სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ლევანს ცოლ-ქმარი არ გვქვია, თორემ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან"
"მე და ლევანს ცოლ-ქმარი არ გვქვია, თორემ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან"

ზო­გა­დად, შვი­ლის გაზ­რდა ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა, მით უმე­ტეს ტყუ­პე­ბის, რო­მელ­თაც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ან ერ­თდრო­უ­ლად უჩ­ნდე­ბათ მო­თხოვ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი. მუ­სი­კოს მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს, სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დელს, ასე ვთქვათ, "პირ­ველ შვი­ლად" ტყუ­პი ბიჭი მო­ევ­ლი­ნა. დღეს მისი შვი­ლე­ბი 11 წლი­სა­ნი არი­ან და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რი­ან. მაია დე­დის ამ­პლუ­ა­ში ჩავ­წე­რეთ.

- დედა 23 წლის ასაკ­ში გავ­ხდი და რა თქმა უნდა, მა­შინ­ვე ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, მე­ტიც, ალ­ბათ დღემ­დე არ მაქვს ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რას ნიშ­ნავს იყო დედა. ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში რომ გა­ვი­გე, ტყუპს ვე­ლო­დი, თა­ვი­დან შოკ­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მათ და­ბა­დე­ბამ­დე გა­ვი­თა­ვი­სე ეს ყვე­ლა­ფე­რი. პირ­ველ შვი­ლე­ბად, გა­მო­უც­დელს რომ ტყუ­პი გიჩ­ნდე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რთუ­ლია.

- ბავ­შვე­ბის გაზ­რდა­ში ვინ გეხ­მა­რე­ბო­დათ?

- დედა და და, ფაქ­ტობ­რი­ვად მათი გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტყუ­პის გაზ­რდა ად­ვი­ლი არაა, ამი­ტომ ჩემ­თან ერ­თად ბევ­რი ხალ­ხი იყო ჩარ­თუ­ლი.

- ტყუპ­ზე ამ­ბო­ბენ, ერ­თად შივ­დე­ბათ, ერ­თად ეძი­ნე­ბათ, ერ­თად უნ­დე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი და ეს კი­დევ არ­თუ­ლებს მათ გაზ­რდა­სო. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ იყო?

- ჩე­მე­ბი არ არი­ან იდენ­ტუ­რი ტყუ­პე­ბი, ამი­ტომ ერ­თდრო­უ­ლად არ უჩ­ნდე­ბათ რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი. თუმ­ცა თუ ერთი ცუ­დად ხდე­ბო­და, მე­ო­რე დღეს – მე­ო­რეც არ "ჩა­მორ­ჩე­ბო­და", ანუ ერთი დღე ჰქონ­დათ შუ­ა­ლე­დი. ზო­გა­დად, შვი­ლის გაზ­რდა მარ­ტი­ვი არაა, მით უმე­ტეს ტყუ­პის, მაგ­რამ ეს სირ­თუ­ლე ბავ­შვებს არ უგ­რძნი­ათ, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ში­შე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა – ეს გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად მოქ­მე­დებს ადა­მი­ან­ზე, მაგ­რამ თან ახ­ლავს შვი­ლე­ბის გაზ­რდას. დღეს ჩემი შვი­ლე­ბი 11 წლი­სე­ბი არი­ან დ ვერ ვი­ტყვი, რომ ახლა მო­მეხ­სნა თუნ­დაც ში­შე­ბი, ახლა უფრო მე­ში­ნია და ალ­ბათ და­უს­რუ­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა.

- რა აკ­რძალ­ვე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი გაქვთ შვი­ლებ­თან? თუ დგე­ბა მათი დას­ჯის სა­ჭი­რო­ე­ბა და რო­გო­რია თქვე­ნე­უ­ლი მე­თო­დი...

- გა­მო­რი­ცხუ­ლია, რო­მე­ლი­მე დავ­სა­ჯო, ეს არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია და არც გა­ვა­კე­თებ, არ მიყ­ვარს კუ­თხე­ში დად­გო­მის მსგავ­სი პრინ­ცი­პე­ბი და მიდ­გო­მე­ბი. ჯო­ბია, თა­ვი­სუფ­ლად იყ­ვნენ და მერე თვი­თონ უფრო კარ­გად მიხ­ვდე­ბი­ან, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ, თუნ­დაც ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რა­ღა­ცე­ბის ძა­ლით გა­კე­თე­ბა, ეს უბ­რა­ლოდ წყლის ნაყ­ვაა, რად­გან თუ არ უნდა, ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თე­ბი­ნებ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მე და ლევანს ცოლ-ქმარი არ გვქვია, თორემ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან"

"მე და ლევანს ცოლ-ქმარი არ გვქვია, თორემ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან"

ზოგადად, შვილის გაზრდა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, მით უმეტეს ტყუპების, რომელთაც, როგორც ამბობენ, ერთმანეთის მიყოლებით ან ერთდროულად უჩნდებათ მოთხოვნები და სურვილები. მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილს, სრულიად გამოუცდელს, ასე ვთქვათ, "პირველ შვილად" ტყუპი ბიჭი მოევლინა. დღეს მისი შვილები 11 წლისანი არიან და არაჩვეულებრივად მღერიან. მაია დედის ამპლუაში ჩავწერეთ.

- დედა 23 წლის ასაკში გავხდი და რა თქმა უნდა, მაშინვე ვერ გავაცნობიერე, მეტიც, ალბათ დღემდე არ მაქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო დედა. ორსულობის პერიოდში რომ გავიგე, ტყუპს ველოდი, თავიდან შოკში ვიყავი, მაგრამ მათ დაბადებამდე გავითავისე ეს ყველაფერი. პირველ შვილებად, გამოუცდელს რომ ტყუპი გიჩნდება, რასაკვირველია, რთულია.

- ბავშვების გაზრდაში ვინ გეხმარებოდათ?

- დედა და და, ფაქტობრივად მათი გაზრდილები არიან. მოგეხსენებათ, ტყუპის გაზრდა ადვილი არაა, ამიტომ ჩემთან ერთად ბევრი ხალხი იყო ჩართული.

- ტყუპზე ამბობენ, ერთად შივდებათ, ერთად ეძინებათ, ერთად უნდებათ ყველაფერი და ეს კიდევ ართულებს მათ გაზრდასო. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ჩემები არ არიან იდენტური ტყუპები, ამიტომ ერთდროულად არ უჩნდებათ რაღაცების კეთების სურვილი. თუმცა თუ ერთი ცუდად ხდებოდა, მეორე დღეს – მეორეც არ "ჩამორჩებოდა", ანუ ერთი დღე ჰქონდათ შუალედი. ზოგადად, შვილის გაზრდა მარტივი არაა, მით უმეტეს ტყუპის, მაგრამ ეს სირთულე ბავშვებს არ უგრძნიათ, ნერვიულობა, შიშები, პასუხისმგებლობა – ეს გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ თან ახლავს შვილების გაზრდას. დღეს ჩემი შვილები 11 წლისები არიან დ ვერ ვიტყვი, რომ ახლა მომეხსნა თუნდაც შიშები, ახლა უფრო მეშინია და ალბათ დაუსრულებლად ასე იქნება.

- რა აკრძალვები და მოთხოვნები გაქვთ შვილებთან? თუ დგება მათი დასჯის საჭიროება და როგორია თქვენეული მეთოდი...

- გამორიცხულია, რომელიმე დავსაჯო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ, არ მიყვარს კუთხეში დადგომის მსგავსი პრინციპები და მიდგომები. ჯობია, თავისუფლად იყვნენ და მერე თვითონ უფრო კარგად მიხვდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ, თუნდაც ჩემთან მიმართებაში. რაღაცების ძალით გაკეთება, ეს უბრალოდ წყლის ნაყვაა, რადგან თუ არ უნდა, ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ.

განაგრძეთ კითხვა