საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს უხდიან საქართველოში იმ საქმიანობისთვის, რასაც ქართველები საბერძნეთში აკეთებენ
რამდენს უხდიან საქართველოში იმ საქმიანობისთვის, რასაც ქართველები საბერძნეთში აკეთებენ

ქარ­თვე­ლე­ბი უცხო­ეთ­ში, ძი­რი­თა­დად, სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ან და იქ ნა­შოვ­ნი ფუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნილ ოჯა­ხებს არ­ჩე­ნენ. უმე­ტე­სო­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მუ­შა­ობს, მეტ­წი­ლად მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში - მო­ხუ­ცის მომ­ვლე­ლად, ძი­ძად, ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რედ.

ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქა­ლია, ძი­რი­თა­დად, 30-50 წლის ასა­კის. უცხო­ეთ­ში მა­მა­კა­ცის­თვის სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა უფრო რთუ­ლია, მშე­ნებ­ლო­ბა­ზეც კი კვა­ლი­ფი­ცი­ურ მუ­შა­ხელს ითხო­ვენ. იმის გამო, რომ ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ერთი ნა­წი­ლი უცხო­ეთ­ში დღე­საც ყო­ველ­გვა­რი დო­კუ­მენ­ტის გა­რე­შე ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, არ არ­სე­ბობს და­ზუს­ტე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მისი რი­ცხოვ­ნო­ბის შე­სა­ხებ. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მი­ლი­ო­ნია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­თი­დან გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ყვე­ლა­ზე მეტი ემიგ­რან­ტი რუ­სეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს. მა­გა­ლი­თად, 2015 წლის ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის სა­ხით გად­მო­რი­ცხუ­ლი 100 მი­ლი­ო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 42 მი­ლი­ო­ნი რუ­სე­თი­დან იყო, ხოლო თით­ქმის 14 მი­ლი­ო­ნი ლარი კი სა­ბერ­ძნე­თი­დან. ქარ­თვე­ლე­ბის მიგ­რა­ცია სა­ბერ­ძნეთ­ში ჯერ კი­დევ იმ დროს და­ი­წყო, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ე. წ. ბნე­ლი 90-იანი წლე­ბი იდგა. სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის იმე­დით ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სა­დაც კი არა­ლე­გა­ლუ­რად მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ უცხო­ეთ­ში. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მით, დღეს სა­ბერ­ძნეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300 ათა­სი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. მათ შო­რის ისე­თე­ბიც არი­ან, ვინც წლე­ბია, ვერ ახერ­ხე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ლობ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მოს­ვლას იმის ში­შით, რომ უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, რა ჯა­მა­გირს უხ­დი­ან "სა­ოც­ნე­ბო" სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­ბერ­ძნეთ­ში ქარ­თვე­ლებს და რას სთა­ვა­ზო­ბენ იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ლია წი­ქა­რიშ­ვი­ლი, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი: არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მო­ხუცს მო­უვ­ლი თუ ბავ­შვს, ჯა­მა­გი­რის ოდე­ნო­ბა მა­ინც დამ­ქი­რა­ვე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მის კე­თილ ნე­ბა­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, არი­ან ემიგ­რან­ტე­ბი, ვი­საც მო­ხუ­ცის მოვ­ლის­თვის უფრო მეტს უხ­დი­ან, ვიდ­რე ძი­ძო­ბის­თვის და პი­რი­ქით. მა­გა­ლი­თად, ჩემი მე­გო­ბა­რი ტყუპს ჩვი­ლო­ბი­დან­ვე უვ­ლის და მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა ამ­ჟა­მად 800 ევ­როა. ასე­თი­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს აქ მყოფ ქარ­თველს მო­ხუ­ცის მოვ­ლა­ში, უფრო ხში­რად კი მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის თვე­ში 700 ევ­როს ან ნაკ­ლებს უხ­დი­ან. ახლა, კრი­ზი­სის ფონ­ზე, სულ უფრო ხში­რად შეხ­ვდე­ბით სა­ბერ­ძნეთ­ში ქარ­თვე­ლებს, ვი­საც ჯა­მა­გი­რი მსგავ­სი სამ­სა­ხუ­რის­თვის 400 ევ­რომ­დე შე­უმ­ცი­რეს. ჩემს მა­გა­ლით­ზე თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მე 87 წლის ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ მო­ხუცს ვუვ­ლი

და ჩემი ხელ­ფა­სი თვე­ში 650 ევ­როა. მო­ხუ­ცე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის გარ­და, ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დის სახ­ლის და­ლა­გე­ბა და საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა. შინ მხო­ლოდ მე და მო­ხუ­ცი ვართ. ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი მო­ხუ­ცის მოვ­ლა ბევ­რად იო­ლია, ვიდ­რე იმის, ვი­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლია. კვი­რა­ში ერთხელ ჩვენ­თან მისი შვი­ლი მო­დის და მი­ტო­ვებს 60 ევ­როს - საკ­ვე­ბის ფულს, რო­მე­ლიც პა­რას­კე­ვი­დან პა­რას­კე­ვამ­დე უნდა ვიმ­ყო­ფი­ნო. ადრე კვი­რა­ში 50 ევ­როს მი­ტო­ვებ­და და არ გვყოფ­ნი­და. მხო­ლოდ პამ­პერ­სი და ჰი­გი­ე­ნუ­რი ზე­წა­რი რომ ვუ­ყი­დო მო­ხუცს, კვი­რა­ში 17 ევრო მჭირ­დე­ბა, დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხით საჭ­მელს ვყი­დუ­ლობ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამდენს უხდიან საქართველოში იმ საქმიანობისთვის, რასაც ქართველები საბერძნეთში აკეთებენ

რამდენს უხდიან საქართველოში იმ საქმიანობისთვის, რასაც ქართველები საბერძნეთში აკეთებენ

ქართველები უცხოეთში, ძირითადად, სამუშაოდ მიდიან და იქ ნაშოვნი ფულით საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ. უმეტესობა სხვა ქვეყანაში არალეგალურად მუშაობს, მეტწილად მომსახურების სფეროში - მოხუცის მომვლელად, ძიძად, შინამოსამსახურედ.

ემიგრაციაში მყოფი ქართველების უმეტესობა ქალია, ძირითადად, 30-50 წლის ასაკის. უცხოეთში მამაკაცისთვის სამსახურის შოვნა უფრო რთულია, მშენებლობაზეც კი კვალიფიციურ მუშახელს ითხოვენ. იმის გამო, რომ ქართული ემიგრაციის ერთი ნაწილი უცხოეთში დღესაც ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე ცხოვრობს და მუშაობს, არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები მისი რიცხოვნობის შესახებ. არაოფიციალურად კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონია.

საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთსა და საბერძნეთში ცხოვრობს. მაგალითად, 2015 წლის ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით გადმორიცხული 100 მილიონიდან დაახლოებით 42 მილიონი რუსეთიდან იყო, ხოლო თითქმის 14 მილიონი ლარი კი საბერძნეთიდან. ქართველების მიგრაცია საბერძნეთში ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოში ე. წ. ბნელი 90-იანი წლები იდგა. სამსახურის შოვნის იმედით ადამიანები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი არალეგალურად მიემგზავრებოდნენ უცხოეთში. სხვადასხვა მონაცემით, დღეს საბერძნეთში დაახლოებით 300 ათასი ქართველი ცხოვრობს. მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც წლებია, ვერ ახერხებენ საქართველოში ახლობლების სანახავად ჩამოსვლას იმის შიშით, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ჯამაგირს უხდიან "საოცნებო" სამსახურისთვის საბერძნეთში ქართველებს და რას სთავაზობენ იმავე პოზიციაზე საქართველოში?

ლია წიქარიშვილი, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი: არა აქვს მნიშვნელობა, მოხუცს მოუვლი თუ ბავშვს, ჯამაგირის ოდენობა მაინც დამქირავებელზეა დამოკიდებული, მის კეთილ ნებასა და მატერიალურ შესაძლებლობებზე. მაგალითად, არიან ემიგრანტები, ვისაც მოხუცის მოვლისთვის უფრო მეტს უხდიან, ვიდრე ძიძობისთვის და პირიქით. მაგალითად, ჩემი მეგობარი ტყუპს ჩვილობიდანვე უვლის და მისი ანაზღაურება ამჟამად 800 ევროა. ასეთივე ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს აქ მყოფ ქართველს მოხუცის მოვლაში, უფრო ხშირად კი მსგავსი მომსახურებისთვის თვეში 700 ევროს ან ნაკლებს უხდიან. ახლა, კრიზისის ფონზე, სულ უფრო ხშირად შეხვდებით საბერძნეთში ქართველებს, ვისაც ჯამაგირი მსგავსი სამსახურისთვის 400 ევრომდე შეუმცირეს. ჩემს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მე 87 წლის ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს ვუვლი

და ჩემი ხელფასი თვეში 650 ევროა. მოხუცების მოვლა-პატრონობის გარდა, ჩემს მოვალეობაში შედის სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება. შინ მხოლოდ მე და მოხუცი ვართ. ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის მოვლა ბევრად იოლია, ვიდრე იმის, ვისაც გადაადგილება შეუძლია. კვირაში ერთხელ ჩვენთან მისი შვილი მოდის და მიტოვებს 60 ევროს - საკვების ფულს, რომელიც პარასკევიდან პარასკევამდე უნდა ვიმყოფინო. ადრე კვირაში 50 ევროს მიტოვებდა და არ გვყოფნიდა. მხოლოდ პამპერსი და ჰიგიენური ზეწარი რომ ვუყიდო მოხუცს, კვირაში 17 ევრო მჭირდება, დარჩენილი თანხით საჭმელს ვყიდულობ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია