მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება სტიქიის ზონაში სტიქიიდან 40 დღის შემდეგ
რა ხდება სტიქიის ზონაში სტიქიიდან 40 დღის შემდეგ

13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ი­დან 40 დღის შემ­დეგ AMBEBI.GE-სა და "პა­ლიტ­რა TV"-ს გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა სტი­ქი­ის ზო­ნე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

მზი­ურს, ახალ გზას, წყნე­თი­სა და სვა­ნი­ძის ქუ­ჩებს მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის კვა­ლი ისევ ეტყო­ბა.

უკაც­რი­ელ ტე­რი­ტო­რი­ა­დაა ქცე­უ­ლი მზი­უ­რის ქვე­და ნა­წი­ლი და ახა­ლი გზა. მზი­ურ­ში მი­სუ­ლებს "მო­მავ­ლის სკო­ლის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე დაგ­ვხვდა, რო­მე­ლიც შე­ნო­ბას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მარ­ტო ალა­გებ­და. მა­მა­კა­ცი სას­კო­ლო სკა­მებს ჯარ­თში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ამ­ზა­დებ­და და ხის მა­სა­ლას რკი­ნის­გან აცალ­კე­ვებ­და. შე­ნო­ბა­ში შე­ვარ­დნილ­მა წყლის მა­სამ ჭე­რიც კი და­ა­ზი­ა­ნა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ვენ­ტა­რი და ტექ­ნი­კა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

მძი­მე სა­ნა­ხა­ვია ახა­ლი გზა. ტრა­სა­ზე არა­ვინ და არა­ფე­რი მოძ­რა­ობს. საკ­რეკ­ლა­მო ბილ­ბორ­დებს მკი­თხვე­ლე­ბი არ ჰყავს. ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში უსი­ა­მოვ­ნო სუნი იგ­რძნო­ბა. ჩან­გრე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი ჯერ აღ­დგე­ნი­ლი არ არის. ჩვე­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შეგ­ვხვდნენ, მათი თქმით, გა­ზონს კრე­ჭენ. გარ­და ამი­სა, ახალ გზა­ზე ორი ტაქ­სიც შევ­ნიშ­ნეთ, რომ­ლე­ბიც ტრა­სის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

კად­რე­ბი უკო­მენ­ტა­როდ: რა ხდე­ბა სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სტი­ქი­ი­დან 40 დღის შემ­დეგ

სა­მუ­შაო პრო­ცე­სი მხო­ლოდ წყნე­თი­სა და სვა­ნა­ძის ქუ­ჩებ­ზე დაგ­ვხვდა. წყნე­თის ქუ­ჩა­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მე­რი­ის დაკ­ვე­თით მო­მა­ვალ­ში კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად საყ­რდენ კე­დელს აშე­ნე­ბენ, სვა­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე მყო­ფი მუ­შე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის აღ­დგე­ნის, გვი­რაბ­ში სა­რე­მონ­ტო და სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა ხდება სტიქიის ზონაში სტიქიიდან 40 დღის შემდეგ

რა ხდება სტიქიის ზონაში სტიქიიდან 40 დღის შემდეგ

13 ივნისის სტიქიიდან 40 დღის შემდეგ AMBEBI.GE-სა და ”პალიტრა TV”-ს გადამღებმა ჯგუფმა სტიქიის ზონები დაათვალიერა.

მზიურს, ახალ გზას, წყნეთისა და სვანიძის ქუჩებს მომხდარი უბედურების კვალი ისევ ეტყობა.

უკაცრიელ ტერიტორიადაა ქცეული მზიურის ქვედა ნაწილი და ახალი გზა. მზიურში მისულებს ”მომავლის სკოლის” დირექტორის მოადგილე დაგვხვდა, რომელიც შენობას საკუთარი ძალებით მარტო ალაგებდა. მამაკაცი სასკოლო სკამებს ჯართში ჩასაბარებლად ამზადებდა და ხის მასალას რკინისგან აცალკევებდა. შენობაში შევარდნილმა წყლის მასამ ჭერიც კი დააზიანა. ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველანაირი ინვენტარი და ტექნიკა განადგურებულია.

მძიმე სანახავია ახალი გზა. ტრასაზე არავინ და არაფერი მოძრაობს. საკრეკლამო ბილბორდებს მკითხველები არ ჰყავს. ზოგიერთ მონაკვეთში უსიამოვნო სუნი იგრძნობა. ჩანგრეული მონაკვეთი ჯერ აღდგენილი არ არის. ჩვენი გადაადგილების პერიოდში მხოლოდ გამწვანების სამსახურის თანამშრომლები შეგვხვდნენ, მათი თქმით, გაზონს კრეჭენ. გარდა ამისა, ახალ გზაზე ორი ტაქსიც შევნიშნეთ, რომლებიც ტრასის გარკვეულ მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ.

კადრები უკომენტაროდ: რა ხდება სტიქიის ზონაში სტიქიიდან 40 დღის შემდეგ

სამუშაო პროცესი მხოლოდ წყნეთისა და სვანაძის ქუჩებზე დაგვხვდა. წყნეთის ქუჩაზე მომუშავე კომპანიის ინფორმაციით, ისინი მერიის დაკვეთით მომავალში კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საყრდენ კედელს აშენებენ, სვანაძის ქუჩაზე მყოფი მუშების ინფორმაციით კი ტერიტორიაზე კანალიზაციის აღდგენის, გვირაბში სარემონტო და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს.

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია