს?

- როგორც მოგეხსენებათ რიყის და თბილსერვისის ეპიზოდზე უკვე სამი წელია მიმდინარეობს სასამართლო, პროკურატურას ერთი წელი და რვა თვე ჰქონდა საკუთარი მტკიცებულებების გამოსაკვლევად. ახლა, როცა მოვიდა დასკვნითი სიტყვის მომზადების დრო, ხდებოდა სასამართლო პროცესების დაჩქარება, იმიტომ რომ როგორღაც დაკმაყოფილებული იქნას პროკურატურის მოთხოვნა და გიორგი უგულავას მიუსაჯონ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ველოდებით მის გათავისუფლებას, რაც პროკურატურას და სასამართლოს არ უნდათ. ამის პარალელურად დამეწყო ნაფიცი მსაჯულების სასამართლო სხდომა კობა ხარშილაძის საქმეზე, ვითხოვე დამატებითი დრო, რაზეც უარი მივიღე. წინასწარ არის გადაწყვეტილი, რომ გიგი უგულავას ამ ზაფხულს მიუსაჯონ. ობიექტურად რა დროც მჭირდებოდა მოსამზადებლად ის არ მომეცა, ამიტომ მივიღეთ მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ეს გადაწყვეტილება.

- ვინ იცავს ახლა უგულავას უფლებებს?

- ახლა მოხდება ახალი ადვოკატის შერჩევა, რომელიც მოცემულ საქმეებზე განახორციელებს გიგი უგულავას დაცვას.

თამარ ბოჭორიშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ