პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ ჰერბსტი - საქართველოში, სავარაუდოდ, ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს
ჯონ ჰერბსტი - საქართველოში, სავარაუდოდ, ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს

ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი უკ­რა­ი­ნა­სა და უზ­ბე­კეთ­ში ჯონ ჰერბსტი სა­ქარ­თვე­ლოს ორ რჩე­ვას აძ­ლევს, რო­მელ­თა­გან ერთი პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას ეხე­ბა, მე­ო­რე კი - ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, კერ­ძოდ, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, ჰერბსტი "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ სამ­სა­ხურ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აფა­სებს და აცხა­დებს, რომ კრემ­ლის აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ 2008 წლის ომამ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო, როცა რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბი აუხ­სნე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცვი­ო­და.

"მა­ის­ში შიდა დე­მარ­კა­ცი­ის ად­გილს ვეწ­ვიე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და სამ­ხრეთ ოსეთს ყოფს. მა­შინ სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბი ხში­რად გა­და­დი­ოდ­ნენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც სამ­ხე­რეთ ოსეთს არ ეკუთ­ვნის. ჩემ­თვის ეს იმის ნი­შა­ნი იყო, რომ ისი­ნი სინ­ჯავ­დნენ, თუ რამ­დე­ნად შორს შეძ­ლებ­დნენ სა­ზღვრის გა­და­წე­ვას. ცოტა ხნის წინ სა­ზღვრის ხე­ლა­ხა­ლი გად­მო­წე­ვა პრო­ვო­კა­ცი­აა. ჩემი აზ­რით, კრემ­ლის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ისე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ მსოფ­ლიო ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. ამის მა­გა­ლი­თია "მის­ტრა­ლის" აბ­სურ­დუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის მიერ რუ­სე­თის და­ჯილ­დო­ე­ბა იყო იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უფრო ღრმად არ შე­იჭ­რა მას შემ­დეგ, რაც წი­თელ­მა არ­მი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხრეთ ოსე­თი და აფხა­ზე­თი წა­არ­თვა. ანუ, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ცუ­დად გა­მო­ეხ­მა­უ­რა", - აცხა­დებს ყო­ფი­ლი ელჩი.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ცდი­ლობს, ამ სა­კი­თხზე მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ა­პყროს. "ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის­თვის მაქვს, მათ ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბა. და­ძა­ბუ­ლო­ბა ორ მთა­ვარ ჯგუფს შო­რის - ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯგუ­ფებს შო­რის - ისე­თი მწვა­ვე არ უნდა იყოს, რო­გო­რიც დღეს არის. კი­დევ ერთი რჩე­ვა მაქვს - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ნავ­თო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­ბა­დო­ე­ბი არ­სე­ბობს. ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრომ ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლოს ამ რე­სურ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და ათ­ვი­სე­ბის პრო­ცესს", - გა­ნა­ცხა­და ჰერბსტმა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ბარ­თვის აღე­ბა ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის ჩად­გმა­ზე, იმის და­სად­გე­ნად, აქვს თუ არა ქვე­ყანს წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვი. მისი თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­აძ­ლი­ე­როს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ჯონ ჰერბსტი - საქართველოში, სავარაუდოდ, ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს

ჯონ ჰერბსტი - საქართველოში, სავარაუდოდ, ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს

ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი საქართველოს ორ რჩევას აძლევს, რომელთაგან ერთი პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას ეხება, მეორე კი - ეკონომიკურ განვითარებას.

საქართველოში არსებულ სიტუაციას, კერძოდ, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას, ჰერბსტი "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში აფასებს და აცხადებს, რომ კრემლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომამდე გაცილებით ადრე დაიწყო, როცა რუსული ბომბები აუხსნელი მიზეზების გამო საქართველოს ტერიტორიაზე ცვიოდა.

"მაისში შიდა დემარკაციის ადგილს ვეწვიე, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს ყოფს. მაშინ საერთაშორისო დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ რუსი მესაზღვრეები ხშირად გადადიოდნენ ტერიტორიაზე, რომელიც სამხერეთ ოსეთს არ ეკუთვნის. ჩემთვის ეს იმის ნიშანი იყო, რომ ისინი სინჯავდნენ, თუ რამდენად შორს შეძლებდნენ საზღვრის გადაწევას. ცოტა ხნის წინ საზღვრის ხელახალი გადმოწევა პროვოკაციაა. ჩემი აზრით, კრემლის პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ ისე მიმდინარეობს, რომ მსოფლიო ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს. ამის მაგალითია "მისტრალის" აბსურდული შეთანხმება, რომელიც საფრანგეთის მიერ რუსეთის დაჯილდოება იყო იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად არ შეიჭრა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ საქართველოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წაართვა. ანუ, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ ცუდად გამოეხმაურა", - აცხადებს ყოფილი ელჩი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ამ საკითხზე მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს. "ერთადერთი რჩევა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კლასისთვის მაქვს, მათ ურთიერთობას ეხება. დაძაბულობა ორ მთავარ ჯგუფს შორის - ივანიშვილისა და სააკაშვილის ჯგუფებს შორის - ისეთი მწვავე არ უნდა იყოს, როგორიც დღეს არის. კიდევ ერთი რჩევა მაქვს - საქართველოში სავარაუდოდ ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების საბადოები არსებობს. ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ რესურსების აღმოჩენისა და ათვისების პროცესს", - განაცხადა ჰერბსტმა.

მისი ინფორმაციით, უცხოური კომპანიებისთვის ძალიან რთულია საქართველოში ნებართვის აღება ჭაბურღილების ჩადგმაზე, იმის დასადგენად, აქვს თუ არა ქვეყანს წიაღისეული საწვავი. მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებასთან ერთად, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გააძლიეროს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."