სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი – სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს
გიორგი კვირიკაშვილი – სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს

ვიცე-პრე­მი­ე­რის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­გე­ბით უნდა შე­ხე­დოს. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ტა­რი­ფის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

მი­ნის­ტრი ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - "ენერ­გოპ­რო ჯორ­ჯი­ას" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის 3.48 თეთ­რით გაზ­რდას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, სამი წლის წინ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ენერ­გო­მომ­წო­დებ­ლებ­თან ერ­თად იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ტა­რი­ფის 3,54 თეთ­რით კლე­ბის შე­სა­ხებ, დღეს, დღგ-ს გა­რე­შე ხდე­ბა 3,48 თეთ­რით მო­მა­ტე­ბა.

"ვფიქ­რობ, იმის მერე, რაც წინა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა - მო­თხოვ­ნა არის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლი, ასე­ვე მოხ­და დე­ვალ­ვა­ცია რო­გორც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ისე ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, ანუ მოხ­და დო­ლა­რის გამ­ყა­რე­ბა. ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვართ ენერ­გე­ტი­კა­ში იმ­პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, ამის გარ­და ბევრ ენერ­გო­კომ­პა­ნი­ას აქვს დო­ლარ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ხელ­მწი­ფომ, რა თქმა უნდა, გა­გე­ბით უნდა შე­ხე­დოს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რათა შე­ნარ­ჩუნ­დეს ენერ­გე­ტი­კის სის­ტე­მის მდგრა­დო­ბა, უწყვე­ტი მი­წო­დე­ბა და გან­ვი­თარ­დეს ენერ­გე­ტი­კის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ფე­ნას, სა­ხელ­მწი­ფო მხო­ლოდ ამ ნა­წილ­ში მო­ახ­დენს სუბ­სი­დი­რე­ბას. ეს არ არის ფუ­ფუ­ნე­ბა, ეს არის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სუბ­სი­დი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გიორგი კვირიკაშვილი – სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს

გიორგი კვირიკაშვილი – სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას - "ენერგოპრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფის 3.48 თეთრით გაზრდას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამი წლის წინ სახელმწიფოს მხრიდან ენერგომომწოდებლებთან ერთად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ტარიფის 3,54 თეთრით კლების შესახებ, დღეს, დღგ-ს გარეშე ხდება 3,48 თეთრით მომატება.

"ვფიქრობ, იმის მერე, რაც წინა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი რამ შეიცვალა - მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე მოხდა დევალვაცია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ბევრ ქვეყანაში, ანუ მოხდა დოლარის გამყარება. ვინაიდან ჩვენ ვართ ენერგეტიკაში იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ამის გარდა ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნდეს ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, უწყვეტი მიწოდება და განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას. ეს არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."