პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს…" - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება
  "ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს…" - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება

ლელა კა­კუ­ლი­ას ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მისი მო­რი­გი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­მე­ლიც მან 2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.

2014 წელი, 26 ნო­ემ­ბე­რი, თბი­ლი­სი.

წარ­სულ­ში, 1992 წელს, თუ არ ვცდე­ბი, პირ­ვე­ლად დავ­წე­რე: რუ­სეთს ძა­ლი­ან სურს აფხა­ზე­თის მი­ერ­თე­ბა, მაგ­რამ ეს ღია, უტვი­ნო თა­მა­შია და სურ­ვი­ლი არ აუს­რულ­დე­ბა-მეთ­ქი. დღეს უკვე ღიად ჩანს, რომ პუ­ტი­ნის მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­ში არ არის საღი მარ­ცვა­ლი, რაც ასე სჭირ­დე­ბა თა­ვად რუს ხალ­ხს. პუ­ტინს დიდი დარ­ტყმა ელის. მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბი და კოს­მო­სი არ და­უშ­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­ნა­წევ­რე­ბას, აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ჩა­მოჭ­რას. პუ­ტინ­მა ბრძო­ლა უკვე წა­ა­გო.

მინ­და გი­თხრათ, ჩემო ქარ­თვე­ლე­ბო, რომ სამ­ყა­როს მარ­თავს კოს­მო­სი, ყვე­ლა­ფე­რი იქ წყდე­ბა და არა აქ, დე­და­მი­წა­ზე, და არა ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ.

ისევ ვხე­დავ ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო გე­მებს შავ ზღვა­ზე. მათი გა­მო­ჩე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს წყლებ­ში წარ­სულ­ში, ასე ვთქვათ, სულ სხვა ტაქ­ტი­კა იყო, ახლა კი სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას ვხე­დავ. შავ ზღვა­ზე გან­ლაგ­დე­ბი­ან ნატო-ს სამ­ხედ­რო გე­მე­ბი, რო­მე­ლე­ბიც სა­ო­მარ მზად­ყოფ­ნა­ში იქ­ნე­ბი­ან. აქ მხო­ლოდ ერთი ქვეყ­ნის, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის ხო­მალ­დებს არ ვხე­დავ. ეს რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფოს გე­მე­ბია. ეს უკვე არის სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რი დაც­ვა. ვხე­დავ, ყი­რიმ­ში უფრო ამარ­თლებს პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ვერა.

არ მა­ინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ეკო­ნო­მის­ტე­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის ანა­ლი­ზე­ბი და დას­კვნე­ბი. პირ­და­პირ ვხე­დავ, რომ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა ნულს ქვე­მო­თაა ჩა­მო­სუ­ლი. ეს ვარ­დნა არ შე­ჩერ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამე­რი­კე­ლი "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი~ რუ­სე­თის­თვის არაფ­რის დათ­მო­ბას არ აპი­რე­ბენ. "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის~ გა­მარ­ჯვე­ბა არის უდი­დე­სი დარ­ტყმა რუ­სე­თის­თვის და ეს კარ­გად იცის პუ­ტინ­მა. "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი~ ასე­ვე დიდი დარ­ტყმაა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის­თვი­საც. ის­ლა­მის­ტე­ბი თა­ვის გე­მო­ზე ვერ გაშ­ლი­ან ფრთებს. ამე­რი­კე­ლე­ბი პირ­და­პირ და­ბომ­ბა­ვენ იმა­ზე უა­რე­სად, ვიდ­რე 1945-ში და­ბომ­ბა ტრუ­მენ­მა ჰი­რო­სი­მა და ნა­გა­სა­კი.

კი­დევ ვი­მე­ო­რებ: რუ­სეთ-ჩი­ნე­თის ალი­ან­სი არის ბლე­ფი. ეს ღიად გა­მოჩ­ნდე­ბა. ომი რუ­სეთ­სა და ჩი­ნეთს შო­რის ისე­ვე გარ­და­უ­ვა­ლია, რო­გორც ომი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნას შო­რის. ეს იქ­ნე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ომი. ია­პო­ნია ჯერ ოქ­როს შუ­ა­ლედს და­ი­კა­ვებს, მერე კი ისიც ჩა­ე­რე­ვა და­ვა­ში და მო­ი­თხოვს სა­კუ­თა­რი კუნ­ძუ­ლე­ბის — კუ­რი­ლის კუნ­ძუ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას. მისი ქმე­დე­ბე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა აშშ-სთან, უპირ­ვე­ლე­სად, და ასე­ვე ევ­რო­პას­თან. სწო­რედ ამე­რი­კი­დან მი­ი­ღე­ბენ მი­თი­თე­ბებს.

ვხე­დავ დიდ ჭი­დილს კუ­ლი­სებს მიღ­მა — პო­ლი­ტი­კურ ჭი­დილს. "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი~ უკან არ და­ი­ხე­ვენ, ევ­რო­პა­ში რა­კე­ტებს დად­გა­მენ, რომ­ლე­ბიც პი­რით რუ­სე­თის­კენ იქ­ნე­ბი­ან მიქ­ცე­უ­ლე­ბი.

რუ­სე­თი ვერ გა­მო­ი­ყე­ნებს ბირ­თვულ ია­რაღს, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, ისი­ნიც კი, ვინც ჯერ კი­დევ მის მხა­რე­ზეა. ვხე­დავ, რომ ამე­რი­კა პირ­და­პირ ემუქ­რე­ბა და­ბომბვით და ამე­რი­კას ეს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა.

ახლა ვხე­დავ იმას, რაც აქამ­დე არ და­მი­ნა­ხავს: კოს­მოს­ში ვხე­დავ ღი­ლა­კებს — რამ­დე­ნი­მე ღი­ლაკს. თითს და­ა­ჭერ და პირ­და­პირ ჩა­მო­ვა ია­რა­ღი. ეს კოს­მო­სუ­რი ია­რა­ღია და მისი მსგავ­სი რუ­სეთს არ გა­აჩ­ნია. რა­კე­ტებ­ზე ვხე­დავ ემბლე­მას — ერ­თთა­ვი­ან არ­წივს, თეთ­რი თა­ვით. ამე­რი­კის გერბს ჰგავს. ჰოდა, ამე­რი­კა და­ას­წრებს რუ­სეთს. ვხე­დავ, პირ­და­პირ უთხრეს პუ­ტინს, დე­დას გი­ტი­რებ­თო. ამას გარ­და, რუ­სებს მუს­ლი­მე­ბი შე­უც­ვივ­დე­ბი­ან ტრა­მა­ლებ­ში და სის­ხლის ტბებს და­ა­ყე­ნე­ბენ.

ვხე­დავ, აფ­სუ­ებ­მა თა­ვად გა­მო­უ­ტა­ნეს სა­კუ­თარ თავს გა­ნა­ჩე­ნი. ელო­დეთ პა­ტარ-პა­ტა­რა ომებს. რუ­სუ­ლი გეგ­მა — მთლი­ა­ნი ანექ­სია სა­ქარ­თვე­ლო­სი — არ ას­რულ­დე­ბა. რუ­სე­თი ასე­ვე ფიქ­რობს მთე­ლი კავ­კა­სი­ის და­პყრო­ბას, მაგ­რამ კოს­მო­სი ამას არ და­უშ­ვებს. რუ­სუ­ლი გეგ­მა ცნო­ბი­ლია ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის­თვის. ამი­ტო­მაც ისი­ნი უფრო ომის­თვის არი­ან მზად, ვიდ­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის.

მო­დი­ან ახა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ახა­ლი ძა­ლე­ბი და ესეც დიდ როლს ითა­მა­შებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ვხე­დავ, ხმას აი­მაღ­ლებს რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ; იმ პო­ლი­ტი­კი­სა, რო­მე­ლიც გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. იქ­ნე­ბა დიდი გა­მოს­ვლე­ბი, მი­ტინ­გე­ბი და ყვე­ლას მხო­ლოდ ერთი მო­თხოვ­ნა ექ­ნე­ბა: რუ­სე­ბო, გა­ეთ­რი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან!

ვხე­დავ, რუ­სე­თი აზერ­ბა­ი­ჯან­საც და­ე­მუქ­რე­ბა, მაგ­რამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­უბ­რუ­ნებს პა­სუხს თურ­ქეთ­თან ერ­თად. თურ­ქე­თი ღიად და­უ­ჭერს მხარს აზერ­ბა­ი­ჯანს და რუ­სეთს ნო­ტა­საც კი გა­უგ­ზავ­ნის, რომ კავ­კა­სია თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზეა და რუ­სებ­მა სჯობს, თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ სა­კუ­თა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას. "და მე­ზო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ სამ­ხედ­რო ხა­ზით მოძ­რა­ო­ბა­საც და­უკ­ვირ­დით. აგ­რე­სი­ა­ზე ნურც იფიქ­რებთ. თუ იქ­ნე­ბა ომი, ჩვენც ჩა­ვერ­თვე­ბით ომში!~ — გა­ნა­ცხა­დებს თურ­ქე­თი. ყვე­ლა­ფე­რი ეს კოს­მო­სი­დან მო­დის.

2014 წელი, 28 ნო­ემ­ბე­რი, თბი­ლი­სი.

20:50 სთ.

რუ­სე­თი დაჭ­რილ დათვს და­ემ­სგავ­სა სა­ბო­ლო­ოდ, რო­მე­ლიც თავს ვერ აკონ­ტრო­ლებს და უდი­დეს პო­ლი­ტი­კურ შეც­დო­მებს უშ­ვებს. ნათ­ქვა­მი რო­მაა, წე­რა­საა ატა­ნი­ლიო, ზუს­ტად ისეა. რუ­სე­თი წე­რას ჰყავს ატა­ნი­ლი. ვი­მე­ო­რებ, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­უთ­მო­ბენ ამე­რი­კა და ევ­რო­პა. არ­სე­ბობს უხი­ლა­ვი სა­ზღვა­რი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში ისა­ხე­ბა ხოლ­მე და ხი­ლუ­ლია მხო­ლოდ ძლი­ერ­თათ­ვის ამა ქვეყ­ნი­სა და არა უბ­რა­ლო ხალ­ხის­თვის. რუ­სეთ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ეს სა­ზღვა­რი და­არ­ღვია. მათ არ აპა­ტი­ე­ბენ და უდი­დეს დარ­ტყმას მი­ი­ღე­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, ფა­შის­ტებ­ზე უა­რეს დღე­ში ჩაც­ვივ­დე­ბი­ან. ერთი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი მარ­თავს ამას, და თა­მა­შობს ისეთ თა­მაშს, რომ უხი­ლავ სა­ზღვარს იქით არ გა­და­დის, მაგ­რამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა პი­რო­ბას და­არ­ღვევს და და­ი­წყე­ბა დიდი ომი. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ოც­რე­ბას ჰგავს არა? დიახ, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფე­რი კოს­მო­სი­დან მო­დის.

ის ომე­ბი, რო­მელ­თაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი აწარ­მო­ებს, ისევ რუ­სეთს არ­თმევს ძალ-ღო­ნე­სა და ენერ­გი­ას. არ მის­ცემს კრემლს სა­შუ­ა­ლე­ბას კოს­მო­სი, რომ რუ­სეთ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ანექ­სია, და­პყრო­ბა გა­ნაგ­რძოს. უცებ ძა­ლი­ან რთულ მო­მენ­ტში გა­ე­ჩხი­რე­ბი­ან, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი მათ წი­ნა­აღ­მდეგ აღ­დგე­ბა. დიდი ხა­ნია ამას ვი­მე­ო­რებ. ეს დრო უფრო და უფრო ახ­ლოვ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა რკი­ნიგ­ზას, რო­მელ­მაც აფხა­ზე­თის გავ­ლით რუ­სე­თი სომ­ხეთ­თან უნდა და­ა­კავ­ში­როს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ლა­პა­რა­კობს, თო­რემ სა­ქარ­თვე­ლო რა აზ­რი­საა ამა­ზე, სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია, არ აინ­ტე­რე­სებს. ისე, ქარ­თვე­ლებ­მა მად­ლო­ბა ხომ არ უნდა ვუ­თხრათ, რომ პირ­და­პირ არ დაგ­ვარ­ტყა?

რაც რუ­სეთ­მა და­ი­პყრო და მი­ით­ვი­სა, ეს სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა თუ კავ­კა­სი­ის სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბი, ძა­ლი­ან მალე უკან და­აბ­რუ­ნე­ბენ.

ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში აღ­ვნიშ­ნე, აფ­სუ­ე­ბი, რო­გორც ერი, იკარ­გე­ბა და ნად­გურ­დე­ბა-მეთ­ქი. დღეს ეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ასი პრო­ცენ­ტით სრულ­დე­ბა.

ვი­მე­ო­რებ: რუ­სე­თის მტა­ცებ­ლუ­რი, ცხო­ვე­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა დიდ­ხანს ვე­ღარ გას­ტანს. უკვე ახ­ლო­საა დრო, როცა რუ­სეთ­მა, პა­სუ­ხი უნდა აგოს ყვე­ლა­ფერ­ზე.

სხვა­თა შო­რის, ვხე­დავ ჩრდი­ლო­ეთს, ჩრდი­ლო­ეთ ყი­ნუ­ლო­ვან ოკე­ა­ნეს, აის­ბერ­გებს და... ატო­მურ აფეთ­ქე­ბას. კი­დევ კარ­გი ამ დიდ უარ­ყო­ფით ენერ­გი­ას თვი­თონ­ვე კოს­მო­სი ჩა­აქ­რობს.

სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ომ ვერ შე­იგ­ნო ის, რომ რუ­სე­თი, ეს არის ძა­ლა­დო­ბა, ომე­ბი, ნგრე­ვა. ასე­თი კოდი აქვთ მათ. ამი­ტომ კოს­მო­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ადევ­ნებს თვალ­ყურს რუ­სეთს და ბევრ რა­მე­ში აჩე­რებს, თო­რემ დე­და­მი­წა­ზე ომე­ბი არ დამ­თავ­რდე­ბო­და; ომე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს ექ­ნე­ბო­და მე­ზო­ბელ თუ არა­მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან. დათ­მო­ბე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რუ­სე­თის­თვის უცხოა. თუმ­ცა, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დღეს რუ­სე­თის მთავ­რო­ბას ძა­ლი­ან ეში­ნია ამე­რი­კის მთავ­რო­ბი­სა. კარ­გად იც­ნო­ბენ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის~ პო­ლი­ტი­კას, რომ­ლე­ბიც რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რუ­სებ­ზე მე­ტად არ მო­ე­რი­დე­ბი­ან ომს და სწრა­ფად, ელ­ვი­სე­ბუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ დარ­ტყმებს. ეს არის ის ძალა, რო­მელ­საც კოს­მო­სი და­ახ­ვედ­რებს რუ­სებს. დიახ, ბა­ტო­ნო, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი~ ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და რუ­სე­თის ყვე­ლა ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლე­ბენ, რათა რუ­სეთს და­არ­ტყან არა პო­ლი­ტი­კუ­რად, არა­მედ რა­კე­ტე­ბით.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით, იმით, რომ რუ­სეთს არ­ცერთ სი­ტყვას არ არ­ჩე­ნენ, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ისი­ნი ძა­ლი­ან გა­მომ­წვე­ვად იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ რუ­სე­თი ჩიხ­შია მომ­წყვდე­უ­ლი და ნამ­დვილ ომს ბალ­ტი­ის­პი­რეთ­თან ვერ გა­ბე­დავს.

უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ომი გა­ი­წე­ლა. აქ ჩანს რუ­სე­თის დიდი სი­სუს­ტე, ჩანს, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში მარ­ცხი იწ­ვნია. რუ­სე­თი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნას ვერ მი­ით­ვი­სებს. მოკ­ლე ხან­ში ყი­რიმ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა.

ვხე­დავ ძა­ლი­ან დიდი ჩი­ნოვ­ნი­კის სიკ­ვდილს რუ­სეთ­ში, რაც ყვე­ლას უხა­რია. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ასე იქ­ნე­ბა. ამე­რი­კა და ევ­რო­პა ახალ სან­ქცი­ებს და­უ­წე­სე­ბენ რუ­სეთს და რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დამ რაც არ უნდა იქა­ქა­ნოს, ფაქ­ტი სა­ხე­ზე იქ­ნე­ბა. და გა­მო­დის რუსი ხალ­ხი ქუ­ჩა­ში. ვხე­დავ დიდ მი­ტინ­გებს.

სა­ერ­თოდ, ვხე­დავ, რომ ირ­გვლივ არ­სე­ბულ­მა არე­ულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ვი­თა­რე­ბამ, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა თუ და­სავ­ლეთ­ში შექ­მნილ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ, მე­დია, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ანა­ლი­ტი­კოს-პო­ლი­ტო­ლო­გე­ბიც არია და რა ხდე­ბა სა­ერ­თოდ მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში, ვე­ღარ გა­უ­გი­ათ. ამი­ტომ წა­მო­ვა ძა­ლი­ან არე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რა­საც ვე­რა­ვინ ვერ და­ა­წყობს. ეს პე­რი­ო­დი რა­ღაც დრო­ით გაგ­რძელ­დე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სრულ ვა­კუ­უმ­ში მო­ექ­ცე­ვა. მე კი ვხე­დავ და ვიცი, რომ რუ­სე­თი ცალ­კე თა­მა­შობს აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დო­ბა­ნას, ამე­რი­კა და ევ­რო­პა ცალ­კე. მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა მა­გი­დას­თან დას­ხდო­მა და, ასე ვთქვათ, მშვი­დო­ბის ჩი­ბუ­ხის გა­ბო­ლე­ბა, ფი­ზი­კურ ქმე­დე­ბებ­ში გა­და­დის. ამე­რი­კა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­საც დი­რი­ჟო­რობს და ევ­რო­პა­სა და უკ­რა­ი­ნა­საც. ამ სა­და­ვე­ებს ამე­რი­კის სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი~ ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვე­ბენ. რუ­სე­თის მთავ­რო­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბო, უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის~ მოს­ვლა ამე­რი­კის მთავ­რო­ბა­ში. აფ­სუს, ობა­მა!

ჩემი ხედ­ვით, აშშ-ის ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, რეს­პუბ­ლი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სა­მარ­თლი­ა­ნი აგ­რე­სი­ით. ისი­ნი ყვე­ლა ღო­ნეს იყე­ნებ­დნენ ხოლ­მე სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სარ­ჩე­ნად. "დე­მოკ­რა­ტე­ბი~ მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში უფრო სუს­ტე­ბი არი­ან და ამა­ში, ის­ტო­რი­ას თუ გა­და­ხე­დავთ ამე­რი­კი­სას, თა­ვა­დაც დარ­წმუნ­დე­ბით.

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ის­რა­ე­ლი ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ბა­ზაა და იქ ამე­რი­კას აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი გა­რან­ტია, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნას და ევ­რო­პას, ნამ­დვი­ლად ემუქ­რე­ბათ სა­შიშ­რო­ე­ბა რუ­სე­თი­დან, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც და­გა­ნა­ხათ მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ­მა ვი­თა­რე­ბამ, ეს არის ომის ენა­ზე ლა­პა­რა­კი და მეტი არა­ფე­რი.

დღეს ამე­რი­კა უფრო მე­ტად ემ­ზა­დე­ბა და უფრო მე­ტად წა­ა­ხა­ლი­სებს იმ პრო­ცე­დუ­რებს, რა­საც ჰქვია სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის­თვის. შერ­ბი­ლე­ბულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სა და რა­ღაც-რა­ღაც დათ­მო­ბებს სა­ერ­თოდ და­ი­ვი­წყე­ბენ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი~ და იმა­ვე ენა­ზე და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან კრემლს, რა ენა­ზეც თა­ვად რუ­სე­თი ლა­პა­რა­კობს. ხომ აქვთ რუ­სებს ან­და­ზა: "კლინ კლი­ნომ ვი­ბი­ვა­ი­უტ~. უნდა ნა­ხოთ, როცა კუ­ლი­სებ­სმიღ­მა გარ­ჩე­ვე­ბი მი­დის, რო­გორ აგი­ნე­ბენ ერ­თმა­ნეთს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სხვა­დას­ხვა რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით კი, პრე­ზი­დენ­ტე­ბი. მაგ­რამ ხალ­ხის წი­ნა­შე სხვა პო­ზა­ში დგე­ბი­ან და სუ­რა­თებს ჩა­ხუ­ტე­ბულ-გა­ღი­მე­ბუ­ლე­ბი იღე­ბენ. ვაი, თქვენს პატ­რონს! როცა ასეთ სუ­რა­თებს ვუ­ყუ­რებ ხედ­ვით, ხან­და­ხან გი­ჟი­ვით მე­ცი­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი რომ აღვწე­რო, რა­საც ვხე­დავ, ხალ­ხი გა­ოგნ­დე­ბა.

მინ­და და­ვუბ­რუნ­დე აფხა­ზე­თის სა­კითხს და აღ­ვნიშ­ნო, რომ თით­ქოს აფ­სუ­ე­ბის­გან არა­ვინ აღა­რა­ფერს მო­ე­ლის, ვი­ნა­ი­დან ერი ჩაკ­ვდა. მაგ­რამ ვხე­დავ — და ეს ძა­ლი­ა­ნაც მსი­ა­მოვ­ნებს — შე­ი­ა­რა­ღე­ბულ რაზ­მებს, რომ­ლე­ბიც დიდ სატ­კი­ვარს გა­უ­ჩე­ნენ რუ­სებს. აქ ქარ­თვე­ლე­ბიც დიდ როლს ითა­მა­შე­ბენ. ხალ­ხი არა­ვის არა­ფერს და­ე­კი­თხე­ბა, თვი­თონ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სა­კუ­თა­რი მი­წი­სა და სახ­ლის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­ლე­ბენ აფ­სუ­ე­ბის მხარ­დამ­ხარ. კოს­მო­სი უზარ­მა­ზარ ძა­ლას მის­ცემს ამ თით­ქოს­და პა­ტა­რა შე­ნა­ერ­თებს, რომ­ლებ­საც რუ­სე­ბი ვე­რა­ფერს მო­უ­ხერ­ხე­ბენ.

სა­სა­ცი­ლოა, სამ­ხრეთ ოსე­თად წო­დე­ბუ­ლი სა­მა­ჩაბ­ლო, რა­ნა­ი­რი სა­ხელ­მწი­ფოა?! შა­დი­მა­ნებს მინ­და მივ­მარ­თო: რა თა­მა­შიც არ უნდა ითა­მა­შოთ რუ­სებ­თან ერ­თად, ვერ გა­ი­მარ­ჯვებთ. ფეს­ვე­ბი­ა­ნად მოგ­ძირ­კვავთ კოს­მი­უ­რი ენერ­გია აფხა­ზე­თი­დან და სა­მა­ჩაბ­ლო­დან. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ვე­ღა­რას­დროს მო­ი­კი­დებთ ფეხს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ისევ ვხე­დავ სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლან­დე­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დაშ­ლას. ამას და­ვი­ნა­ხავ მა­ნამ, სა­ნამ არ და­იშ­ლე­ბი­ან", - წერს კა­კუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს…" - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება

  "ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს…" - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება

ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მისი მორიგი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა. რომელიც მან 2014 წლის ნოემბერში რუსეთთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა.

2014 წელი, 26 ნოემბერი, თბილისი.

წარსულში, 1992 წელს, თუ არ ვცდები, პირველად დავწერე: რუსეთს ძალიან სურს აფხაზეთის მიერთება, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია და სურვილი არ აუსრულდება-მეთქი. დღეს უკვე ღიად ჩანს, რომ პუტინის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში არ არის საღი მარცვალი, რაც ასე სჭირდება თავად რუს ხალხს. პუტინს დიდი დარტყმა ელის. მსოფლიოს ქვეყნები და კოსმოსი არ დაუშვებენ საქართველოს დანაწევრებას, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამოჭრას. პუტინმა ბრძოლა უკვე წააგო.

მინდა გითხრათ, ჩემო ქართველებო, რომ სამყაროს მართავს კოსმოსი, ყველაფერი იქ წყდება და არა აქ, დედამიწაზე, და არა ადამიანების მიერ.

ისევ ვხედავ ამერიკულ სამხედრო გემებს შავ ზღვაზე. მათი გამოჩენა საქართველოს წყლებში წარსულში, ასე ვთქვათ, სულ სხვა ტაქტიკა იყო, ახლა კი სულ სხვა მიმართულებას ვხედავ. შავ ზღვაზე განლაგდებიან ნატო-ს სამხედრო გემები, რომელებიც საომარ მზადყოფნაში იქნებიან. აქ მხოლოდ ერთი ქვეყნის, მაგალითად, ამერიკის ხომალდებს არ ვხედავ. ეს რამდენიმე სახელმწიფოს გემებია. ეს უკვე არის საქართველოს სრული და აბსოლუტური დაცვა. ვხედავ, ყირიმში უფრო ამართლებს პუტინის პოლიტიკა, საქართველოში კი ვერა.

არ მაინტერესებს პოლიტიკოსების, ეკონომისტების, ექსპერტების ანალიზები და დასკვნები. პირდაპირ ვხედავ, რომ რუსეთის ეკონომიკა ნულს ქვემოთაა ჩამოსული. ეს ვარდნა არ შეჩერდება, ვინაიდან ამერიკელი `რესპუბლიკელები~ რუსეთისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. `რესპუბლიკელების~ გამარჯვება არის უდიდესი დარტყმა რუსეთისთვის და ეს კარგად იცის პუტინმა. `რესპუბლიკელები~ ასევე დიდი დარტყმაა ახლო აღმოსავლეთისთვისაც. ისლამისტები თავის გემოზე ვერ გაშლიან ფრთებს. ამერიკელები პირდაპირ დაბომბავენ იმაზე უარესად, ვიდრე 1945-ში დაბომბა ტრუმენმა ჰიროსიმა და ნაგასაკი.

კიდევ ვიმეორებ: რუსეთ-ჩინეთის ალიანსი არის ბლეფი. ეს ღიად გამოჩნდება. ომი რუსეთსა და ჩინეთს შორის ისევე გარდაუვალია, როგორც ომი რუსეთ-უკრაინას შორის. ეს იქნება ტერიტორიული ომი. იაპონია ჯერ ოქროს შუალედს დაიკავებს, მერე კი ისიც ჩაერევა დავაში და მოითხოვს საკუთარი კუნძულების — კურილის კუნძულების დაბრუნებას. მისი ქმედებები შეთანხმებული იქნება აშშ-სთან, უპირველესად, და ასევე ევროპასთან. სწორედ ამერიკიდან მიიღებენ მითითებებს.

ვხედავ დიდ ჭიდილს კულისებს მიღმა — პოლიტიკურ ჭიდილს. `რესპუბლიკელები~ უკან არ დაიხევენ, ევროპაში რაკეტებს დადგამენ, რომლებიც პირით რუსეთისკენ იქნებიან მიქცეულები.

რუსეთი ვერ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, იმიტომ, რომ ყველა დაუპირისპირდება, ისინიც კი, ვინც ჯერ კიდევ მის მხარეზეა. ვხედავ, რომ ამერიკა პირდაპირ ემუქრება დაბომბვით და ამერიკას ეს არ გაუჭირდება.

ახლა ვხედავ იმას, რაც აქამდე არ დამინახავს: კოსმოსში ვხედავ ღილაკებს — რამდენიმე ღილაკს. თითს დააჭერ და პირდაპირ ჩამოვა იარაღი. ეს კოსმოსური იარაღია და მისი მსგავსი რუსეთს არ გააჩნია. რაკეტებზე ვხედავ ემბლემას — ერთთავიან არწივს, თეთრი თავით. ამერიკის გერბს ჰგავს. ჰოდა, ამერიკა დაასწრებს რუსეთს. ვხედავ, პირდაპირ უთხრეს პუტინს, დედას გიტირებთო. ამას გარდა, რუსებს მუსლიმები შეუცვივდებიან ტრამალებში და სისხლის ტბებს დააყენებენ.

ვხედავ, აფსუებმა თავად გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი. ელოდეთ პატარ-პატარა ომებს. რუსული გეგმა — მთლიანი ანექსია საქართველოსი — არ ასრულდება. რუსეთი ასევე ფიქრობს მთელი კავკასიის დაპყრობას, მაგრამ კოსმოსი ამას არ დაუშვებს. რუსული გეგმა ცნობილია ევროპისა და ამერიკისთვის. ამიტომაც ისინი უფრო ომისთვის არიან მზად, ვიდრე მოლაპარაკებებისთვის.

მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ახალი ძალები და ესეც დიდ როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაში. მთელი საქართველო, ვხედავ, ხმას აიმაღლებს რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ; იმ პოლიტიკისა, რომელიც განადგურებით ემუქრება საქართველოს. იქნება დიდი გამოსვლები, მიტინგები და ყველას მხოლოდ ერთი მოთხოვნა ექნება: რუსებო, გაეთრიეთ საქართველოდან!

ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანსაც დაემუქრება, მაგრამ აზერბაიჯანი აუცილებლად დაუბრუნებს პასუხს თურქეთთან ერთად. თურქეთი ღიად დაუჭერს მხარს აზერბაიჯანს და რუსეთს ნოტასაც კი გაუგზავნის, რომ კავკასია თურქეთის საზღვარზეა და რუსებმა სჯობს, თვალყური ადევნონ საკუთარი შეიარაღებული ძალების გადაადგილებას. `და მეზობელი საქართველოს მიმართ სამხედრო ხაზით მოძრაობასაც დაუკვირდით. აგრესიაზე ნურც იფიქრებთ. თუ იქნება ომი, ჩვენც ჩავერთვებით ომში!~ — განაცხადებს თურქეთი. ყველაფერი ეს კოსმოსიდან მოდის.

2014 წელი, 28 ნოემბერი, თბილისი.

20:50 სთ.

რუსეთი დაჭრილ დათვს დაემსგავსა საბოლოოდ, რომელიც თავს ვერ აკონტროლებს და უდიდეს პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს. ნათქვამი რომაა, წერასაა ატანილიო, ზუსტად ისეა. რუსეთი წერას ჰყავს ატანილი. ვიმეორებ, არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ ამერიკა და ევროპა. არსებობს უხილავი საზღვარი, რომელიც პოლიტიკურ დებატებში ისახება ხოლმე და ხილულია მხოლოდ ძლიერთათვის ამა ქვეყნისა და არა უბრალო ხალხისთვის. რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს საზღვარი დაარღვია. მათ არ აპატიებენ და უდიდეს დარტყმას მიიღებენ. სამწუხაროდ, ფაშისტებზე უარეს დღეში ჩაცვივდებიან. ერთი პატარა ადამიანი მართავს ამას, და თამაშობს ისეთ თამაშს, რომ უხილავ საზღვარს იქით არ გადადის, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ყველა პირობას დაარღვევს და დაიწყება დიდი ომი. ეს ყველაფერი საოცრებას ჰგავს არა? დიახ, იმიტომ რომ ყველაფერი კოსმოსიდან მოდის.

ის ომები, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტი აწარმოებს, ისევ რუსეთს ართმევს ძალ-ღონესა და ენერგიას. არ მისცემს კრემლს საშუალებას კოსმოსი, რომ რუსეთმა სახელმწიფოების ანექსია, დაპყრობა განაგრძოს. უცებ ძალიან რთულ მომენტში გაეჩხირებიან, ვინაიდან ყველა და ყველაფერი მათ წინააღმდეგ აღდგება. დიდი ხანია ამას ვიმეორებ. ეს დრო უფრო და უფრო ახლოვდება.

რაც შეეხება რკინიგზას, რომელმაც აფხაზეთის გავლით რუსეთი სომხეთთან უნდა დააკავშიროს, რუსეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს, თორემ საქართველო რა აზრისაა ამაზე, სულ ფეხებზე ჰკიდია, არ აინტერესებს. ისე, ქართველებმა მადლობა ხომ არ უნდა ვუთხრათ, რომ პირდაპირ არ დაგვარტყა?

რაც რუსეთმა დაიპყრო და მიითვისა, ეს საქართველო იქნება თუ კავკასიის სხვა რესპუბლიკები, ძალიან მალე უკან დააბრუნებენ.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში აღვნიშნე, აფსუები, როგორც ერი, იკარგება და ნადგურდება-მეთქი. დღეს ეს წინასწარმეტყველება ასი პროცენტით სრულდება.

ვიმეორებ: რუსეთის მტაცებლური, ცხოველური პოლიტიკა დიდხანს ვეღარ გასტანს. უკვე ახლოსაა დრო, როცა რუსეთმა, პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე.

სხვათა შორის, ვხედავ ჩრდილოეთს, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს, აისბერგებს და... ატომურ აფეთქებას. კიდევ კარგი ამ დიდ უარყოფით ენერგიას თვითონვე კოსმოსი ჩააქრობს.

საერთოდ, მსოფლიომ ვერ შეიგნო ის, რომ რუსეთი, ეს არის ძალადობა, ომები, ნგრევა. ასეთი კოდი აქვთ მათ. ამიტომ კოსმოსი განსაკუთრებულად ადევნებს თვალყურს რუსეთს და ბევრ რამეში აჩერებს, თორემ დედამიწაზე ომები არ დამთავრდებოდა; ომები, რომლებიც რუსეთს ექნებოდა მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოებთან. დათმობები და მოლაპარაკებები რუსეთისთვის უცხოა. თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს რუსეთის მთავრობას ძალიან ეშინია ამერიკის მთავრობისა. კარგად იცნობენ `რესპუბლიკელების~ პოლიტიკას, რომლებიც რთულ სიტუაციაში რუსებზე მეტად არ მოერიდებიან ომს და სწრაფად, ელვისებურად განახორციელებენ დარტყმებს. ეს არის ის ძალა, რომელსაც კოსმოსი დაახვედრებს რუსებს. დიახ, ბატონო, `რესპუბლიკელები~ ჩასაფრებულები არიან და რუსეთის ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ, რათა რუსეთს დაარტყან არა პოლიტიკურად, არამედ რაკეტებით.

განსაკუთრებული აგრესიით, იმით, რომ რუსეთს არცერთ სიტყვას არ არჩენენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოირჩევიან. ისინი ძალიან გამომწვევად იქცევიან, მაგრამ რუსეთი ჩიხშია მომწყვდეული და ნამდვილ ომს ბალტიისპირეთთან ვერ გაბედავს.

უკრაინასთან დაკავშირებით ომი გაიწელა. აქ ჩანს რუსეთის დიდი სისუსტე, ჩანს, რომ რუსეთმა უკრაინაში მარცხი იწვნია. რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინას ვერ მიითვისებს. მოკლე ხანში ყირიმში უკმაყოფილებები დაიწყება.

ვხედავ ძალიან დიდი ჩინოვნიკის სიკვდილს რუსეთში, რაც ყველას უხარია. უკაცრავად, მაგრამ ასე იქნება. ამერიკა და ევროპა ახალ სანქციებს დაუწესებენ რუსეთს და რუსულმა პროპაგანდამ რაც არ უნდა იქაქანოს, ფაქტი სახეზე იქნება. და გამოდის რუსი ხალხი ქუჩაში. ვხედავ დიდ მიტინგებს.

საერთოდ, ვხედავ, რომ ირგვლივ არსებულმა არეულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, ახლო აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში შექმნილმა მდგომარეობამ, მედია, პოლიტიკოსები და ანალიტიკოს-პოლიტოლოგებიც არია და რა ხდება საერთოდ მსოფლიო პოლიტიკაში, ვეღარ გაუგიათ. ამიტომ წამოვა ძალიან არეული ინფორმაციები, რასაც ვერავინ ვერ დააწყობს. ეს პერიოდი რაღაც დროით გაგრძელდება და სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური ინფორმაციები სრულ ვაკუუმში მოექცევა. მე კი ვხედავ და ვიცი, რომ რუსეთი ცალკე თამაშობს აგიტაცია-პროპაგანდობანას, ამერიკა და ევროპა ცალკე. მაგრამ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა და, ასე ვთქვათ, მშვიდობის ჩიბუხის გაბოლება, ფიზიკურ ქმედებებში გადადის. ამერიკა ახლო აღმოსავლეთსაც დირიჟორობს და ევროპასა და უკრაინასაც. ამ სადავეებს ამერიკის სათავეში მოსული `რესპუბლიკელები~ ხელიდან არ გაუშვებენ. რუსეთის მთავრობისთვის, ადამიანებო, უდიდესი ტრაგედიაა `რესპუბლიკელების~ მოსვლა ამერიკის მთავრობაში. აფსუს, ობამა!

ჩემი ხედვით, აშშ-ის ისტორიის მანძილზე, რესპუბლიკელი პრეზიდენტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სამართლიანი აგრესიით. ისინი ყველა ღონეს იყენებდნენ ხოლმე სახელმწიფოს გადასარჩენად. `დემოკრატები~ მსგავს შემთხვევებში უფრო სუსტები არიან და ამაში, ისტორიას თუ გადახედავთ ამერიკისას, თავადაც დარწმუნდებით.

ახლო აღმოსავლეთში ისრაელი ერთ-ერთი უძლიერესი ბაზაა და იქ ამერიკას აქვს უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია, ხოლო რაც შეეხება უკრაინას და ევროპას, ნამდვილად ემუქრებათ საშიშროება რუსეთიდან, ვინაიდან, როგორც დაგანახათ მიმდინარე პოლიტიკურმა ვითარებამ, ეს არის ომის ენაზე ლაპარაკი და მეტი არაფერი.

დღეს ამერიკა უფრო მეტად ემზადება და უფრო მეტად წაახალისებს იმ პროცედურებს, რასაც ჰქვია სანქციები რუსეთისთვის. შერბილებულ მოლაპარაკებებსა და რაღაც-რაღაც დათმობებს საერთოდ დაივიწყებენ `რესპუბლიკელები~ და იმავე ენაზე დაელაპარაკებიან კრემლს, რა ენაზეც თავად რუსეთი ლაპარაკობს. ხომ აქვთ რუსებს ანდაზა: `კლინ კლინომ ვიბივაიუტ~. უნდა ნახოთ, როცა კულისებსმიღმა გარჩევები მიდის, როგორ აგინებენ ერთმანეთს პოლიტიკოსები, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები და განსაკუთრებით კი, პრეზიდენტები. მაგრამ ხალხის წინაშე სხვა პოზაში დგებიან და სურათებს ჩახუტებულ-გაღიმებულები იღებენ. ვაი, თქვენს პატრონს! როცა ასეთ სურათებს ვუყურებ ხედვით, ხანდახან გიჟივით მეცინება. ყველაფერი რომ აღვწერო, რასაც ვხედავ, ხალხი გაოგნდება.

მინდა დავუბრუნდე აფხაზეთის საკითხს და აღვნიშნო, რომ თითქოს აფსუებისგან არავინ აღარაფერს მოელის, ვინაიდან ერი ჩაკვდა. მაგრამ ვხედავ — და ეს ძალიანაც მსიამოვნებს — შეიარაღებულ რაზმებს, რომლებიც დიდ სატკივარს გაუჩენენ რუსებს. აქ ქართველებიც დიდ როლს ითამაშებენ. ხალხი არავის არაფერს დაეკითხება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და საკუთარი მიწისა და სახლის დასაცავად იბრძოლებენ აფსუების მხარდამხარ. კოსმოსი უზარმაზარ ძალას მისცემს ამ თითქოსდა პატარა შენაერთებს, რომლებსაც რუსები ვერაფერს მოუხერხებენ.

სასაცილოა, სამხრეთ ოსეთად წოდებული სამაჩაბლო, რანაირი სახელმწიფოა?! შადიმანებს მინდა მივმართო: რა თამაშიც არ უნდა ითამაშოთ რუსებთან ერთად, ვერ გაიმარჯვებთ. ფესვებიანად მოგძირკვავთ კოსმიური ენერგია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვეღარასდროს მოიკიდებთ ფეხს საქართველოში.

ისევ ვხედავ საქართველოს ახლანდელი მოწვევის პარლამენტის დაშლას. ამას დავინახავ მანამ, სანამ არ დაიშლებიან", - წერს კაკულია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს