სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა ზოგად უნარებში ბარიერი ვერ გადალახა
აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა ზოგად უნარებში ბარიერი ვერ გადალახა

გა­მოც­და­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 13%-მა ზო­გად უნა­რებ­ში ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ზო­გა­დი უნა­რე­ბის შე­დე­გე­ბი ნამ­დვი­ლად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, ტეს­ტის ოთხი­ვე ვა­რი­ან­ტი სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის აღ­მოჩ­ნდა და სირ­თუ­ლის თვალ­საზ­რი­სით, ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს არის. თუმ­ცა, გა­ი­გი­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რას ცენ­ტრი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თავს და სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, პირ­ვე­ლი და მე­ო­თხე ვა­რი­ან­ტი, მე­ო­რე და მე­სა­მე ვა­რი­ან­ტებ­ზე ოდ­ნავ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ი­გი­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, გამ­სვლე­ლი ქულა დად­გინ­და. მე­ო­რე და მე­სა­მე ვა­რი­ან­ტის­თვის გამ­სვლე­ლი ქულა 24, პირ­ვე­ლი და მე­ო­თხე ვა­რი­ა­ტის­თვის კი, 23 ქულა იქ­ნე­ბა.

"კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ, ვინც პირ­ვე­ლი ან მე­ო­თხე ვა­რი­ან­ტი წერა და 23 ქულა და­აგ­რო­ვა", - აღ­ნიშ­ნა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს ერთ-ერ­თმა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი და­წე­რა მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა - 80 ქულა მი­ი­ღო. შარ­შან ზო­გად უნა­რებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის მქო­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ ყო­ფი­ლა. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გარ­კვე­ულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ 79 ქულა და­იმ­სა­ხუ­რა. ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხა გა­მოც­და­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 13%-მა. ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს ემა­ტე­მა და­ახ­ლო­ე­ბით 3%, რომ­ლე­ბიც გა­მოც­და­ზე არ გა­მო­ცხად­და ან ნაშ­რო­მი გა­უ­უქ­მდათ.

სხვა საგ­ნე­ბის შე­დე­გებს ცენ­ტრი ეტა­პობ­რი­ვად, სა­ვა­რა­უ­დოდ 5 აგ­ვის­ტომ­დე გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

სა­ა­პე­ლა­ციო პრო­ცე­სი კი ყვე­ლა შე­დე­გის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა ზოგად უნარებში ბარიერი ვერ გადალახა

აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა ზოგად უნარებში ბარიერი ვერ გადალახა

გამოცდაზე გამოცხადებული აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა ზოგად უნარებში ბარიერი ვერ გადალახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, ზოგადი უნარების შედეგები ნამდვილად დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, ტესტის ოთხივე ვარიანტი საშუალო სირთულის აღმოჩნდა და სირთულის თვალსაზრისით, ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის. თუმცა, გაიგივების პროცედურას ცენტრი ყველა შემთხვევაში მიმართავს და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, პირველი და მეოთხე ვარიანტი, მეორე და მესამე ვარიანტებზე ოდნავ რთული აღმოჩნდა.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გაიგივების პროცედურების შემდეგ, გამსვლელი ქულა დადგინდა. მეორე და მესამე ვარიანტისთვის გამსვლელი ქულა 24, პირველი და მეოთხე ვარიატისთვის კი, 23 ქულა იქნება.

"კონკურსში მონაწილეობას ის აბიტურიენტებიც აგრძელებენ, ვინც პირველი ან მეოთხე ვარიანტი წერა და 23 ქულა დააგროვა", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წელს ერთ-ერთმა აბიტურიენტმა, რომელმაც პირველი ვარიანტი დაწერა მაქსიმალური შეფასება - 80 ქულა მიიღო. შარშან ზოგად უნარებში მაქსიმალური შეფასების მქონე აბიტურიენტი არ ყოფილა. აბიტურიენტების გარკვეულმა რაოდენობამ 79 ქულა დაიმსახურა. ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა გამოცდაზე გამოცხადებული აბიტურიენტების დაახლოებით 13%-მა. ამ მაჩვენებელს ემატემა დაახლოებით 3%, რომლებიც გამოცდაზე არ გამოცხადდა ან ნაშრომი გაუუქმდათ.

სხვა საგნების შედეგებს ცენტრი ეტაპობრივად, სავარაუდოდ 5 აგვისტომდე გამოაქვეყნებს.

სააპელაციო პროცესი კი ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია