პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობოხიძე და არავითარ შემთხვევაში არ განგვიხილავს აკაკი ბობოხიძის ძმის საკითხი"
"პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობოხიძე და არავითარ შემთხვევაში არ განგვიხილავს აკაკი ბობოხიძის ძმის საკითხი"

უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბო­და პრე­ზი­დენტს ეთ­ქვა, რომ ლე­ვან ბო­ბო­ხი­ძე ცი­ხე­ში უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რად­გან ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ძმაა, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზვი­ად ქო­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და. ქო­რი­ძეს უკ­ვირს, რა­ტომ მოჰ­ყვა მსჯავ­რდე­ბულ ბო­ბო­ხი­ძის შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში აჟი­ო­ტა­ჟი და კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ კო­მი­სია და პრე­ზი­დენ­ტი პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ იღებს.

"მინ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს და თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას გე­სა­უბ­როთ რა არის შე­წყა­ლე­ბა, შე­წყა­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და რა­ტომ სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ჰუ­მა­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბი და ზო­გა­დად ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ცი­პი, რო­მელ­საც, ჩემი აზ­რით, საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად იყე­ნებს პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

შე­წყა­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს იმი­ტომ, რომ მან გა­მო­ას­წო­როს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია სა­მარ­თალს არ აღას­რუ­ლებს. ეს არ არის დიდი ჟი­უ­რი. შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და არა იმა­ზე, რომ აღას­რუ­ლოს სა­მარ­თა­ლი. ჩვე­ნი ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის კო­მი­სი­ის წევრთა სე­რი­ო­ზუ­ლი გან­სჯის, კა­მა­თის და ბჭო­ბის შე­დე­გი.

კო­მი­სია არც სა­მარ­თალს აღას­რუ­ლებს და არც პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს. რო­დე­საც ჩვენ ვბჭობთ, ჩვენ ვი­ხი­ლავთ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებს, მაგ­რამ ჩვენ არ ვი­ხი­ლავთ იმ პო­ლი­ტი­კურ თე­მებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ამა თუ იმ საქ­მეს­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ჩემ­თვის უც­ნა­უ­რი იყო, როცა გუ­შინ ვის­მენ­დი გან­ცხა­დე­ბას კონ­კრე­ტულ მსჯავ­რდე­ბულ­თა შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის თე­მას. ჯი­ბუ­ხა­ი­ას, ჭე­ლი­ძის, ბო­ბო­ხი­ძი­სა და კირ­თა­ძის საქ­მე­ზე კო­მი­სი­ის ყვე­ლა წევ­რმა იმ­სჯე­ლა და კენ­ჭისყ­რით ერ­თხმად და­უ­ჭი­რა მხა­რი ამ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბას. ეს იყო და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვა­წო­დეთ პრე­ზი­დენტს და რო­მელ­მაც, თა­ვის მხრივ, მას­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და. ასე რომ, პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა ლე­ვან ბო­ბი­ხი­ძე და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გან­გვი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის ძმის შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხი. ეს არის არ­სე­ბი­თი გან­სხვა­ვე­ბა.

ეს არ იყო პრე­ზი­დენ­ტის ექ­სკლუ­ზი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა­ღა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მას აქვს უფ­ლე­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად შე­ი­წყა­ლოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტმა სწო­რედ იმის­თვის შექ­მნა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია, რომ არ გაჩ­ნდეს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც წესი, ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბებს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ახ­ლავს. პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი შე­წყა­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი კო­მი­სია, გან­სხვა­ვე­ბით წინა კო­მი­სი­ე­ბის­გან, მარ­თლა რე­ა­ლუ­რად მუ­შა­ობს და თი­თო­ე­ულ მსჯავ­რდე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იღებს.

შე­წყა­ლე­ბა არის წყა­ლო­ბა, შე­წყა­ლე­ბა არ არის ჯილ­დო, შე­წყა­ლე­ბა არ არის სა­მარ­თლის აღ­დგე­ნა. შე­წყა­ლე­ბას, თვი­თონ სი­ტყვა გვე­უბ­ნე­ბა, რომ მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტი და სხვა ვე­რა­ვინ ვერ გა­ი­ღებს და გა­ი­ღებს იმ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც ამ წყა­ლო­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის საქ­მეს, რო­მელ­თა შე­წყა­ლე­ბა­ზეც პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კო­მი­სი­ის და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო, ცოტა უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბო­და მას ეთ­ქვა: ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ უნდა დავ­ტო­ვოთ ცი­ხე­ში, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი ან ერთ-ერთი მსჯავ­რდე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ძმა არი­სო", - გა­ნა­ცხა­და ქო­რი­ძემ.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ბო­ბო­ხი­ძის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გან­მარ­ტა, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტი ხი­ფა­თის შემ­ცვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის ასე­თი აზ­როვ­ნე­ბით.

"რო­დე­საც ასე აზ­როვ­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი, მა­შინ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი ხი­ფა­თის შემ­ცვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი მი­ვი­ღოთ, რად­გან მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კის­გან უნდა იყოს დაც­ლი­ლი, მით უმე­ტეს, შე­წყა­ლე­ბის პრო­ცე­სი უნდა იყოს დაც­ლი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან", - აღ­ნიშ­ნა ქო­რი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

"პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობოხიძე და არავითარ შემთხვევაში არ განგვიხილავს აკაკი ბობოხიძის ძმის საკითხი"

"პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობოხიძე და არავითარ შემთხვევაში არ განგვიხილავს აკაკი ბობოხიძის ძმის საკითხი"

უცნაური იქნებოდა პრეზიდენტს ეთქვა, რომ ლევან ბობოხიძე ციხეში უნდა დარჩენილიყო, რადგან ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ძმაა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. ქორიძეს უკვირს, რატომ მოჰყვა მსჯავრდებულ ბობოხიძის შეწყალების გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილში აჟიოტაჟი და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისია და პრეზიდენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

"მინდა ჟურნალისტებს და თქვენი მეშვეობით საზოგადოებას გესაუბროთ რა არის შეწყალება, შეწყალების მექანიზმები და რატომ სჭირდება თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ჰუმანური მიდგომები და ზოგადად ჰუმანიზმის პრინციპი, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ ეფექტურად იყენებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.

შეწყალების მექანიზმი არ არსებობს იმიტომ, რომ მან გამოასწოროს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები. შეწყალების კომისია სამართალს არ აღასრულებს. ეს არ არის დიდი ჟიური. შეწყალების კომისია გადაწყვეტილებას იღებს შეწყალების თაობაზე და არა იმაზე, რომ აღასრულოს სამართალი. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის კომისიის წევრთა სერიოზული განსჯის, კამათის და ბჭობის შედეგი.

კომისია არც სამართალს აღასრულებს და არც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. როდესაც ჩვენ ვბჭობთ, ჩვენ ვიხილავთ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს, მაგრამ ჩვენ არ ვიხილავთ იმ პოლიტიკურ თემებს, რომლებიც შეიძლება ამა თუ იმ საქმესთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ჩემთვის უცნაური იყო, როცა გუშინ ვისმენდი განცხადებას კონკრეტულ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, როგორც პოლიტიკური შეფერილობის თემას. ჯიბუხაიას, ჭელიძის, ბობოხიძისა და კირთაძის საქმეზე კომისიის ყველა წევრმა იმსჯელა და კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი ამ მსჯავრდებულების შეწყალებას. ეს იყო დადებითი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ პრეზიდენტს და რომელმაც, თავის მხრივ, მასზე თანხმობა განაცხადა. ასე რომ, პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობიხიძე და არავითარ შემთხვევაში არ განგვიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების საკითხი. ეს არის არსებითი განსხვავება.

ეს არ იყო პრეზიდენტის ექსკლუზიური გადაწყვეტილება, თუმცაღა, მოგეხსენებათ, რომ მას აქვს უფლება ექსკლუზიურად შეიწყალოს მსჯავრდებული. პრეზიდენტმა სწორედ იმისთვის შექმნა შეწყალების კომისია, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები საზოგადოებაში, ვინაიდან, როგორც წესი, ექსკლუზიურ უფლებებს კითხვის ნიშნები ახლავს. პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შექმნილი შეწყალების დღევანდელი კომისია, განსხვავებით წინა კომისიებისგან, მართლა რეალურად მუშაობს და თითოეულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დიდი პასუხისმგებლობით იღებს.

შეწყალება არის წყალობა, შეწყალება არ არის ჯილდო, შეწყალება არ არის სამართლის აღდგენა. შეწყალებას, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ მხოლოდ პრეზიდენტი და სხვა ვერავინ ვერ გაიღებს და გაიღებს იმ მსჯავრდებულების წინაშე, რომლებიც ამ წყალობას იმსახურებენ. რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული მსჯავრდებულების საქმეს, რომელთა შეწყალებაზეც პრეზიდენტმა გადაწყვეტილება კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო, ცოტა უცნაური იქნებოდა მას ეთქვა: ეს ადამიანები იმიტომ უნდა დავტოვოთ ციხეში, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულნი ან ერთ-ერთი მსჯავრდებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ძმა არისო", - განაცხადა ქორიძემ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ გაცილებით მეტი ხიფათის შემცველი პოლიტიკური პროცესები შეიძლება მივიღოთ პოლიტიკური კლასის ასეთი აზროვნებით.

"როდესაც ასე აზროვნებს პოლიტიკური კლასი, მაშინ ჩვენ შეიძლება გაცილებით მეტი ხიფათის შემცველი პოლიტიკური პროცესები მივიღოთ, რადგან მართლმსაჯულება პოლიტიკისგან უნდა იყოს დაცლილი, მით უმეტეს, შეწყალების პროცესი უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური გავლენებისგან", - აღნიშნა ქორიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."