სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაზისუბანში მოკლული აღლემაშვილის ახლობლების თქმით, დანაშაულში ყოფილი მინისტრიცაა გარეული
ვაზისუბანში მოკლული აღლემაშვილის ახლობლების თქმით, დანაშაულში ყოფილი მინისტრიცაა გარეული

ვა­ზი­სუ­ბან­ში მოკ­ლუ­ლი კობა აღ­ლე­მაშ­ვი­ლის ოჯა­ხი "პოსტსკრიპ­ტუმ­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ და­ნა­შა­ულ­ში არა მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ე­ლი, არა­მედ ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეა გა­რე­უ­ლი. ისი­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რას აღ­ლე­მაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმი­სა და შემ­დეგ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას სთხო­ვენ. იმ ადა­მი­ანს კი, ვინც გა­მო­ძი­ე­ბას ღი­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის, აღ­ლე­მაშ­ვი­ლე­ბი 10 ათას ლა­რი­ან ჯილ­დოს უწე­სე­ბენ.

მკვლე­ლო­ბის დღეს 32 წლის კობა აღ­ლე­მაშ­ვილს ქორ­წი­ნე­ბის 10 წლის­თა­ვი უნდა აღე­ნიშ­ნა, ამი­ტომ იმ დღეს სამ­სა­ხუ­რი­დან ჩვე­ულ­ზე ადრე გა­მო­ვი­და. სა­დარ­ბა­ზო­ში, რო­მელ­შიც კობა შე­ვი­და წი­ვილ-კი­ვი­ლი სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის­თვის ატყდა. ხმა­ურ­ზე სახ­ლი­დან აღ­ლე­მაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნანა წე­რე­დი­ა­ნი გა­მო­ვი­და და კი­ბე­ზე და­ეშ­ვა.

ჭრი­ლო­ბე­ბი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. კობა აღ­ლე­მაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, რად­გან მკვლე­ლო­ბამ­დე 5 თვით ადრე, კო­ბას იმა­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში, დრო­ის თით­ქმის იმა­ვე მო­ნაკ­ვეთ­ში, ზუს­ტად იმ მე­თო­დით გა­უს­წორ­დნენ რო­გორც მკვლე­ლო­ბი­სას.

პირ­ვე­ლი თავ­დას­ხმი­სას კობა აღ­ლე­მაშ­ვილს სა­ფუ­ლე­ში 1200 ლარი ედო, ხელ­ზე კი ძვირ­ფა­სი სა­ა­თი ეკე­თა. ნივ­თე­ბი ად­გილ­ზე იყო, შე­სა­ბა­მი­სად ოჯახ­მა ძარ­ცვა გა­მო­რი­ცხა. ვა­ზი­სუბ­ნის პო­ლი­ცი­ამ საქ­მე სხე­უ­ლის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით აღ­ძრა.

საქ­მის­თვის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე არა­ვის უფიქ­რია. ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ პო­ლი­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი იყო.

პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით მკვლე­ლო­ბას პო­ლი­ცია სა­თა­ნა­დო ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბით მო­ე­კი­და. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მათ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს საქ­მის გახ­სნის თა­ო­ბა­ზე შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ მა­შინ სა­კუ­თა­რი უწყე­ბის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პირი არ იყო დად­გე­ნი­ლი.

ოჯა­ხის ეჭ­ვე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ელს მფარ­ვე­ლე­ბი გა­მო­უჩ­ნდნენ, ერ­თმა გა­რე­მო­ე­ბამ გა­ამ­ძაფ­რა. გარ­დაც­ვლი­ლის მა­მას თვითმხილ­ვე­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მის­ვლა შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

"რო­გორც მი­თხრეს აქ მო­მუ­შა­ვე პი­რებ­მა და ვა­ზი­სუბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ, მე­ო­რე დღეს მო­სუ­ლა ჭი­კა­ი­ძე, პო­ლი­ცი­ა­შიც ყო­ფი­ლა, რო­გორც ჩანს - იმი­ტომ რომ, გზე­ბი გა­და­კე­ტი­ლი იყო, არა­ვის უშ­ვებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჭი­კა­ი­ძე გა­სუ­ლა და, რო­გორც ლა­პა­რა­კო­ბენ, თან გა­უყ­ვა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი" - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის მამა, ზუ­რაბ აღ­ლე­მაშ­ვი­ლი.

მოწ­მის სა­ხით და­კი­თხუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვად გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რა, რო­მელ­საც კობა აღ­ლე­მაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მე­უღ­ლეს­თან აწარ­მო­ებ­და.

ოჯა­ხის წევ­რებს კი­დევ ერთი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა აეჭ­ვებთ. იმ დღე­ებ­ში, რო­დე­საც კობა აღ­ლე­მაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებ­და. პირ­ვე­ლად ის შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ო­რედ კი ეზო­ში ვარ­ჯი­შობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ბი­ნი­დან ვერც მისი სა­მო­სის ამო­ღე­ბა შეძ­ლეს.

იმ მო­ტი­ვით, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

ვაზისუბანში მოკლული აღლემაშვილის ახლობლების თქმით, დანაშაულში ყოფილი მინისტრიცაა გარეული

ვაზისუბანში მოკლული აღლემაშვილის ახლობლების თქმით, დანაშაულში ყოფილი მინისტრიცაა გარეული

ვაზისუბანში მოკლული კობა აღლემაშვილის ოჯახი "პოსტსკრიპტუმთან" საუბარში აცხადებს, რომ დანაშაულში არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძეა გარეული. ისინი პროკურატურას აღლემაშვილზე თავდასხმისა და შემდეგ მკვლელობის საქმეების გაერთიანებას სთხოვენ. იმ ადამიანს კი, ვინც გამოძიებას ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის, აღლემაშვილები 10 ათას ლარიან ჯილდოს უწესებენ.

მკვლელობის დღეს 32 წლის კობა აღლემაშვილს ქორწინების 10 წლისთავი უნდა აღენიშნა, ამიტომ იმ დღეს სამსახურიდან ჩვეულზე ადრე გამოვიდა. სადარბაზოში, რომელშიც კობა შევიდა წივილ-კივილი საღამოს 7 საათისთვის ატყდა. ხმაურზე სახლიდან აღლემაშვილის მეუღლე ნანა წერედიანი გამოვიდა და კიბეზე დაეშვა.

ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. კობა აღლემაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ოჯახი გაოგნებული იყო, რადგან მკვლელობამდე 5 თვით ადრე, კობას იმავე სადარბაზოში, დროის თითქმის იმავე მონაკვეთში, ზუსტად იმ მეთოდით გაუსწორდნენ როგორც მკვლელობისას.

პირველი თავდასხმისას კობა აღლემაშვილს საფულეში 1200 ლარი ედო, ხელზე კი ძვირფასი საათი ეკეთა. ნივთები ადგილზე იყო, შესაბამისად ოჯახმა ძარცვა გამორიცხა. ვაზისუბნის პოლიციამ საქმე სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღძრა.

საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლაზე არავის უფიქრია. ნაკლებად მძიმე დანაშაულის მიმართ პოლიციის დამოკიდებულებაც შესაბამისი იყო.

პირველი შემთხვევისგან განსხვავებით მკვლელობას პოლიცია სათანადო ოპერატიულობით მოეკიდა. რამდენიმე საათში მათ გარდაცვლილის ოჯახს საქმის გახსნის თაობაზე შეატყობინეს.

ოჯახის ინფორმაციით, პოლიციამ მაშინ საკუთარი უწყების ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის ჩამდენი პირი არ იყო დადგენილი.

ოჯახის ეჭვები იმის თაობაზე, რომ შესაძლო დამნაშავე პოლიციელს მფარველები გამოუჩნდნენ, ერთმა გარემოებამ გაამძაფრა. გარდაცვლილის მამას თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა შეატყობინეს.

"როგორც მითხრეს აქ მომუშავე პირებმა და ვაზისუბნის მოსახლეობამ, მეორე დღეს მოსულა ჭიკაიძე, პოლიციაშიც ყოფილა, როგორც ჩანს - იმიტომ რომ, გზები გადაკეტილი იყო, არავის უშვებდნენ. რამდენიმე წუთში ჭიკაიძე გასულა და, როგორც ლაპარაკობენ, თან გაუყვანია დაკავებული ეჭვმიტანილი პოლიციელი" - აცხადებს გარდაცვლილის მამა, ზურაბ აღლემაშვილი.

მოწმის სახით დაკითხული პოლიციელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის მოტივად გარდაცვლილის ოჯახის წევრები ეჭვიანობას ასახელებენ. საქმეში ფიგურირებს სატელეფონო მიმოწერა, რომელსაც კობა აღლემაშვილი პოლიციელის მეუღლესთან აწარმოებდა.

ოჯახის წევრებს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება აეჭვებთ. იმ დღეებში, როდესაც კობა აღლემაშვილზე თავდასხმები განხორციელდა, პატრულის თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. პირველად ის შვებულებაში იმყოფებოდა, მეორედ კი ეზოში ვარჯიშობდა.

გამოძიების ვერსიით, პოლიციელებმა ეჭვმიტანილის ბინიდან ვერც მისი სამოსის ამოღება შეძლეს.

იმ მოტივით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საქმეებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ