საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კორტების საქმის მოწმე: ირაკლი ფირცხალავამ მითხრა "ესროლეთ, მაგის დედას ...."
ე.წ. კორტების საქმის მოწმე: ირაკლი ფირცხალავამ მითხრა "ესროლეთ, მაგის დედას ...."

ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა რი­გით­მა სპეც­რაზ­მელ­მა, ია­სონ მი­ლა­ძემ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა მის­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ მას კახა ნა­კა­ნი და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას სთხოვ­დნენ.

ია­სონ მი­ლა­ძეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის საქ­მე­ზე კი­თხა­ვენ. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, 2006 წლის 2 მა­ი­სის სპე­ცო­პე­რა­ცია 1 მა­ისს და­ი­გეგ­მა. მოწ­მემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ცე­ცხლის გახ­ნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ. 2012 წელს კი რო­გორც ია­სონ მი­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, კახა ნა­კა­ნი და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა მას სთხოვ­დნენ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყვე­ლას და­ი­ჭერ­დნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ცრუ ჩვე­ნე­ბას, რო­გორც მოწ­მე აცხა­დებს, მას უნდა თქვა, რომ პო­ლი­ცია არა­ფერ შუ­ა­ში იყო და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ცე­ცხლის გახ­სნის ბრძა­ნე­ბა არ მი­უ­ცია, არა­მედ მან ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ­თა ავ­ტო­მო­ბილ­ში მსხდო­მე­ბის და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

პრო­კუ­რო­რის შე­კი­თხვა­ზე, რა ფორ­მით გას­ცა ცე­ცხლის გახ­სნის ბრძა­ნე­ბა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ, მოწ­მემ უპა­სუ­ხა "ეს­რო­ლეთ, მა­გის დე­დას ....".

მოწ­მე აცხა­დებს, რომ სხვა სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის დროს, გან­სხვა­ვე­ბით კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სა, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში პო­ლი­ცია არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოწ­მის თქმით, პო­ლი­ცია სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ბო­ლოს მო­დი­ო­და. უშუ­ა­ლოდ კორ­ტებ­თან მომ­ხდა­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს კი, ია­სონ მი­ლა­ძის თქმით, პო­ლი­ცია სპეც­რაზმს "ფე­ხებ­ში ებ­ლან­დე­ბო­და".

პრო­კუ­რო­რე­ბის მიერ დას­მუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ ია­სონ მი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან სრო­ლის ხმა არ გა­უ­გია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ. მოწ­მემ აღ­ნიშ­ნა, რომ მან­ქა­ნი­დან გას­რო­ლა რომ მომ­ხდა­რი­ყო "90%-ით გა­ი­გებ­და, თუმ­ცა სრო­ლის ხმა ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან არ გა­უ­გია".

ია­სონ მი­ლა­ძე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში არის ბრალ­დე­ბუ­ლი. მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან რი­გი­თი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ხუ­რულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. ია­სონ მი­ლა­ძეს, რო­გორც სხვა რი­გით სპეც­რაზ­მე­ლებს, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ე.წ. კორტების საქმის მოწმე: ირაკლი ფირცხალავამ მითხრა "ესროლეთ, მაგის დედას ...."

ე.წ. კორტების საქმის მოწმე: ირაკლი ფირცხალავამ მითხრა "ესროლეთ, მაგის დედას ...."

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა რიგითმა სპეცრაზმელმა, იასონ მილაძემ ხელმძღვანელი პირების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ მას კახა ნაკანი და ირაკლი ფირცხალავა ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.

იასონ მილაძეს საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ხელმძღვანელი პირების საქმეზე კითხავენ. როგორც მან აღნიშნა, 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაცია 1 მაისს დაიგეგმა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ კორტების სპეცოპერაციის დროს ცეცხლის გახნის ბრძანება გასცა ირაკლი ფირცხალავამ. 2012 წელს კი როგორც იასონ მილაძე აღნიშნავს, კახა ნაკანი და ირაკლი ფირცხალავა მას სთხოვდნენ ცრუ ჩვენების მიცემას გამოძიებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეუბნებოდნენ, რომ ყველას დაიჭერდნენ.

რაც შეეხება ცრუ ჩვენებას, როგორც მოწმე აცხადებს, მას უნდა თქვა, რომ პოლიცია არაფერ შუაში იყო და ირაკლი ფირცხალავას ცეცხლის გახსნის ბრძანება არ მიუცია, არამედ მან ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფთა ავტომობილში მსხდომების დაკავების ბრძანება გასცა.

პროკურორის შეკითხვაზე, რა ფორმით გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება ირაკლი ფირცხალავამ, მოწმემ უპასუხა "ესროლეთ, მაგის დედას ....".

მოწმე აცხადებს, რომ სხვა სპეცოპერაციების დროს, განსხვავებით კორტების სპეცოპერაციისა, ღონისძიებაში პოლიცია არ მონაწილეობდა. მოწმის თქმით, პოლიცია სპეცოპერაციის ბოლოს მოდიოდა. უშუალოდ კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს კი, იასონ მილაძის თქმით, პოლიცია სპეცრაზმს "ფეხებში ებლანდებოდა".

პროკურორების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ იასონ მილაძემ აღნიშნა, რომ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან სროლის ხმა არ გაუგია სამართალდამცველების მიმართ. მოწმემ აღნიშნა, რომ მანქანიდან გასროლა რომ მომხდარიყო "90%-ით გაიგებდა, თუმცა სროლის ხმა ავტომობილიდან არ გაუგია".

იასონ მილაძე სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში არის ბრალდებული. მასთან ერთად ბრალდებულები არიან რიგითი სპეცრაზმელები, რომლებმაც დახურულ სასამართლო სხდომაზე რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მამხილებელი ჩვენება მისცეს. იასონ მილაძეს, როგორც სხვა რიგით სპეცრაზმელებს, განზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ