კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქი კომპოზიტორი - სტამბოლში ცხოვრებით დავიღალე, ლაგოდეხში მშვიდად ვცხოვრობ
თურქი კომპოზიტორი - სტამბოლში ცხოვრებით დავიღალე, ლაგოდეხში მშვიდად ვცხოვრობ

54 წლის თურ­ქი კომ­პო­ზი­ტო­რი ჰა­სან ილ­დი­რი­მი ლა­გო­დეხ­ში 13 წლის შვილ­თან, გი­ორ­გის­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მოს­წონს და ლა­გო­დეხ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას აპი­რებს. ჰა­სან ილ­დი­რი­მი 100-ზე მეტი სიმ­ღე­რის ავ­ტო­რია. მის სიმ­ღე­რებს ისე­თი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ას­რუ­ლებს, რო­გო­რიც იბ­რა­ჰიმ თათ­ლი­სე­სია.

თურ­ქი კომ­პო­ზი­ტო­რი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რის ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ის შექ­მნას და კლი­პის გა­და­ღე­ბა­საც გეგ­მავს.

"სტამ­ბოლ­ში ცხოვ­რე­ბით და­ვი­ღა­ლე, დიდი ქა­ლა­ქია. აქ და­ვის­ვე­ნე. კარ­გი ბუ­ნე­ბაა, ჰა­ე­რი, წყა­ლი, ყვე­ლა­ფე­რია იმის­თვის, რომ მშვი­დად იცხოვ­რო. ლა­გო­დეხ­ში მიწა ვი­ყი­დე და პა­ტა­რა სახ­ლი ავა­შე­ნე. სა­მო­მავ­ლოდ ვა­პი­რებ, რომ ტუ­რის­ტე­ბის­თვის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი ავა­შე­ნო. დიდი სას­ტუმ­რო არ მინ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კას, პირ­ველ რიგ­ში მინ­და, სიმ­ღე­რა "სიყ­ვა­რუ­ლის ყვა­ვი­ლე­ბი" ქარ­თუ­ლად ვთარ­გმნო და კლი­პი გა­და­ვი­ღო", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ჰა­სან ილ­დი­რიმ­მა.

წყა­რო: ick.ge

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

თურქი კომპოზიტორი - სტამბოლში ცხოვრებით დავიღალე, ლაგოდეხში მშვიდად ვცხოვრობ

თურქი კომპოზიტორი - სტამბოლში ცხოვრებით დავიღალე, ლაგოდეხში მშვიდად ვცხოვრობ

54 წლის თურქი კომპოზიტორი ჰასან ილდირიმი ლაგოდეხში 13 წლის შვილთან, გიორგისთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველო ძალიან მოსწონს და ლაგოდეხში ტურისტული სახლის მშენებლობას აპირებს. ჰასან ილდირიმი 100-ზე მეტი სიმღერის ავტორია. მის სიმღერებს ისეთი ცნობილი მომღერალი ასრულებს, როგორიც იბრაჰიმ თათლისესია.

თურქი კომპოზიტორი უახლოეს მომავალში საკუთარი სიმღერის ქართული ვერსიის შექმნას და კლიპის გადაღებასაც გეგმავს.

"სტამბოლში ცხოვრებით დავიღალე, დიდი ქალაქია. აქ დავისვენე. კარგი ბუნებაა, ჰაერი, წყალი, ყველაფერია იმისთვის, რომ მშვიდად იცხოვრო. ლაგოდეხში მიწა ვიყიდე და პატარა სახლი ავაშენე. სამომავლოდ ვაპირებ, რომ ტურისტებისთვის ორსართულიანი სახლი ავაშენო. დიდი სასტუმრო არ მინდა. რაც შეეხება მუსიკას, პირველ რიგში მინდა, სიმღერა "სიყვარულის ყვავილები" ქართულად ვთარგმნო და კლიპი გადავიღო", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჰასან ილდირიმმა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა