სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კოჟორიძე - პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი
კახა კოჟორიძე - პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი

პრე­ზი­დენ­ტი ნამ­დვი­ლად არის ეროვ­ნუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის დროს არ მოქ­მე­დებს პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით, - ასე პა­სუ­ხობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი კახა კო­ჟო­რი­ძე ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის მიერ დე­პუ­ტატ აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის ძმის შე­წყა­ლე­ბის გამო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს მო­უ­წო­დებს, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის დროს სიფრ­თხი­ლით და მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იმოქ­მე­დონ.

"პრე­ზი­დენ­ტი ნამ­დვი­ლად არის ეროვ­ნუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ის ასე­თი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის დროს არ მოქ­მე­დებს პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით. ჩვენ გვინ­და ვთხო­ვოთ მა­ღალ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რომ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის დროს სიფრ­თხი­ლით და მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იმოქ­მე­დონ, რათა ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბებ­მა, არ გა­ა­ჩი­ნოს აღ­ქმა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით, ხოლო ამ აღ­ქმის შე­დე­გად არ და­ზი­ან­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კახა კო­ჟო­რი­ძემ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი შე­წყა­ლე­ბის პრო­ცეს­ში ვერ და არ იმოქ­მე­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი თუ პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­აა, რომ შე­წყა­ლე­ბის პრო­ცეს­ში ვერ იმოქ­მე­დებს და არას­დროს იმოქ­მე­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი თუ პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა.

კო­ჟო­რი­ძის თქმით, პა­ტი­მარ ბო­ბო­ხი­ძის შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტი­სას არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ მო­უ­ხე­ნია იმ ფაქტს, რომ ის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის ძმაა.

"ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი არის ჭეშ­მა­რი­ტად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" პრე­ზი­დენ­ტი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის ძმის შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, იმე­დი აქვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი "სა­ა­კაშ­ვილს, ბაჩო ახა­ლა­ი­ას, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს და სხვა კე­თილ ადა­მი­ა­ნებ­საც შე­ი­წყა­ლებს".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კახა კოჟორიძე - პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი

კახა კოჟორიძე - პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი

პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი და ის შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ქვეყნის პირველი პირის მიერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გამო პრემიერ-მინისტრის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს მოუწოდებს, მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ.

"პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი და ის ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ მაღალ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა ამ ტიპის განცხადებებმა, არ გააჩინოს აღქმა, რომ საქართველოში შესაძლოა, მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით, ხოლო ამ აღქმის შედეგად არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ქვეყნის პირველი პირი შეწყალების პროცესში ვერ და არ იმოქმედებს პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით.

"საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა, რომ შეწყალების პროცესში ვერ იმოქმედებს და არასდროს იმოქმედებს პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

კოჟორიძის თქმით, პატიმარ ბობოხიძის შეწყალების საკითხის გადაწყვეტისას არანაირი გავლენა არ მოუხენია იმ ფაქტს, რომ ის ოპოზიციონერი დეპუტატის ძმაა.

"ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირის, გიორგი მარგველაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი "სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს".

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"