დიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

დიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლება, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან ფარულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პავლიკ სევოიანი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლოს" გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა უმაღლესი ხარისხის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის თვლები, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 350 000 ლარს შეადგენს.

"დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ