პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა მრიცხველი უნდა შეიცვალოს" - როდიდან და რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი
"ყველა მრიცხველი უნდა შეიცვალოს" - როდიდან და რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, ირი­ნა მი­ლო­რა­ვამ "იმე­დის კვი­რა­ში" ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის გაზ­რდი­სა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფის შე­მო­ღე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"ენერ­გო­კომ­პა­ნი­ებ­მა კო­მი­სი­ა­ში გა­ნა­ცხა­დი 2015 წლის აპ­რი­ლის თვე­ში შე­მო­ი­ტა­ნეს. ძი­რი­თა­დი არ­გუ­მენ­ტი, რის­თვი­საც მათ მო­ი­თხო­ვეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის გაზ­რდა, გახ­ლდათ ვა­ლუ­ტის ცვლი­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, იყო მოხ­მა­რე­ბის ზრდა. "ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ას" შემ­თხვე­ვა­ში მოხ­მა­რე­ბა გაზ­რდი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 6 პრო­ცენ­ტით. ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში მოხ­მა­რე­ბის ზრდა არის 5 პრო­ცენ­ტი­ა­ნი. გაზ­რდი­ლი მოხ­მა­რე­ბის და­ფარ­ვა ხდე­ბა ძვი­რი­ა­ნი რე­სურ­სის ხარ­ჯზე. ენერ­გე­ტი­კულ სექ­ტორ­ში, სა­დაც დე­ფი­ცი­ტუ­რია პე­რი­ო­დი - სე­ტ­ქემ­ბრი­დან აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, ამ პე­რი­ოდ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ იმ­პორ­ტი­რე­ბულ ენერ­გო­რე­სურ­სზე. იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ენერ­გო­რე­სურ­სი ძვი­რი­ან რე­სურ­სად ით­ვლე­ბა. მისი სა­შუ­ა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის, და­ახ­ლო­ე­ბით, ექ­ვსნა­ხე­ვა­რი ცენ­ტი. ამ პე­რი­ოდ­ში თუ მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა, იზ­რდე­ბა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ძვი­რი­ა­ნი რე­სურ­სიც.

ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რი გა­და­სუ­ლია დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფის მო­დელ­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე კარ­გა ხა­ნია და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა, მათ შო­რის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში. პირ­ვე­ლი, რო­დე­საც ამ თე­მა­ზე ვი­წყებთ სა­უ­ბარს, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ძა­ლი­ან დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პრო­ექ­ტია. მი­ნი­მუმ ყვე­ლა მრი­ცხვე­ლი, რო­მე­ლიც დგას აბო­ნენ­ტთან, უნდა შე­იც­ვა­ლოს ისე­თი მრი­ცხვე­ლით, რო­მელ­საც აქვს რე­სურ­სი, რომ აღ­რი­ცხოს მოხ­მა­რე­ბა სა­ა­თობ­რი­ვად. შემ­დეგ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­რი­ცხოს ე.წ. ალ­ფა­ცენ­ტრში... ცალ­სა­ხად, ეს არის ენერ­გო­კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­სა­წე­ვი ხარ­ჯი.

რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა სა­ბო­ლო­ოდ შე­მუ­შავ­დე­ბა, ჩვენ გა­და­ვალთ ამ მო­დელ­ზე (და აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვალთ), კომ­პა­ნი­ებს მო­უ­წევთ ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას დარ­გში ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო ახორ­ცი­ე­ლებს, შემ­დეგ ამ­ტკი­ცებს პარ­ლა­მენ­ტი. ახ­ლა­ხან იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა და მას­ში ამ სა­კი­თხსაც და­ეთ­მო ყუ­რა­დღე­ბა. თუმ­ცა არის კი­დევ ე.წ. სე­ზო­ნუ­რი ტა­რი­ფე­ბი, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბაც მომ­ხმა­რე­ბელს დღეს­ვე შე­მუძ­ლია, თუკი ელექტრო­ე­ნერ­გი­ას შე­ის­ყი­დის არა "ენერ­გოპ­რო­ჯორ­ჯი­ას­გან", არა­მედ გავა სა­ბი­თუ­მო ბა­ზარ­დზე და თვი­თონ იყი­დის ელექტრო­ე­ნერ­გი­ას უშუ­ა­ლოდ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მწარ­მო­ე­ბე­ლი ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცი­ი­დან ან თვი­თონ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს იმ­პორ­ტს.

რაც შე­ე­ხე­ბა, მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მიერ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შეს­ყიდ­ვას, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, რომ ბა­ზარ­ზე არ ივაჭ­როს. უნდა შე­მო­ვი­დეს მიმ­წო­დებ­ლის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ასე­ვე საკ­მა­ოდ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტია. ამის წი­ნა­პი­რო­ბა არის ბაზ­რის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და მიმ­წო­დებ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის შე­მო­ტა­ნა. დღეს ამის უფ­ლე­ბა იუ­რი­დი­ულ პი­რებს აქვთ.

სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თე­ლას­მა" სა­ტა­რი­ფო გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ი­ტა­ნა 23-ში, მას შემ­დეგ, რაც თბო­ლე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის ტა­რი­ფე­ბი დად­გინ­და ("თე­ლა­სიც" არის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ერთ-ერთი მსხვი­ლი შემ­სყიდ­ვე­ლი). კო­მი­სი­ას აქვს კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბი - სამი დღის ვა­და­ში ჩვენ უნდა დავ­დგი­ნოთ ხარ­ვე­ზი და და­ვაბ­რუ­ნოთ უკან სა­ტა­რი­ფო გა­ნა­ცხა­დი ან და­ვი­წყოთ სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა არის 150 დღე და ამ ვა­და­ში იქ­ნე­ბა ტა­რი­ფი დათ­ვლი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა, შე­კი­თხვას რამ­დე­ნით გა­იზ­რდე­ბა ტა­რი­ფი, ამა­ზე შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ ექ­სპერ­ტებს, პო­ლი­ტი­კო­სებს და ა.შ., მაგ­რამ კო­მი­სია, რო­მელ­საც აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­კე­თოს შე­ფა­სე­ბა, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს იტყვის", - გა­ნა­ცხა­და ირი­ნა მი­ლო­რა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ყველა მრიცხველი უნდა შეიცვალოს" - როდიდან და რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი

"ყველა მრიცხველი უნდა შეიცვალოს" - როდიდან და რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ "იმედის კვირაში" ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდისა და დიფერენცირებული ტარიფის შემოღებაზე ისაუბრა.

"ენერგოკომპანიებმა კომისიაში განაცხადი 2015 წლის აპრილის თვეში შემოიტანეს. ძირითადი არგუმენტი, რისთვისაც მათ მოითხოვეს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, გახლდათ ვალუტის ცვლილება. გარდა ამისა, მეორე კომპონენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო, იყო მოხმარების ზრდა. "ენერგოპროჯორჯიას" შემთხვევაში მოხმარება გაზრდილია, დაახლოებით, 6 პროცენტით. ზოგადად ქვეყანაში მოხმარების ზრდა არის 5 პროცენტიანი. გაზრდილი მოხმარების დაფარვა ხდება ძვირიანი რესურსის ხარჯზე. ენერგეტიკულ სექტორში, სადაც დეფიციტურია პერიოდი - სეტქემბრიდან აპრილის ჩათვლით, ამ პერიოდში დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ ენერგორესურსზე. იმპორტირებული ენერგორესურსი ძვირიან რესურსად ითვლება. მისი საშუალო ღირებულება არის, დაახლოებით, ექვსნახევარი ცენტი. ამ პერიოდში თუ მოხმარება იზრდება, იზრდება იმპორტირებული ძვირიანი რესურსიც.

ყველა განვითარებული ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორი გადასულია დიფერენცირებული ტარიფის მოდელზე. ამ მიმართულებით უკვე კარგა ხანია დაწყებულია მუშაობა, მათ შორის ენერგეტიკის სამინისტროში. პირველი, როდესაც ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს, აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან დიდი ინვესტიციის საჭიროების მქონე პროექტია. მინიმუმ ყველა მრიცხველი, რომელიც დგას აბონენტთან, უნდა შეიცვალოს ისეთი მრიცხველით, რომელსაც აქვს რესურსი, რომ აღრიცხოს მოხმარება საათობრივად. შემდეგ ეს მონაცემები აღრიცხოს ე.წ. ალფაცენტრში... ცალსახად, ეს არის ენერგოკომპანიების მიერ გასაწევი ხარჯი.

როდესაც პოლიტიკა საბოლოოდ შემუშავდება, ჩვენ გადავალთ ამ მოდელზე (და აუცილებლად გადავალთ), კომპანიებს მოუწევთ ამ ინვესტიციის განხორციელება. პოლიტიკის შემუშავებას დარგში ენერგეტიკის სამინისტრო ახორციელებს, შემდეგ ამტკიცებს პარლამენტი. ახლახან იყო შემუშავებული პოლიტიკა და მასში ამ საკითხსაც დაეთმო ყურადღება. თუმცა არის კიდევ ე.წ. სეზონური ტარიფები, რომლით სარგებლობაც მომხმარებელს დღესვე შემუძლია, თუკი ელექტროენერგიას შეისყიდის არა "ენერგოპროჯორჯიასგან", არამედ გავა საბითუმო ბაზარდზე და თვითონ იყიდის ელექტროენერგიას უშუალოდ ელექტროენერგიის მწარმოებელი ჰიდროგენერაციიდან ან თვითონ განახორციელებს იმპორტს.

რაც შეეხება, მაცხოვრებლების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვას, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველა მომხმარებელი იქნება უფლებამოსილი, რომ ბაზარზე არ ივაჭროს. უნდა შემოვიდეს მიმწოდებლის ინსტიტუტი, რომელიც ასევე საკმაოდ აპრობირებული ინსტიტუტია. ამის წინაპირობა არის ბაზრის რეორგანიზაცია და მიმწოდებლის ინსტიტუტის შემოტანა. დღეს ამის უფლება იურიდიულ პირებს აქვთ.

სააქციო საზოგადოება "თელასმა" სატარიფო განაცხადი შემოიტანა 23-ში, მას შემდეგ, რაც თბოლელექტროსადგურების ტარიფები დადგინდა ("თელასიც" არის თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი). კომისიას აქვს კონკრეტული ვადები - სამი დღის ვადაში ჩვენ უნდა დავდგინოთ ხარვეზი და დავაბრუნოთ უკან სატარიფო განაცხადი ან დავიწყოთ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. მაქსიმალური ვადა არის 150 დღე და ამ ვადაში იქნება ტარიფი დათვლილი. რაც შეეხება, შეკითხვას რამდენით გაიზრდება ტარიფი, ამაზე შეფასებების გაკეთების შესაძლებლობა აქვთ ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და ა.შ., მაგრამ კომისია, რომელსაც აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ დოკუმენტაციის საფუძველზე გააკეთოს შეფასება, წინასწარ ვერაფერს იტყვის", - განაცხადა ირინა მილორავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."