პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რამდენ ფულს შოულობს საქართველოში - პროფესიები, რომელთა ანაზღაურება 1 500 ლარს აღემატება
ვინ რამდენ ფულს შოულობს საქართველოში - პროფესიები, რომელთა ანაზღაურება 1 500 ლარს აღემატება

და­საქ­მე­ბი­სა და გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც მო­თხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, არც ანა­ზღა­უ­რე­ბაა ური­გო.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ხე­ლე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­ფი­ნან­სო სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს აქვთ (1600-დან 1800 ლა­რამ­დე), ყვე­ლა­ზე მცი­რე სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი კი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს.

გარ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, რო­მელ­საც სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს, Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და კერ­ძო სექ­ტორ­ში მო­თხოვ­ნა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბით, რო­მელ­თა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი 1500 ლარ­ზე მეტ სა­შუ­ა­ლო თვი­ურ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ.

აღ­მოჩ­ნდა, რომ IT მე­ნე­ჯე­რებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნაა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ნი­მუმ 1 500 ლა­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს სპე­ცი­ა­ლო­ბა მო­თხოვ­ნა­დი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პა­სა და აშშ-ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 125.600 დო­ლარს შე­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა შე­მო­სა­ვა­ლი 1 500 ლარს აჭარ­ბებს მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში 1 500 ლარი ქვე­და ზღვა­რიც კია. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლი მარ­კე­ტო­ლო­გე­ბის ევ­რო­პელ­სა და ამე­რი­კელ კო­ლე­გებს, ბუ­ნებ­რი­ვია, მათი შე­მო­სა­ვა­ლი ბევ­რად უფრო შთამ­ბეჭ­და­ვია; ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­პა­სა და აშშ-ში მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რე­ბის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 126.196 დო­ლა­რია.

ჩვე­ნი მოკ­ვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, 2 000 ლარ­ზე მე­ტია აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ აუ­დი­ტორ­თა შე­მო­სა­ვა­ლი - ცხა­დია, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­მუ­შაო სტა­ჟის შე­სა­ბა­მი­სად.

აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პერ­სო­ნა­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლი რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში აჭარ­ბებს 1 500 ლარს. თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ იგი­ვე პრო­ფე­სი­ას აშშ-სა და ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის ათე­ულ­ში ვერ ნა­ხავთ.

ევ­რო­პის მსგავ­სად, ჩვენ­თა­ნაც ერთ-ერთ მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ან საქ­მი­ა­ნო­ბად ით­ვლე­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და სა­ინ­ჟინ­რო მე­ნე­ჯმენ­ტი. მარ­თა­ლია ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ხელ­ფა­სი მათი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მსგავ­სად 129.350 დო­ლარს ვერ უტოლ­დე­ბა, თუმ­ცა ამ სფე­როს მცოდ­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­ში არი­ან და­საქ­მე­ბულ­ნი, სა­წუ­წუ­ნო ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­სა და აშშ-ს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დად მი­იჩ­ნე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უ­ფა­სე­ბე­ლია, ან სა­ერ­თოდ არ არის ათ­ვი­სე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, სამ­რეწ­ვე­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მე­ნე­ჯე­რე­ბი აშშ-სა და ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი კად­რე­ბი არი­ან. თუმ­ცა იმის­თვის, რომ ეს პრო­ფე­სი­ე­ბი და­ი­ნერ­გოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბა, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­როს კი­დევ უფრო წინსვლაა სა­ჭი­რო. სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ მე­ნე­ჯე­რებს წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 128.230 დო­ლარს უხ­დი­ან, თუმ­ცა ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა აღ­ნიშ­ნულ თან­ხას მათი შე­მო­სა­ვა­ლი, ვინც კოს­მო­სურ ინ­დუსტრი­ა­შია ჩარ­თუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად საქ­მი­ა­ნო­ბად მი­იჩ­ნე­ვა ბუ­ღალ­ტე­რია და ზო­გად ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი. ამ პრო­ფე­სი­ის ერთ-ერთ უპი­რა­ტე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს ის, რომ ის მო­თხოვ­ნა­დია არა მხო­ლოდ სა­ბან­კო სექ­ტორ­ში, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ კომ­პა­ნი­ა­ში, საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტრე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი 2 000-დან 3 000

ლა­რამ­დეც აღ­წევს.

ასეთ სუ­რათს აჩ­ვე­ნებს Ambebi.ge-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვა, რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ მო­ნა­ცე­მებს, იქ მო­ცე­მუ­ლია რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ პირ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. აქ ჩა­მოთ­ვლილ სფე­რო­ებს შო­რის არის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, სამ­თო-მო­პო­ვე­ბი­თი მრეწ­ვე­ლო­ბა, ტრან­სპორ­ტი და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა, სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა. გარ­და ამ მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, სა­გუ­ლის­ხმოა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ხელ­ფა­სე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­ფა­სე­ბი და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქვე­ყა­ნა­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა მა­შინ კონ­კრე­ტუ­ლად, მი­ნის­ტრე­ბის მიერ 2013 მი­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბი და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბიც გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ყვე­ლა­ზე მეტი და­ნა­მა­ტი (83076) თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი კი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს ჰქონ­და (25034).

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში სა­მო­ქა­ლა­ქო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა და­გეგ­მვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის ანა­ზღა­უ­რე­ბა თით­ქმის 3 000 ლარს აღ­წევს.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბუ­ლად 1 724 000 ადა­მი­ა­ნი ით­ვლე­ბა. აქე­დან, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლია 1 054 000, და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი კი - 662.200 ადა­მი­ა­ნი.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვინ რამდენ ფულს შოულობს საქართველოში - პროფესიები, რომელთა ანაზღაურება 1 500 ლარს აღემატება

ვინ რამდენ ფულს შოულობს საქართველოში - პროფესიები, რომელთა ანაზღაურება 1 500 ლარს აღემატება

დასაქმებისა და გაწეული სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურება საქართველოში ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და, შესაბამისად, არც ანაზღაურებაა ურიგო.

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მოხელეებიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სფეროში დასაქმებულ პირებს აქვთ (1600-დან 1800 ლარამდე), ყველაზე მცირე საშუალო ხელფასი კი განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებს.

გარდა ოფიციალური მონაცემებისა, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებს, Ambebi.ge დაინტერესდა კერძო სექტორში მოთხოვნადი სპეციალობებით, რომელთა კვალიფიციური კადრები 1500 ლარზე მეტ საშუალო თვიურ ანაზღაურებას იღებენ.

აღმოჩნდა, რომ IT მენეჯერებზე საქართველოში მაღალი მოთხოვნაა და კვალიფიციური კადრის შემოსავალი მინიმუმ 1 500 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეს სპეციალობა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერების წლიური შემოსავალი დაახლოებით 125.600 დოლარს შეადგენს.

საქართველოში პროფესიონალთა შემოსავალი 1 500 ლარს აჭარბებს მარკეტინგის მენეჯერების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, წარმატებულ კომპანიაში დასაქმებული მარკეტინგის მენეჯერების ანაზღაურებაში 1 500 ლარი ქვედა ზღვარიც კია. რაც შეეხება ქართველი მარკეტოლოგების ევროპელსა და ამერიკელ კოლეგებს, ბუნებრივია, მათი შემოსავალი ბევრად უფრო შთამბეჭდავია; ბოლო მონაცემებით, ევროპასა და აშშ-ში მარკეტინგის მენეჯერების წლიური შემოსავალი დაახლოებით 126.196 დოლარია.

ჩვენი მოკვლევის მიხედვით, საქართველოში, გარკვეულ შემთხვევებში, 2 000 ლარზე მეტია აუდიტორულ კომპანიებში დასაქმებულ აუდიტორთა შემოსავალი - ცხადია, გამოცდილებისა და სამუშაო სტაჟის შესაბამისად.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პერსონალია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები, რომელთა შემოსავალი როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე წარმატებულ კომპანიებში აჭარბებს 1 500 ლარს. თუმცა უნდა ითქვას, რომ იგივე პროფესიას აშშ-სა და ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების ათეულში ვერ ნახავთ.

ევროპის მსგავსად, ჩვენთანაც ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან საქმიანობად ითვლება არქიტექტურული და საინჟინრო მენეჯმენტი. მართალია ქართველი არქიტექტორების საშუალო წლიური ხელფასი მათი უცხოელი კოლეგების მსგავსად 129.350 დოლარს ვერ უტოლდება, თუმცა ამ სფეროს მცოდნე პროფესიონალებს, რომლებიც წარმატებულ სამშენებლო კომპანიებში არიან დასაქმებულნი, საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვთ საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პროფესია, რომელიც ევროპისა და აშშ-ს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადად მიიჩნევა, საქართველოში დაუფასებელია, ან საერთოდ არ არის ათვისებული. მაგალითად, სამრეწველო ორგანიზაციული ფსიქოლოგები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მენეჯერები აშშ-სა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კადრები არიან. თუმცა იმისთვის, რომ ეს პროფესიები დაინერგოს საქართველოში, ერთ შემთხვევაში ქვეყანაში ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება, მეორე შემთხვევაში კი მეცნიერების სფეროს კიდევ უფრო წინსვლაა საჭირო. საბუნებისმეტყველო სფეროში დასაქმებულ მენეჯერებს წელიწადში საშუალოდ 128.230 დოლარს უხდიან, თუმცა ბევრად აღემატება აღნიშნულ თანხას მათი შემოსავალი, ვინც კოსმოსურ ინდუსტრიაშია ჩართული.

საქართველოში ასევე მაღალანაზღაურებად საქმიანობად მიიჩნევა ბუღალტერია და ზოგად ფინანსური მენეჯმენტი. ამ პროფესიის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ის მოთხოვნადია არა მხოლოდ საბანკო სექტორში, არამედ ნებისმიერ კომპანიაში, საქმიანობის მიმართულების მიუხედავად. საქართველოში მსხვილ კომპანიებში დასაქმებული მთავარი ბუღალტრების შემოსავალი 2 000-დან 3 000

ლარამდეც აღწევს.

ასეთ სურათს აჩვენებს Ambebi.ge-ს მიერ ჩატარებული მოკვლევა, რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ მონაცემებს, იქ მოცემულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურების საშუალო თვიური მაჩვენებლები. აქ ჩამოთვლილ სფეროებს შორის არის სოფლის მეურნეობა, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, განათლება, ჯანდაცვა, სახელმწიფო მმართველობა. გარდა ამ მონაცემებისა, საგულისხმოა საჯარო სექტორში დასაქმებულ მაღალჩინოსანთა ხელფასები.

სახელმწიფო მართვის სფეროში დასაქმებულთა ხელფასები და სახელფასო დანამატების გასაჯაროებას რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მაშინ კონკრეტულად, მინისტრების მიერ 2013 მიღებული პრემიები და სახელფასო დანამატებიც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტი დანამატი (83076) თავდაცვის მინისტრს, ყველაზე ნაკლები კი განათლების მინისტრს ჰქონდა (25034).

საინტერესოა ისიც, რომ პარლამენტის აპარატში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილების უფროსის ანაზღაურება თითქმის 3 000 ლარს აღწევს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად 1 724 000 ადამიანი ითვლება. აქედან, თვითდასაქმებულია 1 054 000, დაქირავებით დასაქმებული კი - 662.200 ადამიანი.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

ბოლო 4 წელში, მე-9 კლასის შემდეგ სკოლა 30 000-მდე  მოსწავლემ დატოვა

"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო