სნუპ დოგმა საქართველოში კონცერტი გამართა

სნუპ დოგმა საქართველოში კონცერტი გამართა

გუშინ, 26 ივლისს, რიგით მეცხრე შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი დასრულდა. სამდღიანი ფესტივალი ლეგენდარულმა რეპერმა სნუპ დოგმა დახურა. კონცერტზე დასასწრები ბილეთები მთლიანად გაიყიდა. რეპერი საქართველოში პირველად ატარებდა კონცერტს, თუმცა აქ პირველად არ უმღერია ჯორჯ კლინტონს და მის ბენდს "პარლამენტ ფანკადელიკს".

სნუპ დოგის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში მრავლად იყო კომენტარები, სადაც საზოგადოების წევრები ქართული ნარკოპოლიტიკის მიმართ ცინიკურ კომენტარებს წერდნენ. სნუპ დოგი ღიად უჭერს მხარს მარიხუანას ლეგალიზაციას და მისი შემოქმედება პირდაპირ ასოცირდება ამ ნარკოტიკულ საშუალებასთან. მან ბათუმის სცენაზეც მოუკიდა სიგარეტს, რომლის შიგთავსშიც დიდი ალბათობით თამბაქო არ ყოფილა.

საქართველოში ჩამოსვლამდე სნუპ დოგი შვედეთის პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში შარდის ანალიზის ჩაბარება მოსთხოვა, რასაც რეპერმა რასისტული დამოკიდებულება უწოდა და განაცხადა, რომ შვედეთში მეორედ კონცერტს აღარ ჩაატარებს.

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან