პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არაჩვეულებრივი და სახალისო ისტორიაა" - ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა
"ეს არაჩვეულებრივი და სახალისო ისტორიაა" - ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა

ალექ­სეი გრე­კო­ვი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნი­დან ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­ვი­და. ტუ­რის­ტულ ქა­ლაქ­ში ორი კვი­რით მყოფ­მა ალექ­სე­იმ და ოქ­სა­ნამ ბა­თუ­მი და მისი შე­მო­გა­რე­ნი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, და­ა­გე­მოვ­ნეს აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი. ამ ერთი შე­ხედ­ვით ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ში უჩ­ვე­უ­ლო ის არის, რომ ალექ­სე­იმ 40 წლის წინ, ღვი­ნის ეტი­კე­ტე­ბი­დან ნას­წავ­ლი ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვა აღიდ­გი­ნა და სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge -სთვის რამ­დე­ნი­მე სი­ტყვაც და­წე­რა. ალექ­სე­ის ბა­თუ­მის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­თან ერ­თად უყუ­რა­დღე­ბოდ არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა არ დარ­ჩე­ნია. თუ რო­გორ ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლად წერა და კი­თხვა ამის შე­სა­ხებ ალექ­სე­ის Ambebi.ge გა­ე­სა­უბ­რა:

ვი­დეო: ღვი­ნის ეტი­კე­ტე­ბი­დან ნას­წავ­ლი ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვა

"ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­აა. როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი მა­მა­ჩე­მის ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბი ხში­რად გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ ქარ­თულ ღვი­ნოს. მე ვაგ­რო­ვებ­დი ბოთ­ლე­ბის ეტი­კე­ტებს, რომ­ლებ­ზეც ღვი­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე ეწე­რა. და­ვინ­ტე­რეს­დი ამ ენით, რო­მელ­საც ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­ბა­ნი ჰქონ­და. ერ­თმა­ნეთს ვა­და­რებ­დი ქარ­თულ და რუ­სულ წარ­წე­რებს და ასე ვის­წავ­ლე ქარ­თუ­ლად წერა და კი­თხვა. გა­საკ­ვი­რი ის არის, რომ 40 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა ქარ­თუ­ლად ყვე­ლა წარ­წე­რის წა­კი­თხვა მო­ვა­ხერ­ხე. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეგ­რძნე­ბაა - როცა მე­გო­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­წყე­ბუ­ლი მქონ­და და ამ დროს ვკი­თხუ­ლობ. ნა­წი­ლის თარ­გმნა­საც ვა­ხერ­ხებ", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სე­იმ.

უკ­რა­ი­ნე­ლი წყვი­ლის 14 დღი­ა­ნი ბა­თუ­მუ­რი ტურ­ნე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ით დას­რულ­და. ალექ­სეი და­ინ­ტე­რეს­და, აქვს თუ არა ქარ­თულ ღვი­ნოს ისე­თი­ვე არო­მა­ტი, რო­გორც 40 წლის წინ მა­მის მე­გობ­რე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილს ჰქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, არო­მა­ტი იგი­ვეა, რად­გან მან დე­გუს­ტა­ცი­ის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის თან წა­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა:

"გა­უ­მარ­ჯოს ქარ­თველ ხალ­ხს, ქარ­თულ მი­წას, ქარ­თულ ღვი­ნოს, რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­შია და ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებს. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ, ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, მას არ უნდა მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზღვა გვყოფს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ერი ხართ, რო­მელ­თა­ნაც ერ­თად თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მე­გობ­რო­ბა და ღვი­ნის და­ლე­ვა გინ­და", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სე­იმ.

წყვი­ლი კი­ევ­ში დღეს დაბ­რუნ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ ბა­თუ­მუ­რი ემო­ცი­ე­ბი მომ­დევ­ნო წლის ზა­ფხუ­ლამ­დე გაყ­ვე­ბათ.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

Ambebi.ge ბა­თუ­მი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ეს არაჩვეულებრივი და სახალისო ისტორიაა" - ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა

"ეს არაჩვეულებრივი და სახალისო ისტორიაა" - ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა

ალექსეი გრეკოვი მეუღლესთან ერთად უკრაინიდან ბათუმში დასასვენებლად ჩამოვიდა. ტურისტულ ქალაქში ორი კვირით მყოფმა ალექსეიმ და ოქსანამ ბათუმი და მისი შემოგარენი დაათვალიერეს, დააგემოვნეს აჭარული სამზარეულო და ქართული ღვინოები. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ საზაფხულო არდადეგებში უჩვეულო ის არის, რომ ალექსეიმ 40 წლის წინ, ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა აღიდგინა და სპეციალურად Ambebi.ge -სთვის რამდენიმე სიტყვაც დაწერა. ალექსეის ბათუმის ღირსშესანიშნაობებთან ერთად უყურადღებოდ არცერთი ქართული წარწერა არ დარჩენია. თუ როგორ ისწავლა ქართულად წერა და კითხვა ამის შესახებ ალექსეის Ambebi.ge გაესაუბრა:

ვიდეო: ღვინის ეტიკეტებიდან ნასწავლი ქართული წერა-კითხვა

"ეს არაჩვეულებრივი და სახალისო ისტორიაა. როცა პატარა ვიყავი მამაჩემის ქართველი კოლეგები ხშირად გვიგზავნიდნენ ქართულ ღვინოს. მე ვაგროვებდი ბოთლების ეტიკეტებს, რომლებზეც ღვინის სახელწოდება ქართულ და რუსულ ენებზე ეწერა. დავინტერესდი ამ ენით, რომელსაც ასეთი შესანიშნავი ანბანი ჰქონდა. ერთმანეთს ვადარებდი ქართულ და რუსულ წარწერებს და ასე ვისწავლე ქართულად წერა და კითხვა. გასაკვირი ის არის, რომ 40 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოსულმა ქართულად ყველა წარწერის წაკითხვა მოვახერხე. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა - როცა მეგონა ეს ყველაფერი დავიწყებული მქონდა და ამ დროს ვკითხულობ. ნაწილის თარგმნასაც ვახერხებ", - აღნიშნა ალექსეიმ.

უკრაინელი წყვილის 14 დღიანი ბათუმური ტურნე ქართული ღვინის დეგუსტაციით დასრულდა. ალექსეი დაინტერესდა, აქვს თუ არა ქართულ ღვინოს ისეთივე არომატი, როგორც 40 წლის წინ მამის მეგობრების მიერ გამოგზავნილს ჰქონდა. სავარაუდოდ, არომატი იგივეა, რადგან მან დეგუსტაციის შემდეგ ქართული ღვინის თან წაღება გადაწყვიტა:

"გაუმარჯოს ქართველ ხალხს, ქართულ მიწას, ქართულ ღვინოს, რადგანაც ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს. უკრაინელები და ქართველები მსგავს სიტუაციაში ვართ, ჩრდილოელ მეზობელთან თანაცხოვრება რთულია, მას არ უნდა მშვიდობიანი თანაცხოვრება. სამაგიეროდ, ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, გვიყვარს ერთმანეთი მიუხედავად იმისა, რომ ზღვა გვყოფს. არაჩვეულებრივი ერი ხართ, რომელთანაც ერთად თანაცხოვრება, მეგობრობა და ღვინის დალევა გინდა", - აღნიშნა ალექსეიმ.

წყვილი კიევში დღეს დაბრუნდა. სავარაუდოდ, მათ ბათუმური ემოციები მომდევნო წლის ზაფხულამდე გაყვებათ.

ნინო ხოზრევანიძე

Ambebi.ge ბათუმიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია