"მე არ მესმის, როდესაც ქალი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლებსაც კაცი რომ იძახის, იმას ვერ იტანს ვერავინ და ამ დროს ქალი იძახის, თან ჩემი შვილიშვილია. მე ვუთხარი, მე მივდივარ სერიალიდან, ნახვამდის, მე აღარ მინდა თქვენთან მუშაობა", - აღნიშნა გაბუნიამ ჯაჯანიძის შოუში და ამით ახსნა "ჩემი ცოლის დაქალებიდან წამოსვლა".
თუმცა სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რომლის თქმითაც გაბუნია უკვე დიდი ხანია, ეძებდა სერიალიდან წამოსვლის მიზეზს:
"გურანდა მიზეზს ეძებდა სერიალიდან გასაქცევად. მე რომ შემხვდა იმედზე რეკლამისას დაიწუწუნა, ჩემი სერიალი არ არისო. ის მოსწონდა, მაესტროზე რომ გადიოდა, გოგოლა კალანდაძე თამაშობდა, დამავიწყდა სახელი..", - წერს კობერიძე.
გურანდა გაბუნია თინა მახარაძის გამო "ჩემი ცოლის დაქალებიდან" წამოვიდა