საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, საკუთარი სახლი არ მაქვს და სოციალური მომიხსნეს"
"ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, საკუთარი სახლი არ მაქვს და სოციალური მომიხსნეს"

ნატო მე­ნაბ­დე, რო­მე­ლიც უკვე ოცი წე­ლია სა­ვარ­ძელ­საა მი­ჯაჭ­ვუ­ლი, 16 წლის შვილ­თან ერ­თად, დე­დის სახ­ლში ცხოვ­რობს და თა­ვის გა­ტა­ნა 150 ლა­რი­ა­ნი პენ­სი­ით უწევს. ქალ­ბა­ტო­ნი სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს უჩი­ვის, რად­გან სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყოფ­თა ბა­ზი­დან ამო­ი­ღეს.

"ოცი წე­ლია სა­ვარ­ძელს ვარ მი­ჯაჭ­ვუ­ლი, შვი­ლიც ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­ვა­ჩი­ნე, თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ვი­ღებ­დი, თუმ­ცა გა­და­მოწ­მე­ბა ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბო­და. ბო­ლოს მო­ვი­და აგენ­ტი და სო­ცი­ა­ლუ­რიც მო­მეხ­სნა. ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ანს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქონ­დეს? ეჭვი მაქვს, რომ ბო­ლოს მო­სულ­მა აგენ­ტმა მო­ნა­ცე­მე­ბი არ გა­და­აგ­ზავ­ნა თბი­ლის­ში და ამის გამო ორ­ჯერ ერთი და იგი­ვე ქულა მო­ვი­და. ვი­თხოვ, და­მე­ნიშ­ნოს დახ­მა­რე­ბა და ამიხ­სნან სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რა­ტომ ხდე­ბა მსგავ­სი რამ. უც­ნა­უ­რია კი­დევ ის ფაქ­ტი, რომ თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სულ აგენ­ტებ­საც ჩემ­თან აგ­ზავ­ნიდ­ნენ გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, რა­ტომ ხდე­ბა, რა უნდა ჩემ­თან სა­ა­გენ­ტოს, ან რა სა­ეჭ­ვო ნა­ხეს, ვერ ვხვდე­ბი - ოცი წე­ლია სა­ვარ­ძელს ვარ მი­ჯაჭ­ვუ­ლი, სა­კუ­თა­რი სახ­ლი არ მაქვს და სო­ცი­ა­ლუ­რი მო­მიხ­სნეს", - ამ­ბობს ნატო მე­ნაბ­დე.

რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, მუდ­მი­ვად სა­ჭი­რო­ებს მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას, თუმ­ცა მისი შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ვა­რა­უ­დობს, უსახ­სრო­ბის გამო, შვილ­საც ვერ გა­უშ­ვებს სკო­ლა­ში.

"დიდი წო­ნის გამო, ხში­რად ღია ჭრი­ლო­ბე­ბი მიჩ­ნდე­ბა, მა­წუ­ხებს თირკმე­ლე­ბიც, ექიმ­თან მის­ვლას კი ვერ ვა­ხერ­ხებ, არც სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს და ვერც ფი­ზი­კუ­რად ვერ ვა­ხერ­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დუ­სი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დახ­მა­რე­ბით, ორი წე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩემ­თვის გა­კეთ­და, ჩას­ვლა და ამოს­ვლა მი­ჭირს, გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა. შვი­ლი გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობს, როცა სო­ცი­ა­ლურს ვი­ღებ­დით, სწავ­ლა უფა­სო იყო, წიგ­ნებ­საც უფა­სოდ გვაძ­ლევ­დნენ ხოლ­მე, ახლა კი არ ვიცი, რითი უნდა შევ­ძლო იმ თან­ხის გა­დახ­და, რაც წე­ლი­წად­ში არის გა­და­სახ­დე­ლი", - ამ­ბობს მე­ნაბ­დე.

იხი­ლეთ ვრცლად

guriismoambe.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, საკუთარი სახლი არ მაქვს და სოციალური მომიხსნეს"

"ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, საკუთარი სახლი არ მაქვს და სოციალური მომიხსნეს"

ნატო მენაბდე, რომელიც უკვე ოცი წელია სავარძელსაა მიჯაჭვული, 16 წლის შვილთან ერთად, დედის სახლში ცხოვრობს და თავის გატანა 150 ლარიანი პენსიით უწევს. ქალბატონი სოციალურ სააგენტოს უჩივის, რადგან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზიდან ამოიღეს.

"ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, შვილიც ასეთ მდგომარეობაში გავაჩინე, თავდაპირველად სოციალურ დახმარებას ვიღებდი, თუმცა გადამოწმება ძალიან ხშირად ხდებოდა. ბოლოს მოვიდა აგენტი და სოციალურიც მომეხსნა. ჩემნაირ ადამიანს როგორ შეიძლება სოციალური დახმარება არ ჰქონდეს? ეჭვი მაქვს, რომ ბოლოს მოსულმა აგენტმა მონაცემები არ გადააგზავნა თბილისში და ამის გამო ორჯერ ერთი და იგივე ქულა მოვიდა. ვითხოვ, დამენიშნოს დახმარება და ამიხსნან სააგენტოს წარმომადგენლებმა, რატომ ხდება მსგავსი რამ. უცნაურია კიდევ ის ფაქტი, რომ თბილისიდან ჩამოსულ აგენტებსაც ჩემთან აგზავნიდნენ გადასამოწმებლად, რატომ ხდება, რა უნდა ჩემთან სააგენტოს, ან რა საეჭვო ნახეს, ვერ ვხვდები - ოცი წელია სავარძელს ვარ მიჯაჭვული, საკუთარი სახლი არ მაქვს და სოციალური მომიხსნეს", - ამბობს ნატო მენაბდე.

როგორც ქალბატონი ამბობს, მუდმივად საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას, თუმცა მისი შეძენის საშუალება არ გააჩნია. როგორც ქალბატონი ვარაუდობს, უსახსრობის გამო, შვილსაც ვერ გაუშვებს სკოლაში.

"დიდი წონის გამო, ხშირად ღია ჭრილობები მიჩნდება, მაწუხებს თირკმელებიც, ექიმთან მისვლას კი ვერ ვახერხებ, არც საშუალება მაქვს და ვერც ფიზიკურად ვერ ვახერხებ. მიუხედავად იმისა, რომ პანდუსი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დახმარებით, ორი წელია სპეციალურად ჩემთვის გაკეთდა, ჩასვლა და ამოსვლა მიჭირს, გადაადგილებისთვის დახმარება მჭირდება. შვილი გიმნაზიაში სწავლობს, როცა სოციალურს ვიღებდით, სწავლა უფასო იყო, წიგნებსაც უფასოდ გვაძლევდნენ ხოლმე, ახლა კი არ ვიცი, რითი უნდა შევძლო იმ თანხის გადახდა, რაც წელიწადში არის გადასახდელი", - ამბობს მენაბდე.

იხილეთ ვრცლად

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა