სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - ნატო-ში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის MAP-ის მიცემის წინააღმდეგია
თინა ხიდაშელი - ნატო-ში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის MAP-ის მიცემის წინააღმდეგია

ნატო-ში დღეს არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ცე­მის წი­ნა­აღ­მდე­გია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"შე­მიძ­ლია სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გი­თხრათ, რომ ნა­ტო­ში არ არ­სე­ბობს დღეს ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ცე­მას ან წი­ნა­აღ­მდე­გია MAP-ის მი­ცე­მის. არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ჩვენ არ გვე­კუთ­ვნის MAP-ი. ისი­ნი ით­ვლი­ან, წინ 11 თვეა [ვარ­შა­ვის სა­მი­ტამ­დე] და 11 თვით ადრე დღე­ვან­დელ ევ­რო­პა­ში უჭირთ პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის მო­ცე­მა", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბას, რომ თუ MAP-ს არ მოგ­ვცე­მენ, ეს ტრა­გე­დია იქ­ნე­ბა, ხი­და­შე­ლის თქმით, შე­იძ­ლე­ბა ცოტა არას­წო­რი სი­ტყვა გა­მო­ი­ყე­ნა, ვი­ნა­ი­დან ტრა­გე­დია იქ­ნე­ბა ომი. ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი კი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, არ არის ყვე­ლა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ხვალ და ზეგ არ მოხ­დე­ბა.

"უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი ერ­თგვარ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რას ხსნის იმ გა­გე­ბით, რომ რუ­სე­თი არ არის მზად გახ­სნას მე-2, მე-3 და მე-17 ფრონ­ტე­ბი. ის ამას უკვე გა­ა­კე­თებ­და. ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი ანა­ლი­ზი, ასე­თია ყვე­ლას მიერ და­ნა­ხუ­ლი რე­ა­ლო­ბა. რო­დე­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს ჩვენ ცოტა ვზრდით ხოლ­მე რის­კებს, ამას მუდ­მი­ვად გვე­უბ­ნე­ბი­ან – თქვენც ხომ იცით, რომ ეს არ არის ხვა­ლიდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი. გა­სა­გე­ბია, ალ­ბათ, არ არის, თუმ­ცა ყვე­ლას გვახ­სოვს, რომ რუ­სეთ­თან გვაქვს საქ­მე", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ნენ­ტე­ბი იკი­თხა­ვენ, თუ რუ­სე­თი არ არის მზად ფრონ­ტის გა­სახ­სნე­ლად, რა­ტომ სა­ქარ­თვე­ლო არ აკე­თებს ამას და რომ ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნა და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა, ხი­და­შე­ლი პა­სუ­ხობს, რომ ის თავს იკა­ვებს ბევ­რი ისე­თი რა­მის თქმის­გან, რა­საც ოპო­ნენ­ტე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ქი­ლიკს ნამ­დვი­ლად არ გა­და­ვა­ყო­ლებ ჩემი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს. ამი­ტომ, რო­გორც წესი, ასეთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბებ­ზე ერ­თდა­ერ­თი პა­სუ­ხი მაქვს – ჩვენ არ გავ­ხსნით არა­ნა­ირ ფრონ­ტის ხაზს და არ და­ვი­წყებთ ომს. ასე­თია დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ვი­ღა­ცას ეს მოს­წონს, ვი­ღა­ცას არ მოს­წონს, ვი­ღა­ცას სის­ხლი უყი­ვის. ეს სის­ხლის ყი­ვი­ლი ვნა­ხეთ მრა­ვალ­გზის, შე­დე­გე­ბიც სა­ხე­ზე გვაქვს, ამი­ტომ 2016 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე ასე­თია ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა და დას­ძი­ნა, რომ 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის გზით გან­სა­ზღვროს პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურ­ჩევ­ნია თუ ის, ვი­საც სის­ხლი უყი­ვის.

მი­სი­ვე თქმით, რო­გო­რი ჯა­რიც არ უნდა მო­ვამ­ზა­დოთ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა დიდი ომი და ჩვენ ვიქ­ნე­ბით მარ­ტო, რუ­სე­ბი უბ­რა­ლოდ რა­ო­დე­ნო­ბით გვა­ჯო­ბე­ბენ. თუმ­ცა ხი­და­შე­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო მარ­ტო არ არის და ამის დას­ტუ­რია საფ­რან­გეთ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, პრა­ღა­ში მისი ვი­ზი­ტი­სას მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თინა ხიდაშელი - ნატო-ში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის MAP-ის მიცემის წინააღმდეგია

თინა ხიდაშელი - ნატო-ში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის MAP-ის მიცემის წინააღმდეგია

ნატო-ში დღეს არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის MAP-ის მიცემის წინააღმდეგია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ნატოში არ არსებობს დღეს ქვეყანა, რომელიც სკეპტიკურად უყურებს საქართველოსთვის MAP-ის მიცემას ან წინააღმდეგია MAP-ის მიცემის. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის MAP-ი. ისინი ითვლიან, წინ 11 თვეა [ვარშავის სამიტამდე] და 11 თვით ადრე დღევანდელ ევროპაში უჭირთ პირდაპირი პასუხის მოცემა", - განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება მისივე განცხადებას, რომ თუ MAP-ს არ მოგვცემენ, ეს ტრაგედია იქნება, ხიდაშელის თქმით, შეიძლება ცოტა არასწორი სიტყვა გამოიყენა, ვინაიდან ტრაგედია იქნება ომი. ფართომასშტაბიანი ომი კი, თავდაცვის მინისტრის შეფასებით, არ არის ყველაზე მოსალოდნელი და ხვალ და ზეგ არ მოხდება.

"უკრაინაში მიმდინარე პროცესი ერთგვარ შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის იმ გაგებით, რომ რუსეთი არ არის მზად გახსნას მე-2, მე-3 და მე-17 ფრონტები. ის ამას უკვე გააკეთებდა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ანალიზი, ასეთია ყველას მიერ დანახული რეალობა. როდესაც მოლაპარაკებების დროს ჩვენ ცოტა ვზრდით ხოლმე რისკებს, ამას მუდმივად გვეუბნებიან – თქვენც ხომ იცით, რომ ეს არ არის ხვალიდნელი ამბავი. გასაგებია, ალბათ, არ არის, თუმცა ყველას გვახსოვს, რომ რუსეთთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ხიდაშელმა.

ჟურნალისტის კითხვას, რომ ასეთ შემთხვევაში ოპონენტები იკითხავენ, თუ რუსეთი არ არის მზად ფრონტის გასახსნელად, რატომ საქართველო არ აკეთებს ამას და რომ ამაზე მიანიშნა დავით დარჩიაშვილმა, ხიდაშელი პასუხობს, რომ ის თავს იკავებს ბევრი ისეთი რამის თქმისგან, რასაც ოპონენტები იმსახურებენ.

"მიხეილ სააკაშვილთან ქილიკს ნამდვილად არ გადავაყოლებ ჩემი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, როგორც წესი, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებზე ერთდაერთი პასუხი მაქვს – ჩვენ არ გავხსნით არანაირ ფრონტის ხაზს და არ დავიწყებთ ომს. ასეთია დღევანდელი ქართული ხელისუფლება. ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცას სისხლი უყივის. ეს სისხლის ყივილი ვნახეთ მრავალგზის, შედეგებიც სახეზე გვაქვს, ამიტომ 2016 წლის შემოდგომამდე ასეთია ქართული ხელისუფლება", - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ 2016 წელს საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, სამართლიანი არჩევნების გზით განსაზღვროს პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება ურჩევნია თუ ის, ვისაც სისხლი უყივის.

მისივე თქმით, როგორი ჯარიც არ უნდა მოვამზადოთ, თუ საქართველოში იქნება დიდი ომი და ჩვენ ვიქნებით მარტო, რუსები უბრალოდ რაოდენობით გვაჯობებენ. თუმცა ხიდაშელის თქმით, საქართველო მარტო არ არის და ამის დასტურია საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ასევე, პრაღაში მისი ვიზიტისას მიმდინარე მოლაპარაკებები.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."