მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის
სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის

დე­ნის ტა­რი­ფის ზრდა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე მტკივ­ნე­უ­ლად აი­სა­ხე­ბა. გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წარ­მე­ე­ბი პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მთავ­რო­ბამ რამ­დე­ნიც უნდა ამ­ტკი­ცოს, რომ მე­წარ­მე­ე­ბი ფასს ვერ მო­უ­მა­ტე­ბენ და "ნე­ბის­მი­ერ პრო­ცეს­ში მთავ­რო­ბა ჩა­ე­რე­ვა", ეს ბაქი-ბუქი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოა. ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თიც არ იყო გა­სუ­ლი, რომ მე­წარ­მე­ე­ბის ნა­წი­ლი გარ­და­უ­ვალ გაძ­ვი­რე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი სფე­რო, სა­დაც ტა­რი­ფის ზრდა გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს. გან­სა­კუთ­რე­ბით ის სა­კონ­დიტ­რო ნა­წარმ­ზე აი­სა­ხე­ბა. სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ცხო­ბებ­ში, სა­სა­წყო­ბო მე­ურ­ნე­ო­ბებ­სა და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებ­ში. დიდი ალ­ბა­თო­ბით, გაძ­ვირ­დე­ბა ისე­თი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი დრო­ით შე­ნახ­ვა სჭირ­დე­ბა.

სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე თით­ქმის არ რჩე­ბა მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც ტა­რი­ფის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გავ­ლე­ნა არ იგ­რძნო­ბა. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, მე­წარ­მე­ებ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის "მუ­ქა­რას" ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ონ. ისი­ნი არ მა­ლა­ვენ, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს გაძ­ვი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა გა­და­უვ­ლის.

მთავ­რო­ბა სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს. ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის კახა კა­ლა­ძის თქმით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის კო­რექ­ტი­რე­ბამ და იმ ნიშ­ნულ­ზე დაბ­რუ­ნე­ბამ, რაც იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის მო­მენ­ტის­თვის, არ უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა, რად­გან მის ფას­წარ­მოქ­მნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წილი მი­ნი­მა­ლუ­რია.

ამი­ტომ, თუკი ვინ­მე შე­ეც­დე­ბა ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბას და ფა­სე­ბის გაზ­რდას, სა­ხელ­მწი­ფო აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ე­რე­ვა და არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას, სპე­კუ­ლა­ცია მო­ახ­დი­ნოს და პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბი გა­ზარ­დოს.

მი­ნის­ტრის ამ გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­წარ­მე­ე­ბი არ მა­ლა­ვენ, რომ პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა მო­უ­წევთ. სა­კონ­დიტ­რო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯის ზრდა, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ნედ­ლე­უ­ლის გაძ­ვი­რე­ბაც და­ე­მა­ტოს, ნა­წარ­მის ფას­ზეც აი­სა­ხე­ბა.

კომ­პა­ნია "გურ­მეს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ში­შობს, რომ სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბა რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ცუ­დად იმოქ­მე­დებს.

"დე­ნის გაძ­ვი­რე­ბა ჩვენს ბიზ­ნესს ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლებს. გაგ­ვიძ­ვირ­დე­ბა არა მარ­ტო კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი, არა­მედ ნედ­ლე­უ­ლიც, რის გა­მოც ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვე­რაფ­რით შევ­ძლებთ. და­მა­ტე­ბით რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით, რად­გან რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა ისე­დაც გვაქვს. გაძ­ვი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მყიდ­ვე­ლი შე­მოგ­ვაკ­ლდე­ბა. სა­სი­კე­თოს არა­ფერს ვე­ლო­დე­ბით. დე­ნის გაძ­ვი­რე­ბა და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ზო­გა­დო­ე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ფე­ნა­ზე აი­სა­ხე­ბა. ცხა­დია მომ­ხმა­რებ­ლის­თვი­საც მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა და ჩვენ­თვი­საც, რად­გან ბიზ­ნესს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა",- აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

სა­კონ­დიტ­რო პრო­დუქ­ტის მო­სა­ლოდ­ნელ გაძ­ვი­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ "მა­და­შიც". კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რის, ქე­თე­ვან და­დი­ა­ნის თქმით, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბი­ან, რომ სხვა­ო­ბა ფას­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო იყოს. "დე­ნის ტა­რი­ფი პრო­დუქ­ტის ფას­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს. ასეა ტრა­დი­ცი­უ­ლად. ამი­ტომ არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ჩვენც მოგ­ვი­წევს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის

სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის

დენის ტარიფის ზრდა სამომხმარებლო ბაზარზე მტკივნეულად აისახება. გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, მეწარმეები პროდუქტის გაძვირებისთვის ემზადებიან. მთავრობამ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ მეწარმეები ფასს ვერ მოუმატებენ და "ნებისმიერ პროცესში მთავრობა ჩაერევა", ეს ბაქი-ბუქი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ მეწარმეების ნაწილი გარდაუვალ გაძვირებაზე ალაპარაკდა.

როგორც ირკვევა, ძნელად მოიძებნება ისეთი სფერო, სადაც ტარიფის ზრდა გავლენას არ მოახდენს. განსაკუთრებით ის საკონდიტრო ნაწარმზე აისახება. საფასო ცვლილება მოსალოდნელია საცხობებში, სასაწყობო მეურნეობებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. დიდი ალბათობით, გაძვირდება ისეთი იმპორტირებული პროდუქტი, რომელსაც გარკვეული დროით შენახვა სჭირდება.

სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის არ რჩება მიმართულება, სადაც ტარიფის მოსალოდნელი გავლენა არ იგრძნობა. ნაკლებად სავარაუდოა, მეწარმეებმა მაღალჩინოსნების "მუქარას" ანგარიში გაუწიონ. ისინი არ მალავენ, რომ სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის.

მთავრობა საპირისპიროს ამტკიცებს. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებამ და იმ ნიშნულზე დაბრუნებამ, რაც იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მომენტისთვის, არ უნდა გამოიწვიოს პროდუქტის გაძვირება, რადგან მის ფასწარმოქმნაში ელექტროენერგიის წილი მინიმალურია.

ამიტომ, თუკი ვინმე შეეცდება ამ თემით სპეკულირებას და ფასების გაზრდას, სახელმწიფო აუცილებლად ჩაერევა და არავის მისცემს უფლებას, სპეკულაცია მოახდინოს და პროდუქტებზე ფასები გაზარდოს.

მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, მეწარმეები არ მალავენ, რომ პროდუქტის გაძვირება მოუწევთ. საკონდიტრო ბიზნესის წარმომადგენელთა თქმით, კომუნალური ხარჯის ზრდა, რასაც შეიძლება ნედლეულის გაძვირებაც დაემატოს, ნაწარმის ფასზეც აისახება.

კომპანია "გურმეს" წარმომადგენელი შიშობს, რომ საფასო ცვლილება რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედებს.

"დენის გაძვირება ჩვენს ბიზნესს ძალიან დააზარალებს. გაგვიძვირდება არა მარტო კომუნალური გადასახადი, არამედ ნედლეულიც, რის გამოც ფასის შენარჩუნებას ვერაფრით შევძლებთ. დამატებით რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან რეალიზაციის პრობლემა ისედაც გვაქვს. გაძვირების შემთხვევაში მყიდველი შემოგვაკლდება. სასიკეთოს არაფერს ველოდებით. დენის გაძვირება და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული პრობლემა მეტ-ნაკლებად საზოგადოების თითქმის ყველა ფენაზე აისახება. ცხადია მომხმარებლისთვისაც მტკივნეული იქნება და ჩვენთვისაც, რადგან ბიზნესს ძალიან გაუჭირდება",- აცხადებენ კომპანიაში.

საკონდიტრო პროდუქტის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ "მადაშიც". კომპანიის მენეჯერის, ქეთევან დადიანის თქმით, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ სხვაობა ფასში უმნიშვნელო იყოს. "დენის ტარიფი პროდუქტის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასეა ტრადიციულად. ამიტომ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება ჩვენც მოგვიწევს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია