პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნასამ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა - "არსებობს კიდევ 11 პლანეტა, სადაც შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა"
ნასამ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა - "არსებობს კიდევ 11 პლანეტა, სადაც შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა"

ნასა აცხა­დებს, რომ ტე­ლეს­კოპ "კეპ­ლე­რის" დახ­მა­რე­ბით ახა­ლი ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს დე­და­მი­წას.

იგი ბრუ­ნავს ვარ­სკვლა­ვის ირ­გვლივ, რო­მე­ლიც პა­რა­მეტ­რე­ბით მზეს მი­ა­გავს.

პლა­ნე­ტას ისე­თი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს, რომ მას­ზე წყა­ლი თხე­ვად ფორ­მა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს. პლა­ნე­ტა დე­და­მი­წა­ზე 60 პრო­ცენ­ტით დი­დია, თუმ­ცა, მისი მასა და შემ­ცვე­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. წე­ლი­წა­დი ამ პლა­ნე­ტა­ზე 385 დღე გრძელ­დე­ბა, მისი ორ­ბი­ტა კი დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე 5 პრო­ცენ­ტით დი­დია.

ვი­დეო: NASA-მ "ახა­ლი დე­და­მი­წა" იპო­ვა

მეც­ნი­ე­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, ის მზე­ზე 1,5 მი­ლი­არ­დი წლით უფ­რო­სია, მისი ასა­კი 6 მი­ლი­არდ წელს ით­ვლის. ვარ­სკვლა­ვი, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც პლა­ნე­ტა ტრი­ა­ლებს, 20 პრო­ცენ­ტით უფრო კაშ­კა­შა და 10 პრო­ცენ­ტით უფრო მსხვი­ლია, ვიდ­რე მზე.

ახა­ლაღ­მო­ჩე­ნი­ლი პლა­ნე­ტა გე­დის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში, დე­და­მი­წის­გან 1400 მზის სი­ნათ­ლის და­შო­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბა. ის 1030-ე ეკ­ზოპ­ლა­ნე­ტაა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც და­დას­ტურ­და. ამ­ჟა­მად ნასა 4696 ციურ სხე­ულს იკ­ვლევს. ნა­სას პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აგ­რეთ­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლია 11 პლა­ნე­ტა, სა­დაც ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

NASA’s Kepler Mission Discovers Bigger, Older Cousin to Earth

ნასამ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა - "არსებობს კიდევ 11 პლანეტა, სადაც შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა"

ნასამ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა - "არსებობს კიდევ 11 პლანეტა, სადაც შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა"

ნასა აცხადებს, რომ ტელესკოპ "კეპლერის" დახმარებით ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას.

იგი ბრუნავს ვარსკვლავის ირგვლივ, რომელიც პარამეტრებით მზეს მიაგავს.

პლანეტას ისეთი მდებარეობა აქვს, რომ მასზე წყალი თხევად ფორმაში შეიძლება იყოს. პლანეტა დედამიწაზე 60 პროცენტით დიდია, თუმცა,  მისი მასა და შემცველობა ჯერჯერობით უცნობია.  წელიწადი ამ პლანეტაზე 385 დღე გრძელდება, მისი ორბიტა კი დედამიწის ორბიტაზე 5 პროცენტით დიდია.

ვიდეო: NASA-მ "ახალი დედამიწა" იპოვა

მეცნიერების შეფასებით, ის მზეზე 1,5 მილიარდი წლით უფროსია, მისი ასაკი 6 მილიარდ წელს ითვლის. ვარსკვლავი, რომლის ირგვლივაც პლანეტა ტრიალებს, 20 პროცენტით უფრო კაშკაშა და 10 პროცენტით უფრო მსხვილია, ვიდრე მზე.

ახალაღმოჩენილი პლანეტა გედის თანავარსკვლავედში, დედამიწისგან 1400 მზის სინათლის დაშორებით იმყოფება. ის 1030-ე ეკზოპლანეტაა, რომლის არსებობაც დადასტურდა. ამჟამად ნასა 4696 ციურ სხეულს იკვლევს. ნასას პრესკონფერენციაზე აგრეთვე განაცხადეს, რომ აღმოჩენილია 11 პლანეტა, სადაც ცხოვრება შესაძლებელია.

NASA’s Kepler Mission Discovers Bigger, Older Cousin to Earth

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა