პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნება - ფესტივალის ექსკლუზიური დეტალები
დღეს ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნება - ფესტივალის ექსკლუზიური დეტალები

დღეს თბი­ლის­ში ევ­რო­პის XIII ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი გა­იხ­სნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არც სა­ქარ­თვე­ლო­ში და არც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ასე­თი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა აქამ­დე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მას­ში ევ­რო­პის 48 ქვეყ­ნი­დან 4 ათა­სამ­დე სპორ­ტსმე­ნი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

26 ივ­ლისს ლო­კო­მო­ტი­ვის სტა­დი­ონ­ზე ოლიმ­პი­ა­და სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნე­ბა. ამ დღის­თვის მზა­დე­ბა და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ყო­ველ­დღე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სტა­დი­ონ­ზე მი­სუ­ლი გა­გა­ნია მო­საზ­მა­დე­ბელ პრო­ცესს შე­ვეს­წა­რი. მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, მო­დე­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი, და­სუფ­თა­ვე­ბის სასმსა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დე­კო­რა­ტო­რე­ბი, მხატ­ვრე­ბი, მშე­ნებ­ლე­ბი... ყვე­ლა იქ იყო თავ­მოყ­რი­ლი და თავ-თა­ვის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი. ისე, რომ ერ­თმა­ნეთს ხელს არ უშ­ლიდ­ნენ. ერ­თა­დერ­თი ხე­ლის­შემ­შლე­ლე­ბი აქ უზარ­მა­ზა­რი, (მარ­თლა ვეტმფრე­ნი­ვით) კა­ლი­ე­ბი იყ­ვნენ. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ შე­ვი­ტყობ, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის რე­ჟი­სორს, გოჩა კა­პა­ნა­ძეს, ამ შოუს დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, ხმის იო­გებ­ზე მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და. უკვე მე­რამ­დე­ნე დღეა სტა­დი­ონს მისი ხმა ავ­სებს: "მო­ვემ­ზა­დეთ", "ღი­მი­ლით", "ხაზ­ში ია­რეთ", "დის­ტან­ცია", "ვიცი რომ და­ი­ღა­ლეთ, მაგ­რამ ეს არა­ვინ არ უნდა იგ­რძნოს, შე­მარ­თე­ბით", "მად­ლო­ბა ყვე­ლას. შემ­დე­გი ჯგუ­ფი!"... ბა­ტო­ნი გოჩა სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თით მოვ­წყვი­ტეთ სა­მუ­შაო პრო­ცესს, რათა პი­რა­დად მის­გან შეგ­ვე­ტყო, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა და რო­გო­რი სა­ნა­ხა­ო­ბა ელის მა­ყუ­რე­ბელს. (იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა)

- რო­გორც ვხვდე­ბი, მას­შტა­ბუ­რი და გრან­დი­ო­ზუ­ლი შოუ ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს.

- მეც ასე ვფიქ­რობ, - რა თქმა უნდა, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბით. იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან და­უ­ვი­წყა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა. მა­ყუ­რე­ბელ­საც და ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­საც, მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, - 3600 სპორ­ტსმე­ნი, უკვე მე­ო­რე დღეს­ვე იწყებს ას­პა­რე­ზო­ბა­ში ჩარ­თვას და ამი­ტომ დრო გან­სა­ზღვრუ­ლი გვაქვს. სა­დღაც 10 სა­ა­თის შემ­დეგ აღარ უნდა გაგ­რძელ­დეს ეს სა­ნა­ხა­ო­ბა. ჩვენ ამ გან­სა­ზღვრულ დრო­ში შე­ვეც­დე­ბით ვაჩ­ვე­ნოთ მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო, თა­ვი­სი ყვე­ლა სუ­ლი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის წარ­მა­ტე­ბე­ბის, ეთ­ნოგ­რა­ფი­ის, ფოლკ­ლო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუმ­ცა იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლიც. ამ ახალ­გაზ­რდულ ოლიმ­პი­ა­დას ხომ ასე­თი სლო­გა­ნი აქვს: "ნა­ბი­ჯი მო­მავ­ლი­სა­კენ".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დღეს ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნება - ფესტივალის ექსკლუზიური დეტალები

დღეს ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნება - ფესტივალის ექსკლუზიური დეტალები

დღეს თბილისში ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ არც საქართველოში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა. მასში ევროპის 48 ქვეყნიდან 4 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

26 ივლისს ლოკომოტივის სტადიონზე ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნება. ამ დღისთვის მზადება და რეპეტიციები ყოველდღე მიმდინარეობს. სტადიონზე მისული გაგანია მოსაზმადებელ პროცესს შევესწარი. მოცეკვავეები, მოდელები, სტუდენტები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, დასუფთავების სასმსახურის წარმომადგენლები, დეკორატორები, მხატვრები, მშენებლები... ყველა იქ იყო თავმოყრილი და თავ-თავის საქმეში ჩართული. ისე, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ერთადერთი ხელისშემშლელები აქ უზარმაზარი, (მართლა ვეტმფრენივით) კალიები იყვნენ. არ გამიკვირდება, თუ შევიტყობ, რომ ღონისძიების რეჟისორს, გოჩა კაპანაძეს, ამ შოუს დასრულების შემდგომ, ხმის იოგებზე მკურნალობა დასჭირდა. უკვე მერამდენე დღეა სტადიონს მისი ხმა ავსებს: "მოვემზადეთ", "ღიმილით", "ხაზში იარეთ", "დისტანცია", "ვიცი რომ დაიღალეთ, მაგრამ ეს არავინ არ უნდა იგრძნოს, შემართებით", "მადლობა ყველას. შემდეგი ჯგუფი!"... ბატონი გოჩა სულ რამდენიმე წუთით მოვწყვიტეთ სამუშაო პროცესს, რათა პირადად მისგან შეგვეტყო, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება და როგორი სანახაობა ელის მაყურებელს. (იხილეთ ფოტოგალერეა)

- როგორც ვხვდები, მასშტაბური და გრანდიოზული შოუ ელოდება მაყურებელს.

- მეც ასე ვფიქრობ, - რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების გათვალიწინებით. იქნება ძალიან დაუვიწყარი სანახაობა. მაყურებელსაც და ტელემაყურებელსაც, მინდა შევახსენო, რომ სპორტსმენების თითქმის ნახევარზე მეტი, - 3600 სპორტსმენი, უკვე მეორე დღესვე იწყებს ასპარეზობაში ჩართვას და ამიტომ დრო განსაზღვრული გვაქვს. სადღაც 10 საათის შემდეგ აღარ უნდა გაგრძელდეს ეს სანახაობა. ჩვენ ამ განსაზღვრულ დროში შევეცდებით ვაჩვენოთ მთლიანად საქართველო, თავისი ყველა სულიერების, კულტურის წარმატებების, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის გათვალისწინებით, თუმცა იქნება მომავალიც. ამ ახალგაზრდულ ოლიმპიადას ხომ ასეთი სლოგანი აქვს: "ნაბიჯი მომავლისაკენ".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია