საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ფირცხალავა ხუბულოვს ემუქრებოდა - წამალი და ფული დააბრუნეო" - ექსკლუზიური ინტერვიუ "კორტების საქმის" პროკურორთან
"ირაკლი ფირცხალავა ხუბულოვს ემუქრებოდა - წამალი და ფული დააბრუნეო" - ექსკლუზიური ინტერვიუ "კორტების საქმის" პროკურორთან

"ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლებ­ებით, მო­სა­მარ­თლეს არ უნდა დარ­ჩეს მოვ­ლე­ნე­ბის სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თა­რე­ბის ეჭვი. ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის შემთხ­ვ­ევა­ში, ამ საქ­მეზე ყვე­ლა ბრალ­დე­ბულ­თან­ მი­მარ­თე­ბა­ში გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გარ­და­უ­ვა­ლია", ­- ამ­ბობს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექსკ­ლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რი ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2006 წლის 2 მა­ისს კორ­ტებ­თან ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი ემსხვერ­პლნენ, ბუბა ფუ­თუ­რი­ძე კი მძი­მედ და­იჭ­რა. ამ საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ­ 12 პირს წა­რუდ­გი­ნა ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის მუხ­ლე­ბით, რაც 10-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლი: - პა­სუ­ხის­გე­ბა­ში­ მი­ცე­მუ­ლია 7 სპეც­რაზ­მე­ლი და 5 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი - ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, რო­მე­ლიც­ 2006 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე და ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ, კა­ხა­ბერ ნა­კა­ნი - სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ცა­ა­ძე - კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძე, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად უშუ­ა­ლოდ იძი­ებ­და ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მეს და ლე­ვან ბე­რო­ძე, დე­პარ­ტა­მენ­ტის რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს თით­ქოს­და ვა­ზა­გაშ­ვილ­მა და­ა­ჯა­ხა მან­ქა­ნა. და­კი­თხულ­მა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა და თვითმხილ­ვე­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მან­ქა­ნი­დან არა­ვის უს­ვრია და მან­ქა­ნაც არა­ვის დას­ჯა­ხე­ბია.

- რო­გორ და­ი­წყო სპე­ცო­პე­რა­ცია? როგ­ორც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­ის­რო­ლეს, რა­საც სა­პა­სუ­ხო სრო­ლა მოჰ­ყვა.

- გა­მო­ძი­ე­ბის ძვე­ლი ვერ­სი­ით, ვა­ზა­გაშ­ვილს უკან მოს­დევ­და მოთ­ვალ­თვა­ლე პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც მე­სა­მე ზოლ­ში, მის უკან, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტ­რის და­შო­რე­ბით გა­ჩერ­და. ად­გილ­ზე მყო­ფი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ქა­რე მი­ნის ზედა მარ­ჯვე­ნა კუ­თხე ჩა­მო­იმ­ტვრა და ტყვია ჩვე­ნი მან­ქა­ნის წინა სა­ქა­რე მი­ნას მოხ­ვდაო. ორმა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია, იქი­დან ნას­როლ­მა ტყვი­ამ და­ა­ზი­ა­ნოს წინა სა­ქა­რე მინა და გა­ვი­დეს გვერ­დი­თა კა­რის მი­ნა­ში. მოწ­მე­ებ­მა კი და­ა­დას­ტუ­რეს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა­ სრო­ლის დროს ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, მერე მო­ვი­და. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ორმა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გან­ლა­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­რი­ცხუ­ლია ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ნას­როლ ტყვი­ას და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა პო­ლი­ცი­ელ­თა მან­ქა­ნის წინა სა­ქა­რე მინა. ორი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და მოწ­მე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მან­ქა­ნი­დან არ უს­ვრი­ათ! და­კი­თხუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის თქმით, მას შემ­დეგ, რაც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გას­ცა სრო­ლის ბრძა­ნე­ბა, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მან­ქა­ნას პირ­ველ­მა კახა ნა­კან­მა, შემ­დეგ კი ფირ­ცხა­ლა­ვამ ეს­რო­ლა. ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მან­ქა­ნი­დან არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ მო­დი­ო­და, არა­ვის უს­ვრია და ნა­კან­მა ყო­ველ­გვა­რი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლი­სა და მო­წო­დე­ბის გა­რე­შე გა­ის­რო­ლა.

იმ­ხა­ნად გა­მო­ძი­ე­ბამ შეც­დო­მა და­უშ­ვა:­ გა­და­ი­ღეს მო­მენ­ტი, როცა ექ­სპერ­ტე­ბი ­შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მას­რებს იღებ­დნენ.­ ფირ­ში ჩანს ია­რა­ღი, რო­მე­ლიც არა­საბ­რძ­ოლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ფუ­თუ­რი­ძემ თუ გა­ის­რო­ლა, მა­შინ ჩამ­კე­ტი გა­და­წე­უ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სრო­ლის დროს რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მან­ქა­ნას მოხ­ვდა ტყვია. არის მოწ­მე ნარ­გი­ზა ხა­ჭა­პუ­რი­ძე, რო­მე­ლიც ჯერ არ და­კი­თხუ­ლა და აცხა­დებს, რომ ტყვია მის დის­შვილს მოხ­ვდა. ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით 150 ტყვი­აა ნას­რო­ლი, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია 40 მას­რა. გვაქვს არა­ერ­თი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა,

რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გას­რო­ლილ მას­რებს კრეფ­დნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ია­რა­ღე­ბით ნას­როლს.

გაგ­რძე­ლე­ბა

"ირაკლი ფირცხალავა ხუბულოვს ემუქრებოდა - წამალი და ფული დააბრუნეო" - ექსკლუზიური ინტერვიუ "კორტების საქმის" პროკურორთან

"ირაკლი ფირცხალავა ხუბულოვს ემუქრებოდა - წამალი და ფული დააბრუნეო" - ექსკლუზიური ინტერვიუ "კორტების საქმის" პროკურორთან

"ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებ­ებით, მოსამართლეს არ უნდა დარჩეს მოვ­ლენების სხვანაირად განვითარების ეჭვი. ობიექტური შეფასების შემთხ­ვ­ევაში, ამ საქ­მეზე ყველა ბრალდებულთან­ მიმართებაში გამამტყუნებელი განაჩენი გარდაუვალია", ­- ამბობს "კვირის პალიტრასთან" ექსკ­ლუზიურ ინტერვიუში ე.წ. კორტების საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ემსხვერპლნენ, ბუბა ფუთურიძე კი მძიმედ დაიჭრა. ამ საქმეზე პროკურატურამ­ 12 პირს წარუდგინა ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლებით, რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამირან გულუაშვილი: - პასუხისგებაში­ მიცემულია 7 სპეცრაზმელი და 5 მაღალჩი­ნოსანი - ირაკლი ფირცხალავა, რომელიც­ 2006 წლის მდგომარეობით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი გახლდათ, კახაბერ ნაკანი - სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, გიორგი ცააძე - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი, გრიგოლ კვინიკაძე, რომელიც იმხანად უშუალოდ იძიებდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეს და ლევან ბეროძე, დეპარტამენტის რიგითი თანამშრომელი, რომელსაც სპეცოპერაციის დროს თითქოსდა ვაზაგაშვილმა დააჯახა მანქანა. დაკითხულმა სპეცრაზმელებმა და თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ ვაზაგაშვი­ლის მანქანიდან არავის უსვრია და მანქანაც არავის დასჯახებია.

- როგორ დაიწყო სპეცოპერაცია? როგ­ორც ბრალდებულები ამბობენ, ვაზაგაშვილის ავტომანქანიდან გაისროლეს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

- გამოძიების ძველი ვერსიით, ვაზაგაშვილს უკან მოსდევდა მოთვალთვალე პოლიციის მანქანა, რომელიც მესამე ზოლში, მის უკან, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით გაჩერდა. ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ვაზაგაშვილის მანქანის უკანა საქარე მინის ზედა მარჯვენა კუთხე ჩამოიმტვრა და ტყვია ჩვენი მანქანის წინა საქარე მინას მოხვდაო. ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გამორიცხულია, იქიდან ნასროლმა ტყვიამ დააზიანოს წინა საქარე მინა და გავიდეს გვერდითა კარის მინაში. მოწმეებმა კი დაადასტურეს, რომ პოლიციელების მანქანა­ სროლის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, მერე მოვიდა. განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ავტომანქანების განლაგების გათვალისწინებით, გამორიცხულია ვაზაგაშვილის ავტომანქანიდან ნასროლ ტყვიას დაეზიანებინა პოლიციელთა მანქანის წინა საქარე მინა. ორი ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ვაზაგაშვილის მანქანიდან არ უსვრიათ! დაკითხული სპეცრაზმელების თქმით, მას შემდეგ, რაც ირაკლი ფირცხალავამ გასცა სროლის ბრძანება, ვაზაგაშვილის მანქანას პირველმა კახა ნაკანმა, შემდეგ კი ფირცხალავამ ესროლა. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ვაზაგაშვილის მანქანიდან არანაირი საფრთხე არ მოდიოდა, არავის უსვრია და ნაკანმა ყოველგვარი გამაფრთხილებელი გასროლისა და მოწოდების გარეშე გაისროლა.

იმხანად გამოძიებამ შეცდომა დაუშვა:­ გადაიღეს მომენტი, როცა ექსპერტები ­შემ­თხვევის ადგილიდან მასრებს იღებდნენ.­ ფირში ჩანს იარაღი, რომელიც არასაბრძ­ოლო მდგომარეობაშია. ფუთურიძემ თუ გაისროლა, მაშინ ჩამკეტი გადაწეული უნდა ყოფილიყო. სროლის დროს რამდენიმე ავტომანქანას მოხვდა ტყვია. არის მოწმე ნარგიზა ხაჭაპურიძე, რომელიც ჯერ არ დაკითხულა და აცხადებს, რომ ტყვია მის დისშვილს მოხვდა. ვაზაგაშვილის ავტომანქანის მიმართულებით 150 ტყვიაა ნასროლი, თუმცა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 40 მასრა. გვაქვს არაერთი მოწმის ჩვენება,

რომლებიც ამბობენ, რომ სამართალდამცველები გასროლილ მასრებს კრეფდნენ, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების იარაღებით ნასროლს.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ