ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ქვეწარმავლების შემოსევაზე საუბრობენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გველებს უკვე საცხოვრებელ კორპუსებშიც იჭერენ.
"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაცვა დგას, ძალიან ბევრი ქვეწარმავალია. ბინაში ვიჭერთ გველებს, პარლამენტის დაცვა კი ქვებით დასდევს. გაუწმენდავია პარლამენტის მიმდებარე მთელი ტერიტორია" - აცხადებს მოსახლეობა.