მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის შემთხვევები, როცა ადამიანს ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ მოძღვართან მიდის, ის კი კვეთებულის ლოცვებს უკითხავს" - ვის შეუნდობს ეკლესია თვითმკვლელობის მიუტევებელ ცოდვას
"არის შემთხვევები, როცა ადამიანს ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ მოძღვართან მიდის, ის კი კვეთებულის ლოცვებს უკითხავს" - ვის შეუნდობს ეკლესია თვითმკვლელობის მიუტევებელ ცოდვას

თვით­მკვლე­ლო­ბა, იგი­ვე სუ­ი­ცი­დი ერთ-ერთ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ცოდ­ვად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ეკ­ლე­სია შე­იძ­ლე­ბა შემ­წყნა­რე­ბე­ლი იყოს მის მი­მართ. სუ­ი­ციდ­ზე, მის გა­მომ­წვევ პრობ­ლე­მებ­ზე და ამ სა­კი­თხის მი­მართ ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე Ambebi.ge-ს ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

-ეკ­ლე­სი­ის ენა­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სუ­ი­ცი­დი მე­ექ­ვსე მცნე­ბის დარ­ღვე­ვაა- არა კაც კლა. როცა ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლეს სა­კუ­თა­რი ნე­ბით მო­ის­წრა­ფავს, ეს ღვთის წი­ნა­შე ამ­ბო­ხია. ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით, სუ­ი­ცი­დის დედა არის სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა ანუ უი­მე­დო­ბა, როცა ადა­მი­ანს აღარც ღმერ­თის შემ­წე­ო­ბის სჯე­რა და აღარც მოყ­ვა­სის.

-ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ვინ ვარ­დე­ბა?

-პა­ტივ­მოყ­ვა­რე და ამ­პარ­ტა­ვა­ნი ხალ­ხი. ამ­პარ­ტავ­ნე­ბა არის მდგო­მა­რე­ო­ბა, როცა ადა­მი­ანს მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აქვს გა­და­ტა­ნი­ლი და რო­დე­საც ამ­ქვეყ­ნი­უ­რი რე­ლო­ბა მას გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მებს მო­უვ­ლენს, აღარ შე­უძ­ლია ვინ­მეს მი­მარ­თოს. ღმერ­თის არ­სე­ბო­ბას არ აღი­ა­რებს, ან თუ აღი­ა­რებს არ სჯე­რა, რომ ღმერ­თი და­ეხ­მა­რე­ბა.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ფსი­ქი­ატ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სუ­ი­ცი­დის ცოდ­ვა სა­თა­ვეს დეპ­რე­სი­ი­დან, ნერ­ვო­ზი­დან იღებს, ხოლო დეპ­რე­სი­ის სა­თა­ვე უმა­დუ­რო­ბაა, როცა ადა­მი­ა­ნი ჯან­მრთე­ლია და თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებს, მა­შინ უნდა და­ფიქ­რდეს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მას­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - სა­რე­ცელს არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი ან სა­პყრო­ბი­ლე­შია, ამ დროს კი საღ-სა­ლა­მა­თი ადა­მი­ა­ნი ია­რაღს იღებს და თავს იკ­ლავს.

-რა სიმპტო­მე­ბი აქვს სუ­ი­ციდს?

-ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მდგო­მა­რე­ო­ბა, როცა ადა­მი­ა­ნი უმა­დუ­რია და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს, არა­ფე­რი მოს­წონს, არა­ფე­რი ახა­რებს, მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ახალ­გაზ­რდებ­ზე უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ, მათ­ზე, ვინც მა­გა­ლი­თად თავს არ უვ­ლის, ლო­გი­ნი­დან არ დგე­ბა, უკონ­ტაქ­ტოა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლია ფსი­ქო­ლოგს ან მო­ძღვარს მივ­მარ­თოთ.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ანს ფსი­ქო­ლო­გი სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მო­ძღვარ­თან მი­დის, ის კი კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვებს უკი­თხავს, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბო­დეს ეს ლოც­ვე­ბი და სა­ჭი­რო იყოს ფსი­ქო­ლოგ­თან გა­სა­უბ­რე­ბა. პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და მო­ძღვა­რი სჭირ­დე­ბა, ფსი­ქი­ატ­რი კი წამ­ლე­ბით ჭყი­პავს, ამ დროს სა­ჭი­როა სწო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა, რომ ჩვენ ადა­მი­ა­ნი უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩა­ვაგ­დოთ.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით ტრი­ქო­ტო­ნო­მი­უ­რია, ანუ სამი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა - სული, სამ­შვინ­ვე­ლი და სხე­უ­ლი. ღმერ­თმა ყვე­ლას­თვის მკურ­ნა­ლი გა­ა­ჩი­ნა. სუ­ლის მკურ­ნა­ლი სუ­ლი­ე­რი მო­ძღვა­რია, სამ­შვი­ნე­ლის მკურ­ნა­ლი არის ფსი­ქო­ლო­გი, ხოლო ხორ­ცის მკურ­ნა­ლი ექი­მია.

-ვის შე­უნ­დობს ეკ­ლე­სია თვით­მკვლე­ლო­ბის მი­უ­ტე­ვე­ბელ ცოდ­ვას?

-როცა ადა­მი­ა­ნი სუ­ი­ციდს საღ გო­ნე­ბა­ზე ჩა­დის, მას ეს ქმე­დე­ბა ცოდ­ვად ეთ­ვლე­ბა, მაგ­რამ თუ ფსი­ქო­ლო­გი და­ას­კვნის, რომ ადა­მი­ანს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და, ავად იყო და მკურ­ნა­ლობ­და, ეს უკვე ცოდ­ვად აღარ ეთ­ვლე­ბა, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვია აქამ­დეც ცოდ­ვამ მი­იყ­ვა­ნა. ეკ­ლე­სია წესს არ აგებს, ანუ შენ­დო­ბის ლოც­ვებს არ უკი­თხავს იმ ადა­მი­ანს, ვინც ეს ქმე­დე­ბა გა­მიზ­ნუ­ლად ჩა­ი­დი­ნა, რად­გან ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით ეს ქმე­დე­ბა სუ­ლიწ­მინ­დის გმო­ბაა.

-რას ნიშ­ნავს სუ­ლიწ­მინ­დის გმო­ბა?

-რო­დე­საც ქრის­ტემ ლა­ზა­რე აღად­გი­ნა, ეს აშ­კა­რად სუ­ლიწ­მინ­დის მოქ­მე­დე­ბა იყო და როცა ეს იუ­დე­ვე­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, ქრის­ტეს ჯვარ­ცმა და ლა­ზა­რეს სიკ­ვდი­ლი მო­ინ­დო­მეს. ლა­ზა­რე­სი იმი­ტომ, რომ ის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი იყო სუ­ლიწ­მინ­დის მოქ­მე­დე­ბის და ღმერ­თის ძლი­ე­რე­ბის. ვინც ხი­ლუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მკრე­ხე­ლო­ბას გა­მო­ი­ჩენს, ეს სუ­ლიწ­მინ­დის გმო­ბაა.

თვით­მკვლე­ლო­ბის ცოდ­ვა­ზე იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი ბრძა­ნებს, რომ არ ვი­ლო­ცოთ, ქრის­ტე კი ამ­ბობს, რომ ასეთ ადა­მი­ანს არც ამ ქვე­ყა­ნა­ში მი­ე­ტე­ვე­ბა და არც იმ ქვეყ­ნად. არა­ვის ეგო­ნოს, რომ ეკ­ლე­სია ამ ცოდ­ვას ცი­ვად უდ­გე­ბა და მარ­ტო იმით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, წესი აუ­გოს თუ არა ადა­მი­ანს. ჩვენ ადა­მი­ანს ყუ­რა­დღე­ბა იქამ­დე უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ, სა­ნამ თავს მო­იკ­ლავს. როცა შე­ვა­ტყობთ, რომ ცუ­დად არის, მა­ში­ნაა სა­ჭი­რო ფსი­ქო­ლო­გის ან მო­ძღვრის ჩა­რე­ვა. ხში­რად როცა ფსი­ქი­ატრს ვახ­სნებთ, გვე­ცი­ნე­ბა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვე­რი­დე­ბა, ამ დროს კი კარ­გი ფსი­ქი­ატ­რი ადა­მი­ანს დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩენს.

ასე­ვე უნდა ვი­ცო­დეთ, ჩვენს მიერ ჩა­დე­ნი­ლი ყვე­ლა მძი­მე ცოდ­ვა არის ინექ­ცია ჩვენს გე­ნე­ტი­კა­ში. თუ ჩვენ­მა უახ­ლო­ეს­მა წი­ნა­პარ­მა ეს ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა, იმას არ ნიშ­ნავს, რომ მისი ცოდ­ვა მოგ­ვე­კი­თხე­ბა ან ჩვენ­ზე გად­მო­ვა, უბ­რა­ლოდ ამის მიდ­რე­კი­ლე­ბა გად­მო­ვა, ანუ თუ ბა­ბუა სვამ­და და ლო­თობ­და, გარ­კვე­უ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბა ჩვენ­შიც იქ­ნე­ბა. უნდა ვი­ცო­დეთ, გე­ნე­ტი­კა რა ცოდ­ვე­ბის­კენ არის მიდ­რე­კი­ლი და ამით და­ვიც­ვათ სა­კუ­თა­რი თა­ვიც და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბაც.

-სუ­ი­ცი­დის დროს ახ­ლობ­ლებს თუ შე­უძ­ლი­ათ ამ ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­სათ­ვის ლოც­ვა?

-თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ამ ცოდ­ვის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ახ­ლობ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად სა­პატ­რი­არ­ქო­ში მო­დი­ან და წე­სის აგე­ბას თხო­უ­ლო­ბენ, რა თქმა უნდა, ეს კარ­გია და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ნათ­ქვა­მია, ურე­მი რომ გა­დაბ­რუნ­დე­ბა, გზა მერე გა­მოჩ­ნდე­ბაო. სა­სურ­ვე­ლია ახ­ლობ­ლებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა ასეთ ადა­მი­ა­ნებს ყუ­რა­დღე­ბა მა­ნამ­დე მი­აქ­ცი­ონ.

გახ­ში­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, ვი­საც ფსი­ქი­კუ­რი გა­დახ­რე­ბი აქვს, მათ მე­გობ­რე­ბი დას­ცი­ნი­ან, ამის გამო კი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ თავ­ში იკე­ტე­ბი­ან და თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა უჭირთ, ამ დროს კი ნო­დარ დუმ­ბა­ძე ამ­ბობ­და, რომ ერთი ადა­მი­ა­ნის სული იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ მარ­ტო ტა­რე­ბა უჭირს და ჩვენ ერ­თმა­ნეთს უნდა მი­ვეხ­მა­რო­თო, სუ­ლი­ე­რი მო­ძღვა­რიც ამი­ტომ არის სა­ჭი­რო. მარ­ხვის მერე ჩა­მო­წე­რი­ლი ცოდ­ვე­ბით მო­ძღვარ­თან მის­ვლა იმას არ ნიშ­ნავს, რომ შენ სუ­ლი­ე­რი მო­ძღვა­რი გყავს. მან შენი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ გიმ­კურ­ნა­ლოს, და­გეხ­მა­როს.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"არის შემთხვევები, როცა ადამიანს ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ მოძღვართან მიდის, ის კი კვეთებულის ლოცვებს უკითხავს" - ვის შეუნდობს ეკლესია თვითმკვლელობის მიუტევებელ ცოდვას

"არის შემთხვევები, როცა ადამიანს ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ მოძღვართან მიდის, ის კი კვეთებულის ლოცვებს უკითხავს" - ვის შეუნდობს ეკლესია თვითმკვლელობის მიუტევებელ ცოდვას

თვითმკვლელობა, იგივე სუიციდი ერთ-ერთ მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეკლესია შეიძლება შემწყნარებელი იყოს მის მიმართ. სუიციდზე, მის გამომწვევ პრობლემებზე და ამ საკითხის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებაზე Ambebi.ge-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.

-ეკლესიის ენაზე შეიძლება ითქვას, რომ სუიციდი მეექვსე მცნების დარღვევაა- არა კაც კლა. როცა ადამიანი სიცოცხლეს საკუთარი ნებით მოისწრაფავს, ეს ღვთის წინაშე ამბოხია. ეკლესიური სწავლებით, სუიციდის დედა არის სასოწარკვეთილება ანუ უიმედობა, როცა ადამიანს აღარც ღმერთის შემწეობის სჯერა და აღარც მოყვასის.

-ამ მდგომარეობაში ყველაზე ხშირად ვინ ვარდება?

-პატივმოყვარე და ამპარტავანი ხალხი. ამპარტავნება არის მდგომარეობა, როცა ადამიანს მთელი ყურადღება საკუთარ თავზე აქვს გადატანილი და როდესაც ამქვეყნიური რელობა მას გარკვეულ პრობლემებს მოუვლენს, აღარ შეუძლია ვინმეს მიმართოს. ღმერთის არსებობას არ აღიარებს, ან თუ აღიარებს არ სჯერა, რომ ღმერთი დაეხმარება.

ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ამბობენ, რომ სუიციდის ცოდვა სათავეს დეპრესიიდან, ნერვოზიდან იღებს, ხოლო დეპრესიის სათავე უმადურობაა, როცა ადამიანი ჯანმრთელია და თავის მოკვლას აპირებს, მაშინ უნდა დაფიქრდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მასზე მძიმე მდგომარეობაშია - სარეცელს არის მიჯაჭვული ან საპყრობილეშია, ამ დროს კი საღ-სალამათი ადამიანი იარაღს იღებს და თავს იკლავს.

-რა სიმპტომები აქვს სუიციდს?

-ეს შეიძლება იყოს მდგომარეობა, როცა ადამიანი უმადურია და უკმაყოფილებას გამოხატავს, არაფერი მოსწონს, არაფერი ახარებს, მისთვის ყველაფერი სულერთია. განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებზე უნდა გავამახვილოთ, მათზე, ვინც მაგალითად თავს არ უვლის, ლოგინიდან არ დგება, უკონტაქტოა, ამ შემთხვევაში სასურველია ფსიქოლოგს ან მოძღვარს მივმართოთ.

არის შემთხვევები, როცა ადამიანს ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ მოძღვართან მიდის, ის კი კვეთებულის ლოცვებს უკითხავს, ამ დროს შეიძლება ადამიანს სულაც არ სჭირდებოდეს ეს ლოცვები და საჭირო იყოს ფსიქოლოგთან გასაუბრება. პირიქითაც ხდება, როცა ადამიანი სულიერად დაავადებულია და მოძღვარი სჭირდება, ფსიქიატრი კი წამლებით ჭყიპავს, ამ დროს საჭიროა სწორი დიაგნოზის დასმა, რომ ჩვენ ადამიანი უფრო მძიმე მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ.

საეკლესიო სწავლებით ადამიანი თავისი ბუნებით ტრიქოტონომიურია, ანუ სამი ნაწილისგან შედგება - სული, სამშვინველი და სხეული. ღმერთმა ყველასთვის მკურნალი გააჩინა. სულის მკურნალი სულიერი მოძღვარია, სამშვინელის მკურნალი არის ფსიქოლოგი, ხოლო ხორცის მკურნალი ექიმია.

-ვის შეუნდობს ეკლესია თვითმკვლელობის მიუტევებელ ცოდვას?

-როცა ადამიანი სუიციდს საღ გონებაზე ჩადის, მას ეს ქმედება ცოდვად ეთვლება, მაგრამ თუ ფსიქოლოგი დაასკვნის, რომ ადამიანს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, ავად იყო და მკურნალობდა, ეს უკვე ცოდვად აღარ ეთვლება, თუმცა ბუნებრივია აქამდეც ცოდვამ მიიყვანა. ეკლესია წესს არ აგებს, ანუ შენდობის ლოცვებს არ უკითხავს იმ ადამიანს, ვინც ეს ქმედება გამიზნულად ჩაიდინა, რადგან ეკლესიური სწავლებით ეს ქმედება სულიწმინდის გმობაა.

-რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა?

-როდესაც ქრისტემ ლაზარე აღადგინა, ეს აშკარად სულიწმინდის მოქმედება იყო და როცა ეს იუდეველებმა დაინახეს, ქრისტეს ჯვარცმა და ლაზარეს სიკვდილი მოინდომეს. ლაზარესი იმიტომ, რომ ის ცოცხალი მაგალითი იყო სულიწმინდის მოქმედების და ღმერთის ძლიერების. ვინც ხილული სასწაულების წინააღმდეგ მკრეხელობას გამოიჩენს, ეს სულიწმინდის გმობაა.

თვითმკვლელობის ცოდვაზე იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ არ ვილოცოთ, ქრისტე კი ამბობს, რომ ასეთ ადამიანს არც ამ ქვეყანაში მიეტევება და არც იმ ქვეყნად. არავის ეგონოს, რომ ეკლესია ამ ცოდვას ცივად უდგება და მარტო იმით შემოიფარგლება, წესი აუგოს თუ არა ადამიანს. ჩვენ ადამიანს ყურადღება იქამდე უნდა მივაქციოთ, სანამ თავს მოიკლავს. როცა შევატყობთ, რომ ცუდად არის, მაშინაა საჭირო ფსიქოლოგის ან მოძღვრის ჩარევა. ხშირად როცა ფსიქიატრს ვახსნებთ, გვეცინება და მასთან ურთიერთობა გვერიდება, ამ დროს კი კარგი ფსიქიატრი ადამიანს დახმარებას აღმოუჩენს.

ასევე უნდა ვიცოდეთ, ჩვენს მიერ ჩადენილი ყველა მძიმე ცოდვა არის ინექცია ჩვენს გენეტიკაში. თუ ჩვენმა უახლოესმა წინაპარმა ეს ცოდვა ჩაიდინა, იმას არ ნიშნავს, რომ მისი ცოდვა მოგვეკითხება ან ჩვენზე გადმოვა, უბრალოდ ამის მიდრეკილება გადმოვა, ანუ თუ ბაბუა სვამდა და ლოთობდა, გარკვეული მიდრეკილება ჩვენშიც იქნება. უნდა ვიცოდეთ, გენეტიკა რა ცოდვებისკენ არის მიდრეკილი და ამით დავიცვათ საკუთარი თავიც და მომავალი თაობაც.

-სუიციდის დროს ახლობლებს თუ შეუძლიათ ამ ადამიანის სულისათვის ლოცვა?

-თანამედროვე რეალობაში ამ ცოდვის ჩადენის შემდეგ ახლობლები ძირითადად საპატრიარქოში მოდიან და წესის აგებას თხოულობენ, რა თქმა უნდა, ეს კარგია და აუცილებელი, მაგრამ ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. სასურველია ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ასეთ ადამიანებს ყურადღება მანამდე მიაქციონ.

გახშირებული პრაქტიკით, ვისაც ფსიქიკური გადახრები აქვს, მათ მეგობრები დასცინიან, ამის გამო კი ადამიანები საკუთარ თავში იკეტებიან და თავიანთი პრობლემების გაზიარება უჭირთ, ამ დროს კი ნოდარ დუმბაძე ამბობდა, რომ ერთი ადამიანის სული იმდენად მძიმეა, რომ მარტო ტარება უჭირს და ჩვენ ერთმანეთს უნდა მივეხმაროთო, სულიერი მოძღვარიც ამიტომ არის საჭირო. მარხვის მერე ჩამოწერილი ცოდვებით მოძღვართან მისვლა იმას არ ნიშნავს, რომ შენ სულიერი მოძღვარი გყავს. მან შენი სულიერი მდგომარეობა კარგად უნდა იცოდეს, რომ გიმკურნალოს, დაგეხმაროს.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია