საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვწუხვარ, რომ მე ვერ შევძელი მისი შეჩერება - მანანა კობახიძე ჯაჭვლიანის განცხადებაზე
ვწუხვარ, რომ მე ვერ შევძელი მისი შეჩერება - მანანა კობახიძე ჯაჭვლიანის განცხადებაზე

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე მისი თა­ნა­გუნ­დე­ლის სოსო ჯაჭვლი­ა­ნის დღე­ვან­დე­ლი გა­მოს­ვლის გამო ბო­დიშს იხ­დის და წუხს, რომ, რო­გორც სხდო­მის წამ­ყვან­მა, მისი შე­ჩე­რე­ბა ვერ შეძ­ლო. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას კო­ბა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ Fაცე­ბო­ოკ-ში, თა­ვის გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

"ეს სწო­რედ ის შემ­თხვე­ვაა, როცა თა­ნა­გუნ­დე­ლო­ბა, თა­ნა­პარ­ტი­ე­ლო­ბა არ მზღუ­დავს, პი­რი­ქით, მა­ვალ­დე­ბუ­ლებს კი­დეც... მე ბო­დიშს ვუხ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამომ­რჩევ­ლებს, ჩვენს მომ­ხრე­ებს თუ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ყვე­ლა ქალს, ვინც დარ­ბაზ­ში იჯდა ან ეთერ­ში გვის­მენ­და, შე­იძ­ლე­ბა არც გვის­მენ­და, გა­ნურ­ჩევ­ლად მათი სტა­ტუ­სი­სა, ასა­კი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, იმ უხამ­სი ში­ნა­არ­სის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის­თვის, რაც ბა­ტო­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში იყო და ჩემი აზ­რით, ყო­ველ­გვა­რი იუ­მო­რის, ხუმ­რო­ბის ფარ­გლებს სცდე­ბა (თუკი ამ შემ­თხვე­ვა­ში იუ­მო­რით ვინ­მე შე­ეც­დე­ბა მის გა­მარ­თლე­ბას). ვწუხ­ვარ, რომ მე, რო­გორც სხდო­მის წამ­ყვან­მა, ვერ შევ­ძე­ლი მისი შე­ჩე­რე­ბა. ჩვენ ზოგ­ჯერ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ბევ­რად მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვმარ­თებს, ვიდ­რე იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნი­დან ვე­პა­სუ­ხე­ბით. დღეს მე პი­რა­დად შემ­რცხვა ჩემი კო­ლე­გის გამო და არ მრცხვე­ნია ამის აღი­ა­რე­ბის", - წერს კო­ბა­ხი­ძე.

გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის გა­მოც მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე ბო­დიშს იხ­დის, სოსო ჯაჭვლი­ან­მა დღეს, პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა.

მე "იბი­არ­დზე" ვე­რა­სო­დეს ვერ ვიქ­ნე­ბი, ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე ვარ - სოსო ჯაჭვლი­ა­ნი

"მო­გახ­სე­ნებთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ გვე­ნატ­რე­ბა რუ­სე­თი. კაკო ბო­ბო­ხი­ძემ ბრძა­ნა, რომ ჩვენ 37-მა­ნე­თი­ა­ნი ბი­ლე­თე­ბი და 10-მა­ნე­თი­ა­ნი ბო­ზე­ბი გვე­ნატ­რე­ბა. ბა­ტო­ნო კაკო, ის 37-მა­ნე­თი მა­შინ ახლა ჩემ­თვის 5 ათასს ევ­რო­ი­ა­ნია – ვან­გა­რი­შობ მსყიდ­ვე­ლო­ბით. მე ბო­ზებ­ში არას­დროს არ დავ­დი­ო­დი, არც მა­შინ და არც ახლა. ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო 10 მა­ნე­თის გა­დახ­და. მე 10 მა­ნე­თის გა­რე­შეც ვა­ხერ­ხებ­დი ამ სა­კი­თხებს. ...

რა არის "იბი­არ­დი", სა­დაც სოსო ჯაჭვლი­ა­ნი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა, რად­გან ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლეა

გა­მოს­ვლი­სას სხდო­მის წამ­ყვან­მა, პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ ჯაჭვლი­ა­ნის გა­ჩე­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მა სცა­და და შე­ახ­სე­ნა, რომ პარ­ლა­მენ­ტში კო­რექ­ტუ­ლად ესა­უბ­რა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

-"მე არ ვარ იმ­ნა­ი­რი, თქვენ რო­გორც ფიქ­რობთ" - კახა კა­ლა­ძე "იბი­არ­დზე"

"ამ ზა­ფხულს იბი­არ­დი­ზე მინ­და დას­ვე­ნე­ბა, ნატო უნდა გა­ვა­ო­ცო ჩემი პა­ნო­რა­მით" - სოსო ჯაჭვლი­ა­ნის გა­მოს­ვლა "ფე­ის­ბუქ­ზე" ხუმ­რო­ბის სა­ბა­ბი გახ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
მკითხველის რჩევით

ვწუხვარ, რომ მე ვერ შევძელი მისი შეჩერება - მანანა კობახიძე ჯაჭვლიანის განცხადებაზე

ვწუხვარ, რომ მე ვერ შევძელი მისი შეჩერება - მანანა კობახიძე ჯაჭვლიანის განცხადებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მისი თანაგუნდელის სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი გამოსვლის გამო ბოდიშს იხდის და წუხს, რომ, როგორც სხდომის წამყვანმა, მისი შეჩერება ვერ შეძლო. შესაბამის განცხადებას კობახიძე სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ში, თავის გვერდზე აქვეყნებს.

"ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს, პირიქით, მავალდებულებს კიდეც... მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით, ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა, შეიძლება არც გვისმენდა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ასაკისა, მდგომარეობისა, იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს სცდება (თუკი ამ შემთხვევაში იუმორით ვინმე შეეცდება მის გამართლებას). ვწუხვარ, რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა, ვერ შევძელი მისი შეჩერება. ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეპასუხებით. დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების", - წერს კობახიძე.

განცხადება, რომლის გამოც მანანა კობახიძე ბოდიშს იხდის, სოსო ჯაჭვლიანმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ - სოსო ჯაჭვლიანი

"მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება. ბატონო კაკო, ის 37-მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 5 ათასს ევროიანია – ვანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ...

რა არის "იბიარდი", სადაც სოსო ჯაჭვლიანი ვერასოდეს იქნება, რადგან ერთგული მეუღლეა

გამოსვლისას სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჯაჭვლიანის გაჩერება რამდენჯერმა სცადა და შეახსენა, რომ პარლამენტში კორექტულად ესაუბრა.

ასევე იხილეთ:

-"მე არ ვარ იმნაირი, თქვენ როგორც ფიქრობთ" - კახა კალაძე "იბიარდზე"

"ამ ზაფხულს იბიარდიზე მინდა დასვენება, ნატო უნდა გავაოცო ჩემი პანორამით" - სოსო ჯაჭვლიანის გამოსვლა "ფეისბუქზე" ხუმრობის საბაბი გახდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."