პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გაჩუქებს ბიჭო, ნამდვილ კვადროციკლს?! – წეროვანში ბავშვებს სურვილების ასრულების აღარ სჯერათ
ვინ გაჩუქებს ბიჭო, ნამდვილ კვადროციკლს?! – წეროვანში ბავშვებს სურვილების ასრულების აღარ სჯერათ

ყო­ვე­ლი წლის 8 აგ­ვის­ტოს ქარ­თველ ხალ­ხს ერთი ემო­ცია გვა­ერ­თი­ა­ნებს. ამ ემო­ცი­ას 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი ჰქვია. ყო­ველ წელს, კი­დევ ერთხელ გვიჩ­ნდე­ბა ბევ­რჯერ მოს­მე­ნი­ლის, წა­კი­თხუ­ლის და ნა­ნა­ხის გახ­სე­ნე­ბის სურ­ვი­ლი... ამ სურ­ვილ­თან რამ­დე­ნი­მე დღე გვა­შო­რებს...

სამ­სა­ხურ­ში და­მა­თენ­და.... მე­ო­რე დღეს წე­რო­ვან­ში, აგ­ვის­ტოს ომის დროს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი, ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ო­დი. ვფიქ­რობ­დი მათ­თან შეხ­ვედ­რა­ზე და იმ ტრა­გე­დი­ა­ზე, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბაც მათი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ჭრი­ლო­ბაა.

მივ­დი­ო­დი რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე ვგრძნობ­დი, რომ გან­წი­რუ­ლი იყო ჩემი გან­ზრახ­ვა, რად­გან ვფიქ­რობ­დი, რა სი­თავ­ხე­დეა! ჰკი­თხო ადა­მი­ანს რას გრძნობ­და მა­შინ, როცა მისი სახლ-კარი გა­დაწ­ვეს და მშვი­დი ცხოვ­რე­ბა წა­არ­თვეს.

ვი­ცო­დი, რომ იქ დამ­ხვდე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი, რო­მელბ­მაც არ იცი­ან, რა­ტომ ცხოვ­რო­ბენ იქ. დამ­ხვდე­ბოდ­ნენ მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლებ­საც ბუნ­დოვ­ნად ახ­სოვთ რა მოხ­და 2008 წელს. დამ­ხვდე­ბოდ­ნენ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი და ტკი­ვი­ლით სავ­სე მო­ხუ­ცე­ბი ...

თბი­ლი­სი­დან წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბამ­დე არც ისე შო­რია. მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე შე­ვე­დით, სა­ხელ­წო­დე­ბით - მე­ცა­მე­ტე რიგი.

შინ­დის­ფე­რი სა­ხუ­რა­ვე­ბით გა­და­ხუ­რუ­ლი ერ­თნა­ი­რი კო­ტე­ჯე­ბის რიგ­ში მი­მა­ვალს სუნ­თქვა მეკ­ვრის.

წლე­ბის წინ უსა­ხუ­რი ტე­რი­ტო­რია პა­ტა­რა ედემს გავს.

აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ყვა­ვი­ლია. მზე­სუმ­ზი­რე­ბი, სი­მინ­დის ყა­ნე­ბი, ჯუჯა ხე­ე­ბი და­ხუნძლუ­ლი ატ­მე­ბი­თა და ვაშ­ლა­ტა­მე­ბით... მე­ღი­მე­ბა... მომ­წონს მწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი პა­ტა­რა კო­ტე­ჯე­ბი... მო­ვეშ­ვი და ემო­ცი­ე­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდი...

მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქუ­ჩა­ზე ვე­ლო­სი­პე­დით პა­ტა­რა ბიჭი გა­მო­დის, უკან თა­ნა­ტო­ლე­ბი მოს­დე­ვენ. უცებ ჩერ­დე­ბი­ან, მი­ყუ­რე­ბენ და თა­მა­მად გა­მორ­ბი­ან შტა­ტივ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რის­კენ... აუ, რა მა­გა­რია! რა უნდა გა­და­ი­ღოთ? რა ლა­მა­ზი გოგო ხარ! - ვიმ­სა­ხუ­რებ პა­ტა­რა ბი­ჭის კომ­პლი­მენტს.

ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით, ვი­თა­მა­შეთ, სურ­ვი­ლებ­ზე და ოც­ნე­ბებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ. ერთს პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა უნდა, და­ნარ­ჩენ ორს - ჯა­რის­კა­ცო­ბა. ერთ-ერთ მო­მა­ვალ ჯა­რის­კაცს ავ­ტორ­ბო­ლა იტა­ცებს.

ვთხო­ვე, სურ­ვი­ლე­ბი ფურ­ცელ­ზე და­ე­წე­რათ... (იმე­დი მაქვს, გა­მოჩ­ნდე­ბი­ან მსურ­ვე­ლე­ბი, ვინც და­მეხ­მა­რე­ბა ამ ბავ­შვე­ბის სურ­ვი­ლე­ბი ას­რულ­დეს)

ერ­თმა ისე­თი პა­ტა­რა კვად­რო­ციკ­ლი ინატ­რა, "მე­თორ­მე­ტე უბან­ზე რომ ჰყავს ერთ ბიჭს"...

-ვინ გა­ჩუ­ქებს ბიჭო ნამ­დვილ კვად­რო­ციკლს?! რამე უბ­რა­ლო და­წე­რე, თო­რემ ნამ­დვილს ვინ მო­გიყ­ვანს.... ,- ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლით შე­ე­კა­მა­თა მე­გო­ბა­რი და ელდა მეცა. იმ პა­ტა­რა ბიჭ­მა სამ­ჯერ გა­ი­მე­ო­რა ეს სი­ტყვე­ბი...

სურ­ვი­ლე­ბის წე­რას რომ მორ­ჩნენ, გულ­წრფე­ლი ღი­მი­ლით და­მემ­შვი­დობ­ნენ და გა­იქ­ცნენ... ვი­დე­ქი და ვუცქერ­დი ისევ გუ­ლუბ­რყვი­ლო, ალალ ბავ­შვე­ბად გა­დაქ­ცე­ულ დიდი გუ­ლის ბავ­შვებს და ვგრძნობ­დი ძარ­ღვებ­ში სის­ხლი გა­მე­ყი­ნა... მტკი­ო­და ის სი­ტყვე­ბი, რაც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ამ პა­ტა­რა ბი­ჭის­გან მო­ვის­მი­ნე. ვი­დე­ქი სა­ნამ მან­ქა­ნის გაბ­მულ­მა სიგ­ნალ­მა არ და­მაბ­რუ­ნა რე­ა­ლო­ბა­ში...

ახა­გაზ­რდე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლა­ბას სთხოვს, წე­რო­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ე­წყოს და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სკვე­რი და სა­ცუ­რაო აუზი. ამ სურ­ვილს უფ­რო­სე­ბიც იზი­ა­რე­ბენ.

იქვე ხილ-ბოს­ტა­ნი იყი­დე­ბა... მი­ვე­დით, გამ­ყიდ­ველს გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ... "აქა­უ­რი" არ იყო...

-აი, აქა­უ­რი კაცი.. მი­მა­ნიშ­ნა ჩრდილ­ში მდგარ მო­ხუც­ზე...

მო­ხუც­მა სა­უ­ბა­რი პირ­ველ­მა და­ი­წყო და ატირ­და. ტი­რი­ლით აცახ­ცა­ხე­ბუ­ლი მო­ხუ­ცის ტკი­ვი­ლი­ან ის­ტო­რი­ას მეც თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ვის­მენ...

ის სა­უბ­რობს წარ­სულ­ზე, მის შექ­მნილ ოჯახ­ზე, ბედ­ნი­ერ წლებ­ზე და ბო­ლოს ოსი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან მი­ღე­ბულ დამ­ცი­რე­ბა­ზე.

"ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი­დან ვარ. ჩემი სახ­ლი არ და­უ­ბომ­ბავთ, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად გა­მა­ნად­გუ­რეს. მქონ­და დიდი სახ­ლი, მე­ურ­ნე­ო­ბა. არა­ფე­რი მაკ­ლდა. სავ­სე ოჯა­ხი მქონ­და. მაგ­რამ ომის დღე­ებ­ში ოსი ახალ­გაზ­რდე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ, გვამ­ცი­რებ­დნენ. ხმას ვერ ვი­ღებ­დით. და­ივ­ლიდ­ნენ ოთა­ხებს, რაც მო­ე­წო­ნე­ბო­დათ, მიჰ­ქონ­დათ. სახ­ლი რომ და­ა­ცა­რი­ე­ლეს, მერე მე­ურ­ნე­ო­ბას მი­ად­გნენ. ყვე­ლა­ფე­რი წაგ­ვარ­თვეს, სა­ქო­ნე­ლი რაც გვყავ­და არა­ფე­რი არ დაგ­ვი­ტო­ვეს. თან შენ­თან ვერ ვი­ტყვი, შვი­ლის­შვი­ლის ტოლა ხარ, რო­გორ გვამ­ცი­რებ­დნენ... იქ აღარ დაგ­ვედ­გო­მე­ბო­და... ახლა აქ ვცხოვ­რობ. ცოლი გარ­და­მეც­ვა­ლა. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მქონ­და და ისიც მო­მიხ­სნეს. ცოლი მო­მიკ­ვდა ხალ­ხო, ხომ არ გავ­მდიდ­რე­ბულ­ვარ? ...(ტი­რის)"

მის თვა­ლებ­ში იკი­თხე­ბა ჩამ­ქრა­ლი ვაჟ­კა­ცო­ბა, სი­ა­მა­ყე, ლო­დი­ვით მძი­მე ტკი­ვი­ლი და მო­მავ­ლის ამაო იმე­დი.

ბო­დიშს ვუხ­დი, რომ წარ­სუ­ლი გა­ვახ­სე­ნე... გულ­ში მიკ­რავს და მამ­შვი­დებს: "რა­ტომ მიხ­დი შვი­ლო ბო­დიშს, მე ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი წა­მით არ დამ­ვი­წყე­ბია"...

და­სახ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ზე დავ­დი­ვართ, უმე­ტე­სო­ბას მი­შე­ნე­ბე­ბი აქვთ, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით. ზოგი ახლა აშე­ნებს. უბ­ნის "ბირ­ჟა­ზეც" ვჩერ­დე­ბით, ვსა­უბ­რობთ. იქვე ერთი კო­ტე­ჯის დი­ა­სახ­ლი­სი შინ გვე­პა­ტი­ჟე­ბა.

აქაც, რო­გორც ყვე­ლას­თან, ვსა­უბ­რობთ წარ­სულ­ზე, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალ­ზე...

"ცხინ­ვა­ლი­დან ვართ. ჩვე­ნი სახ­ლის ფერ­ფლიც აღარ დარ­ჩა. ერთი კა­ბით და ოთა­ხის ჩუს­ტე­ბით დავ­რჩით ღვთის ანა­ბა­რა. აქ მოგ­ვიყ­ვა­ნეს. რაც არ უნდა და­მე­თან­ხმოთ, ვერ წარ­მო­იდ­გენ, შვი­ლო, ჩვენ მა­შინ რას ვგრძნობ­დით. ერთ წამ­ში რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მთავ­რდე­ბა, წლე­ბის ნაშ­რო­მი რომ შენს თვალ­წინ ნად­გურ­დე­ბა, ეს მხო­ლოდ იმას შე­უძ­ლია გა­ი­გოს, ვი­საც ეს გა­დახ­დე­ბა თავს. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი შოკ­ში იყო. კი­ო­და. აქ რომ მო­ვე­დით, აქ არა­ფე­რი არ იყო, ვერ შე­ე­გუა ამ ად­გილს.. და მა­შინ გა­იღ­ვი­ძა ჩემ­ში ყვე­ლა ინ­სტინ­ქტმა და ძა­ლამ. და­ვის­ვი წინ და და­ვე­ლა­პა­რა­კე: შე­ხე­დე, რა ხდე­ბა! რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მოკ­ვდა. ნახე რა ხდე­ბა, მარ­ტო ჩვენ ხომ არ ვართ ასეთ დღე­ში?! მად­ლო­ბა ვუ­თხრათ ღმერ­თს, რომ ცო­ცხლე­ბი ვართ. იმ დღი­დან დღემ­დე ასე მოვ­დი­ვართ."

დი­ა­სახ­ლისს თა­ვი­სი ხე­ლით გა­შე­ნე­ბუ­ლი მცი­რე მე­ურ­ნე­ო­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მივ­ყა­ვართ. ნუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და მო­მავ­ლის იმე­დი ამ კო­ტე­ჯის კარ-მი­და­მოს ნამ­დვი­ლად ეტყო­ბა.

ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნა­ში ვჯდე­ბი და თბი­ლის­ში ვბრუნ­დე­ბი. მძღო­ლი მუ­სი­კას რთავს. ვთხოვ, რომ გა­მორ­თოს ... ისე­თი შეგ­რძნე­ბა მე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს უფ­ლე­ბა არ მაქვს მხი­ა­რულ მუ­სი­კას ვუს­მენ­დე. ფან­ჯა­რა ჩა­მო­ვუშ­ვი და თვა­ლებ­და­ხუ­ჭუ­ლი სახე ცხელ ჰა­ერს მი­ვუშ­ვი­რე. მძღოლს ვთხო­ვე, სწრა­ფად ეტა­რე­ბი­ნა მან­ქა­ნა.

დავ­ტო­ვე წე­რო­ვა­ნი, ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ჩემი ქვეყ­ნის ორი ათას­ზე მეტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის ერთ ტრა­გე­დი­ას ასა­ხავს.. აქ იბა­დე­ბი­ან და იზ­რდე­ბი­ან. აქ სტკი­ვათ და უხა­რი­ათ. აქ სი­ცო­ცხლე გრძელ­დე­ბა...მოვ­დი­ვარ იმე­დით, რომ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას ვაც­ნო­ბო ამ ბავ­შვე­ბის, ახალ­გაზ­რდე­ბის და უფ­რო­სე­ბის სურ­ვი­ლე­ბი. იმე­დი მაქვს, რომ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ ამ ბავ­შვებს ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე გა­უ­ლა­მა­ზონ.

სურ­ვი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არც ისე ბევ­რია:

  • ბავ­შვე­ბის და ახალ­გაზ­რდე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს მო­ე­წყოს სკვე­რი და სა­ცუ­რაო აუზი წე­რო­ვა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში.
  • პა­ტა­რა ბე­ქას სურს ჰქონ­დეს "პა­ტა­რა კვად­რო"(მე­თერ­თმე­ტე უბ­ნი­დან)
  • 7 წლის ნი­კას - სა­თა­მა­შო მან­ქა­ნა (მე­თერ­თმე­ტე უბ­ნი­დან)
  • ლიზი რაზ­მა­ძეს - სა­თა­მა­შო პი­ა­ნი­ნო
  • გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძეს (მე­ექ­ვსე უბ­ნი­დან) - ვე­ლო­სი­პე­დი
  • გი­ორ­გი ბა­სიშ­ვილს- ვე­ლო­სი­პე­დი
  • გი­ორ­გის - ლეკ­ვი (მე­ო­თხე უბ­ნი­დან)
  • ნეს­ტან ში­უ­კაშ­ვილს - Iphone

P.S. ექო­სა­ვით მეს­მის ყო­ველ წამს, ყო­ველ წუთს იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ალა­ლი აზრი... "ვინ გა­ჩუ­ქებს ბიჭო ნამ­დვილ კვად­რო­ციკლს?!" ეს აზრი მა­ნად­გუ­რებს და მკლავს... პრო­ტეს­ტი გა­მიჩ­ნდა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. რა­ტომ უნდა იყოს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი 6 წლის ბავ­შვი, რომ ოც­ნე­ბა არ აუს­რულ­დე­ბა...

ნანა ჩხა­ი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვინ გაჩუქებს ბიჭო, ნამდვილ კვადროციკლს?! – წეროვანში ბავშვებს სურვილების ასრულების აღარ სჯერათ

ვინ გაჩუქებს ბიჭო, ნამდვილ კვადროციკლს?! – წეროვანში ბავშვებს სურვილების ასრულების აღარ სჯერათ

ყოველი წლის 8 აგვისტოს ქართველ ხალხს ერთი ემოცია გვაერთიანებს. ამ ემოციას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია. ყოველ წელს, კიდევ ერთხელ გვიჩნდება ბევრჯერ მოსმენილის, წაკითხულის და ნანახის გახსენების სურვილი... ამ სურვილთან რამდენიმე დღე გვაშორებს...

სამსახურში დამათენდა.... მეორე დღეს წეროვანში, აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული, ჩემი ქვეყნის მოქალაქეების სანახავად მივდიოდი. ვფიქრობდი მათთან შეხვედრაზე და იმ ტრაგედიაზე, რომლის გახსენებაც მათი მოუშუშებელი ჭრილობაა.

მივდიოდი როგორც ჟურნალისტი, მაგრამ თავიდანვე ვგრძნობდი, რომ განწირული იყო ჩემი განზრახვა, რადგან ვფიქრობდი, რა სითავხედეა! ჰკითხო ადამიანს რას გრძნობდა მაშინ, როცა მისი სახლ-კარი გადაწვეს და მშვიდი ცხოვრება წაართვეს.

ვიცოდი, რომ იქ დამხვდებოდნენ ბავშვები, რომელბმაც არ იციან, რატომ ცხოვრობენ იქ. დამხვდებოდნენ მოზარდები, რომლებსაც ბუნდოვნად ახსოვთ რა მოხდა 2008 წელს. დამხვდებოდნენ იმედგაცრუებული ახალგაზრდები და ტკივილით სავსე მოხუცები ...

თბილისიდან წეროვანის დასახლებამდე არც ისე შორია. მთავარ ქუჩაზე შევედით, სახელწოდებით - მეცამეტე რიგი.

შინდისფერი სახურავებით გადახურული ერთნაირი კოტეჯების რიგში მიმავალს სუნთქვა მეკვრის.

წლების წინ უსახური ტერიტორია პატარა ედემს გავს.

აქ ძალიან ბევრი ყვავილია. მზესუმზირები, სიმინდის ყანები, ჯუჯა ხეები დახუნძლული ატმებითა და ვაშლატამებით... მეღიმება... მომწონს მწვანეში ჩაფლული პატარა კოტეჯები... მოვეშვი და ემოციებისგან გავთავისუფლდი...

მოულოდნელად ქუჩაზე ველოსიპედით პატარა ბიჭი გამოდის, უკან თანატოლები მოსდევენ. უცებ ჩერდებიან, მიყურებენ და თამამად გამორბიან შტატივზე დამაგრებული ვიდეოკამერისკენ... აუ, რა მაგარია! რა უნდა გადაიღოთ? რა ლამაზი გოგო ხარ! - ვიმსახურებ პატარა ბიჭის კომპლიმენტს.

ერთმანეთი გავიცანით, ვითამაშეთ, სურვილებზე და ოცნებებზე ვისაუბრეთ. ერთს პოლიციელობა უნდა, დანარჩენ ორს - ჯარისკაცობა. ერთ-ერთ მომავალ ჯარისკაცს ავტორბოლა იტაცებს.

ვთხოვე, სურვილები ფურცელზე დაეწერათ... (იმედი მაქვს, გამოჩნდებიან მსურველები, ვინც დამეხმარება ამ ბავშვების სურვილები ასრულდეს)

ერთმა ისეთი პატარა კვადროციკლი ინატრა, "მეთორმეტე უბანზე რომ ჰყავს ერთ ბიჭს"...

-ვინ გაჩუქებს ბიჭო ნამდვილ კვადროციკლს?! რამე უბრალო დაწერე, თორემ ნამდვილს ვინ მოგიყვანს.... ,- ხმამაღალი შეძახილით შეეკამათა მეგობარი და ელდა მეცა. იმ პატარა ბიჭმა სამჯერ გაიმეორა ეს სიტყვები...

სურვილების წერას რომ მორჩნენ, გულწრფელი ღიმილით დამემშვიდობნენ და გაიქცნენ... ვიდექი და ვუცქერდი ისევ გულუბრყვილო, ალალ ბავშვებად გადაქცეულ დიდი გულის ბავშვებს და ვგრძნობდი ძარღვებში სისხლი გამეყინა... მტკიოდა ის სიტყვები, რაც რამდენიმე წუთის წინ ამ პატარა ბიჭისგან მოვისმინე. ვიდექი სანამ მანქანის გაბმულმა სიგნალმა არ დამაბრუნა რეალობაში...

ახაგაზრდების უმრავლესობა, ხელისუფლაბას სთხოვს, წეროვანის ტერიტორიაზე მოეწყოს დასასვენებელი სკვერი და საცურაო აუზი. ამ სურვილს უფროსებიც იზიარებენ.

იქვე ხილ-ბოსტანი იყიდება... მივედით, გამყიდველს გამოველაპარაკეთ... "აქაური" არ იყო...

-აი, აქაური კაცი.. მიმანიშნა ჩრდილში მდგარ მოხუცზე...

მოხუცმა საუბარი პირველმა დაიწყო და ატირდა. ტირილით აცახცახებული მოხუცის ტკივილიან ისტორიას მეც თვალცრემლიანი ვისმენ...

ის საუბრობს წარსულზე, მის შექმნილ ოჯახზე, ბედნიერ წლებზე და ბოლოს ოსი ახალგაზრდებისგან მიღებულ დამცირებაზე.

"ახალგორის რაიონიდან ვარ. ჩემი სახლი არ დაუბომბავთ, მაგრამ სხვაგვარად გამანადგურეს. მქონდა დიდი სახლი, მეურნეობა. არაფერი მაკლდა. სავსე ოჯახი მქონდა. მაგრამ ომის დღეებში ოსი ახალგაზრდები შემოდიოდნენ, გვამცირებდნენ. ხმას ვერ ვიღებდით. დაივლიდნენ ოთახებს, რაც მოეწონებოდათ, მიჰქონდათ. სახლი რომ დააცარიელეს, მერე მეურნეობას მიადგნენ. ყველაფერი წაგვართვეს, საქონელი რაც გვყავდა არაფერი არ დაგვიტოვეს. თან შენთან ვერ ვიტყვი, შვილისშვილის ტოლა ხარ, როგორ გვამცირებდნენ... იქ აღარ დაგვედგომებოდა... ახლა აქ ვცხოვრობ. ცოლი გარდამეცვალა. სოციალური დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს. ცოლი მომიკვდა ხალხო, ხომ არ გავმდიდრებულვარ? ...(ტირის)"

მის თვალებში იკითხება ჩამქრალი ვაჟკაცობა, სიამაყე, ლოდივით მძიმე ტკივილი და მომავლის ამაო იმედი.

ბოდიშს ვუხდი, რომ წარსული გავახსენე... გულში მიკრავს და მამშვიდებს: "რატომ მიხდი შვილო ბოდიშს, მე ეს ყველაფერი ერთი წამით არ დამვიწყებია"...

დასახლების სხვადასხვა უბნებზე დავდივართ, უმეტესობას მიშენებები აქვთ, როგორც თავად ამბობენ, საკუთარი სახსრებით. ზოგი ახლა აშენებს. უბნის "ბირჟაზეც" ვჩერდებით, ვსაუბრობთ. იქვე ერთი კოტეჯის დიასახლისი შინ გვეპატიჟება.

აქაც, როგორც ყველასთან, ვსაუბრობთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე...

"ცხინვალიდან ვართ. ჩვენი სახლის ფერფლიც აღარ დარჩა. ერთი კაბით და ოთახის ჩუსტებით დავრჩით ღვთის ანაბარა. აქ მოგვიყვანეს. რაც არ უნდა დამეთანხმოთ, ვერ წარმოიდგენ, შვილო, ჩვენ მაშინ რას ვგრძნობდით. ერთ წამში რომ მთელი ცხოვრება მთავრდება, წლების ნაშრომი რომ შენს თვალწინ ნადგურდება, ეს მხოლოდ იმას შეუძლია გაიგოს, ვისაც ეს გადახდება თავს. ჩემი ქალიშვილი შოკში იყო. კიოდა. აქ რომ მოვედით, აქ არაფერი არ იყო, ვერ შეეგუა ამ ადგილს.. და მაშინ გაიღვიძა ჩემში ყველა ინსტინქტმა და ძალამ. დავისვი წინ და დაველაპარაკე: შეხედე, რა ხდება! რამდენი ადამიანი მოკვდა. ნახე რა ხდება, მარტო ჩვენ ხომ არ ვართ ასეთ დღეში?! მადლობა ვუთხრათ ღმერთს, რომ ცოცხლები ვართ. იმ დღიდან დღემდე ასე მოვდივართ."

დიასახლისს თავისი ხელით გაშენებული მცირე მეურნეობის დასათვალიერებლად მივყავართ. ნულიდან დაწყებული ცხოვრება და მომავლის იმედი ამ კოტეჯის კარ-მიდამოს ნამდვილად ეტყობა.

ემოციებით დატვირთული მანქანაში ვჯდები და თბილისში ვბრუნდები. მძღოლი მუსიკას რთავს. ვთხოვ, რომ გამორთოს ... ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს უფლება არ მაქვს მხიარულ მუსიკას ვუსმენდე. ფანჯარა ჩამოვუშვი და თვალებდახუჭული სახე ცხელ ჰაერს მივუშვირე. მძღოლს ვთხოვე, სწრაფად ეტარებინა მანქანა.

დავტოვე წეროვანი, ადგილი, რომელიც ჩემი ქვეყნის ორი ათასზე მეტი განსხვავებული ოჯახის ერთ ტრაგედიას ასახავს.. აქ იბადებიან და იზრდებიან. აქ სტკივათ და უხარიათ. აქ სიცოცხლე გრძელდება...მოვდივარ იმედით, რომ ყველა შესაბამის უწყებას ვაცნობო ამ ბავშვების, ახალგაზრდების და უფროსების სურვილები. იმედი მაქვს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც სურვილი ექნებათ ამ ბავშვებს ერთი ჩვეულებრივი დღე გაულამაზონ.

სურვილების ჩამონათვალი არც ისე ბევრია:

  • ბავშვების და ახალგაზრდების უმრავლესობას სურს მოეწყოს სკვერი და საცურაო აუზი წეროვანის დასახლებაში.
  • პატარა ბექას სურს ჰქონდეს "პატარა კვადრო"(მეთერთმეტე უბნიდან)
  • 7 წლის ნიკას - სათამაშო მანქანა (მეთერთმეტე უბნიდან)
  • ლიზი რაზმაძეს - სათამაშო პიანინო
  • გიორგი მაისურაძეს (მეექვსე უბნიდან) - ველოსიპედი
  • გიორგი ბასიშვილს- ველოსიპედი
  • გიორგის - ლეკვი (მეოთხე უბნიდან)
  • ნესტან შიუკაშვილს - Iphone

P.S. ექოსავით მესმის ყოველ წამს, ყოველ წუთს იმედგაცრუებული ალალი აზრი... "ვინ გაჩუქებს ბიჭო ნამდვილ კვადროციკლს?!"  ეს აზრი მანადგურებს და მკლავს... პროტესტი გამიჩნდა საკუთარი თავის მიმართ, საზოგადოების მიმართ, ხელისუფლების მიმართ. რატომ უნდა იყოს დარწმუნებული 6 წლის ბავშვი, რომ ოცნება არ აუსრულდება...

ნანა ჩხაიძე

"ვინც ეს მოუგონა ამ შეუდარებელ მომღერალს, მაგათ ჯინაზე დიდხანს იცოცხლებს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერის” და "ასტრაზენეკას” ვაქცინების შემოტანაზე" -  ამირან გამყრელიძე

აფხაზეთში აცხადებენ, რომ "წვიმა მოვიდა და ამ დროისთვის ხანძარი ყველა კერაზე ჩამქრალია“