პარტნიორები:

    როგორ მოხვდებით თბილისში დიჯეი დიქსონის სეტზე სრულიად უფასოდ?

    როგორ მოხვდებით თბილისში დიჯეი დიქსონის სეტზე სრულიად უფასოდ?

    გერმანელი დიჯეი დიქსონი 13 ნოემბერს თბილისს ესტუმრება. ეს სიუპრიზი სეტის ორგანიზატორმა, Gem fest-მა ახლახან გაამხილა.

    ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი წელს ანაკლიაში ფუძნდება. თავისი ლაინ-აფით მან უკვე თქვა სათქმელი, მელომანები აღნიშნავენ, რომ მონაწილეთა მსგავსი სია რეგიონში არც ერთ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს არ ჰქონია. თუმცა GEM fest-ს შორს მიმავალი გეგმები აქვს და საშემოდგომო ღონისძიებების ნაწილიც უკვე დაგეგმილია. ჯერჯერობით არ ამხელენ, ჰაუსის ცნობილი წარმომადგენელი, დიქსონი, რომელ ლოკაციაზე დაუკრავს, თუმცა ბერლინელი დიჯეის გამოსვლაზე ბილეთს საჩუქრად მიიღებთ, თუკი GEM fest-ის Full house პაკეტს შეიძენთ. ბილეთების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ gem-fest.com-ზე.

    ფესტივალი 30 ივლისიდან მოყოლებული 7 აგვისტომდე გასტანს და ელექტრონული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს. თუკი უკვე გადაწყვეტილი გაქვთ GEM fest-ზე წასვლა, დილიდან დილამდე გართობა სანაპიროზე, ზღვის პირას, ხუთი სცენიდან აჟღერებული ცნობილი დიჯეური კომპოზიციები და რემიქსები, საზაფხულო კინოთეატრში ახალგაზრდა რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვა, ქართველი დიჯეებისა და ბენდების კიდევ ერთხელ დაგემოვნება გარანტირებული გაქვთ. 30 ივლისს საფესტივალო ტერიტორიაზე შესული ყველა სტუმარი კი დიქსონის სეტს სრულიად უფასოდ დაესწრება.

    რაც შეეხება გერმანელ დიჯეის, რომელმაც ამ სფეროში მოღვაწეობა 90-იანი წლების ბერლინში დაიწყო. პირველი გამოსვლა 1992 წლის პირველ ნოემბერს ჰქონდა. აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ელექტრონული მუსიკის ფესტივალთან, როგორის არის ‘სონარი’. ფესტივალის ჯგუფის დახმარებით მას კარიერაში ახალი შესაძლებლობები გაეხსნა.

    საქართველოში დიქსონი გამორჩეულად სასურველი არტისტია, ამიტომაც მისი ჩამოსვლა თბილისელი მელომანებისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება.

    GEM fest-ს ოფიციალური მხარდამჭერია ამბები.ჯი.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია