კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას ე.წ. დიფერენცირებული ტარიფის შემოღებას ურჩევს
ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას ე.წ. დიფერენცირებული ტარიფის შემოღებას ურჩევს

"ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი" მთავ­რო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სის­ტე­მის და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან (დღგ) გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ე.წ. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­მო­ღე­ბას ურ­ჩევს.

რო­გორც "ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ტა­რი­ფი შე­ნარ­ჩუნ­დეს.

"გუ­შინ, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნია "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფი გა­ზარ­და და­ახ­ლო­ე­ბით 4 თეთ­რით. ასე­ვე, გუ­შინ­ვე იგი­ვე კო­მი­სი­ას ანა­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნით კომ­პა­ნია "თე­ლას­მაც" მი­მარ­თა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თბი­ლის­ში მცხოვ­რებ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მო­სა­ლოდ­ნე­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის გაზ­რდა. ეს არის იმ გა­უ­აზ­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი, რო­მელ­საც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ატა­რებ­და. ყვე­ლა ცუდი ისაა, რომ მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნოს არას­წორ გზა­ში, რაც გუ­ლის­ხმობს ბი­უ­ჯე­ტი­დან ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის სუბ­სი­დი­რე­ბას. ეს არის არას­წო­რი გზა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას და ენერ­გე­ტი­კულ სის­ტე­მას კი­დევ უფრო მეტ პრობ­ლე­მამ­დე მი­იყ­ვანს. სუბ­სი­დი­რე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, რად­გან ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე ტა­რი­ფის გაზ­რდა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვევს ფა­სე­ბის გაზ­რდას პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე, ეს კი ისევ გა­ჭირ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას და­აწ­ვე­ბა ტვირ­თად. თუ მთავ­რო­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ის, რომ გა­ჭირ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას და­ეხ­მა­როს, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­სა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფომ არ ამო­ი­ღოს იმ­დე­ნი ფული, რამ­დენ­საც იღებს კონ­კრე­ტუ­ლად ენერ­გე­ტი­კის სის­ტე­მი­დან, უარი თქვას სა­კუ­თარ ხარ­ჯებ­ზე, მათ შო­რის შე­ამ­ცი­როს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბი რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნით და და­ტო­ვოს მეტი ფული სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კა­ში, რაც ხელს შე­უ­წყობს იმას, რომ ტა­რი­ფის გაზ­რდა აღარ მოხ­დეს.

გა­სა­კე­თე­ბე­ლი არის ორი რამ: პირ­ვე­ლი - ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სის­ტე­მა უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან და მე­ო­რე, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოხ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბის შე­მო­ღე­ბა წლის სხვა­დას­ხვა სე­ზონ­სა და დღის სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში, რა­საც ე.წ. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­მო­ღე­ბა ჰქვია. ამ სის­ტე­მას იყე­ნებს ბევ­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე აზ­რით, ამ ორი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, გარ­და იმი­სა, რომ მოხ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ტა­რი­ფის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, გაზ­რდის ელექტრო­სის­ტე­მის სა­ინ­ვეს­ტი­ციო მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას.

"ეს კი გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს ისეთ პრობ­ლე­მებს, რო­გო­რიც დღეს გვაქვს", - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას ე.წ. დიფერენცირებული ტარიფის შემოღებას ურჩევს

ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას ე.წ. დიფერენცირებული ტარიფის შემოღებას ურჩევს

"ახალი პოლიტიკური ცენტრი" მთავრობას ელექტროენერგეტიკის სისტემის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებას და ელექტროენერგიაზე ე.წ. დიფერენცირებული სატარიფო პოლიტიკის შემოღებას ურჩევს.

როგორც "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ორი ნაბიჯის გადადგმა უზრუნველყოფს იმას, რომ ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფი შენარჩუნდეს.

"გუშინ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მოთხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა დაახლოებით 4 თეთრით. ასევე, გუშინვე იგივე კომისიას ანალოგიური მოთხოვნით კომპანია "თელასმაც" მიმართა, რაც ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებთან მიმართებაშიც მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა. ეს არის იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებდა. ყველა ცუდი ისაა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა გამოსავალი მოძებნოს არასწორ გზაში, რაც გულისხმობს ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას. ეს არის არასწორი გზა, რომელიც საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკონომიკას და ენერგეტიკულ სისტემას კიდევ უფრო მეტ პრობლემამდე მიიყვანს. სუბსიდირება გამოსავალი არ არის, რადგან ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ფასების გაზრდას პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ეს კი ისევ გაჭირვებულ მოსახლეობას დააწვება ტვირთად. თუ მთავრობის მიზანს წარმოადგენს ის, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს, ამ შემთხვევაში გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ არ ამოიღოს იმდენი ფული, რამდენსაც იღებს კონკრეტულად ენერგეტიკის სისტემიდან, უარი თქვას საკუთარ ხარჯებზე, მათ შორის შეამციროს საკუთარი ხარჯები რამდენიმე ასეული მილიონით და დატოვოს მეტი ფული საქართველოს ენერგეტიკაში, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ტარიფის გაზრდა აღარ მოხდეს.

გასაკეთებელი არის ორი რამ: პირველი - ელექტროენერგეტიკის სისტემა უნდა გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს განსხვავებული ტარიფების შემოღება წლის სხვადასხვა სეზონსა და დღის სხვადასხვა პერიოდში, რასაც ე.წ. დიფერენცირებული სატარიფო პოლიტიკის შემოღება ჰქვია. ამ სისტემას იყენებს ბევრი განვითარებული ქვეყანა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე აზრით, ამ ორი ნაბიჯის გადადგმა, გარდა იმისა, რომ მოხდება ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფის შენარჩუნება, გაზრდის ელექტროსისტემის საინვესტიციო მიმზიდველობას.

"ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან აგვაცილებს ისეთ პრობლემებს, როგორიც დღეს გვაქვს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."