პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემენ" – თაღლითები ბინების მომლოდინე დევნილებს ფულს მოტყუებით სძალავენ
"დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემენ" – თაღლითები ბინების მომლოდინე დევნილებს ფულს მოტყუებით სძალავენ

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრის, სო­ზარ სუ­ბა­რის თქმით, მას შემ­დეგ, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ თბი­ლი­სის ზღვა­ზე 600-მდე დევ­ნილს ბინა გა­და­ე­ცე­მა, თბი­ლის­ში თაღ­ლი­თე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ. თაღ­ლი­თე­ბი დევ­ნი­ლებს ატყუ­ე­ბენ, რომ გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ბი­ნებს მის­ცე­მენ.

უფრო დე­ტა­ლუ­რად ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს ზვი­ად ლა­თი­ბაშ­ვი­ლის ესა­უბ­რა.

-არ­სე­ბო­ბენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დევ­ნი­ლებს ატყუ­ე­ბენ, ვი­თომ სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ან მი­ნისტრს პი­რა­დად იც­ნო­ბენ და "საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას" პირ­დე­ბი­ან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ და­ბალ ფა­სად ბი­ნებს სთა­ვა­ზო­ბენ და მო­ტყუ­ე­ბით გარ­კვე­ულ თან­ხებს სძა­ლა­ვენ.

-რამ­დე­ნი ასე­თი ფაქ­ტია გა­მოვ­ლე­ნი­ლი?

-სულ სამი ასე­თი ფაქ­ტი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ. 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში უშუ­ა­ლოდ ჩვენს მიერ გა­მოვ­ლინ­და ასე­თი ფაქ­ტი და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად და­ვა­კა­ვეთ ერთი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც დევ­ნი­ლებს ბი­ნის გა­და­ცე­მას 1500 დო­ლა­რად ჰპირ­დე­ბო­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ კავ­ში­რი ჰქონ­და სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, ამ დროს მას სა­მი­ნის­ტროს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია.

მე­ო­რე ფაქ­ტი იყო ისევ 2014 წელს, ქვე­მო ქარ­თლში ჩვე­ნი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვა­კა­ვეთ, რო­მე­ლიც დევ­ნილს ფულს სძა­ლავ­და. ის კაცი ახ­ლაც სას­ჯელს იხ­დის. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ, ზუგ­დიდ­ში და­ვა­კა­ვეთ პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც დევ­ნილს "სოფ­ლად სახ­ლის შეს­ყიდ­ვის" პრო­ექ­ტში დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბო­და და მო­ტყუ­ე­ბით სძა­ლავ­და 2000 ლარს, პირი თან­ხის გა­და­ცე­მის დროს და­ვა­კა­ვეთ.

-შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი არ არის და უკვე წლე­ბია ხდე­ბა?

-ჩვე­ნი ამ სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი ჩა­რე­ვით ორ წელ­ში სამი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და.

-ეს თაღ­ლი­თე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან თუ თა­ვა­დაც დევ­ნი­ლე­ბი არი­ან?

-სამი და­კა­ვე­ბუ­ლი­დან ორი დევ­ნი­ლი იყო და სწო­რედ ისი­ნი ატყუ­ე­ბენ დევ­ნი­ლებს, რომ ბი­ნის მი­ცე­მა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

-რო­გორ ხდე­ბა დევ­ნი­ლე­ბის­თვის ბი­ნის გა­და­ცე­მა?

-დევ­ნი­ლე­ბის­თვის ბი­ნის გა­და­ცე­მა გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დგომ ხდე­ბა. დევ­ნი­ლი მი­ნის­ტრის 304-ე ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ფას­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ბინა გა­და­ე­ცე­მა პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და მა­ღა­ლი ქულა აქვს. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი, ან ოჯა­ხის წევ­რი ომში გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­დეს, ანუ პირ­ველ ეტაპ­ზე ბინა ყვე­ლა­ზე გა­ჭირ­ვე­ბულ ფე­ნას გა­და­ე­ცე­მა და შემ­დგომ ქვე­და ზღვა­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა.

-დევ­ნი­ლე­ბის­თვის ბი­ნის გა­და­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვინ იღებს?

-დევ­ნი­ლე­ბის­თვის ბი­ნის გა­და­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს კო­მი­სია, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია არა მარ­ტო სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბით, არა­მედ კო­მი­სი­ა­ში შე­დის რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გან­ზი­ა­ცია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ი­მე დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მა იმი­ტომ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ მი­ი­ღე­ბა და ყვე­ლას თა­ნა­ბა­რი ხმის უფ­ლე­ბა აქვს. ჩვე­ნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია არ მო­სუ­ლა, თუმ­ცა ჭო­რის დო­ნე­ზე და­დის, რომ ვი­ღა­ცამ თაღ­ლითს ბი­ნის­თვის ფული გა­და­უ­ხა­და, შემ­დეგ ის და­ი­მა­ლა, მაგ­რამ მსგავ­სი სა­ჩივ­რით ჩვენ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა.

მინ­და აქვე და­ვა­მა­ტო, რომ თბი­ლის­ში დევ­ნი­ლებს ბი­ნებს გა­დავ­ცემთ და გვინ­და მათ მო­ვუ­წო­დოთ, რომ თაღ­ლი­თე­ბის მა­ხე­ში ნუ გა­ებ­მე­ვი­ან, გა­მო­რი­ცხუ­ლია ვინ­მემ მსგავ­სი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს, მსგავ­სი ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან სა­მი­ნის­ტროს მო­მარ­თონ, ან ნე­ბის­მი­ერ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემენ" – თაღლითები ბინების მომლოდინე დევნილებს ფულს მოტყუებით სძალავენ

"დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემენ" – თაღლითები ბინების მომლოდინე დევნილებს ფულს მოტყუებით სძალავენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ თბილისის ზღვაზე 600-მდე დევნილს ბინა გადაეცემა, თბილისში თაღლითები გააქტიურდნენ. თაღლითები დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემენ.

უფრო დეტალურად ამ საკითხზე AMBEBI.GE ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ზვიად ლათიბაშვილის ესაუბრა.

-არსებობენ პიროვნებები, რომლებიც დევნილებს ატყუებენ, ვითომ სამინისტროს მაღალჩინოსნებს ან მინისტრს პირადად იცნობენ და "საქმის მოგვარებას" პირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალ ფასად ბინებს სთავაზობენ და მოტყუებით გარკვეულ თანხებს სძალავენ.

-რამდენი ასეთი ფაქტია გამოვლენილი?

-სულ სამი ასეთი ფაქტი გამოვავლინეთ. 2014 წლის დეკემბერში უშუალოდ ჩვენს მიერ გამოვლინდა ასეთი ფაქტი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავაკავეთ ერთი პიროვნება, რომელიც დევნილებს ბინის გადაცემას 1500 დოლარად ჰპირდებოდა და ეუბნებოდა, რომ კავშირი ჰქონდა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, ამ დროს მას სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

მეორე ფაქტი იყო ისევ 2014 წელს, ქვემო ქართლში ჩვენივე თანამშრომელი დავაკავეთ, რომელიც დევნილს ფულს სძალავდა. ის კაცი ახლაც სასჯელს იხდის. დაახლოებით ორი კვირის წინ, ზუგდიდში დავაკავეთ პიროვნება, რომელიც დევნილს "სოფლად სახლის შესყიდვის" პროექტში დახმარებას ჰპირდებოდა და მოტყუებით სძალავდა 2000 ლარს, პირი თანხის გადაცემის დროს დავაკავეთ.

-შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი ამბავი არ არის და უკვე წლებია ხდება?

-ჩვენი ამ სამინისტროში მუშაობის პერიოდში უშუალოდ ჩვენი ჩარევით ორ წელში სამი ფაქტი გამოვლინდა.

-ეს თაღლითები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან თუ თავადაც დევნილები არიან?

-სამი დაკავებულიდან ორი დევნილი იყო და სწორედ ისინი ატყუებენ დევნილებს, რომ ბინის მიცემაში დაეხმარებიან.

-როგორ ხდება დევნილებისთვის ბინის გადაცემა?

-დევნილებისთვის ბინის გადაცემა გარკვეული კრიტერიუმების შეფასების შემდგომ ხდება. დევნილი მინისტრის 304-ე ბრძანების მიხედვით გათვალისწინებული კრიტერიუმებით ფასდება. პირველ რიგში, ბინა გადაეცემა პიროვნებას, რომელიც სოციალურად დაუცველია და მაღალი ქულა აქვს. ის შეიძლება იყოს მრავალშვილიანი, ან ოჯახის წევრი ომში გარდაცვლილი ჰყავდეს, ანუ პირველ ეტაპზე ბინა ყველაზე გაჭირვებულ ფენას გადაეცემა და შემდგომ ქვედა ზღვარის დაკმაყოფილება ქულების მიხედვით ხდება.

-დევნილებისთვის ბინის გადაცემის გადაწყვეტილებას ვინ იღებს?

-დევნილებისთვის ბინის გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია არა მარტო სამინისტროს თანამშრომლებით, არამედ კომისიაში შედის რამდენიმე არასამთავრობო ორგანზიაცია, როგორც საქართველოდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ფიზიკურად შეუძლებელია რაიმე დახმარების გაცემა იმიტომ, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება და ყველას თანაბარი ხმის უფლება აქვს. ჩვენამდე ინფორმაცია არ მოსულა, თუმცა ჭორის დონეზე დადის, რომ ვიღაცამ თაღლითს ბინისთვის ფული გადაუხადა, შემდეგ ის დაიმალა, მაგრამ მსგავსი საჩივრით ჩვენთან არავინ მოსულა.

მინდა აქვე დავამატო, რომ თბილისში დევნილებს ბინებს გადავცემთ და გვინდა მათ მოვუწოდოთ, რომ თაღლითების მახეში ნუ გაებმევიან, გამორიცხულია ვინმემ მსგავსი დახმარება გაუწიოს, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ან სამინისტროს მომართონ, ან ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოს.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია