პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუშტი-კრივი ოზურგეთის საკრებულოში: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
მუშტი-კრივი ოზურგეთის საკრებულოში: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოზურ­გე­თის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა დე­პუ­ტატ შოთა არ­თმე­ლა­ძის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას მოჰ­ყვა. კერ­ძოდ, დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ჯერ სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბა, შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან და­ინ­ტე­რეს­დნენ, იღებ­და თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ­თმე­ლა­ძის ქმე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მე მქონ­და რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა, მათ შო­რის ერთ-ერთი იყო ის, იღებ­და თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას შოთა არ­თმე­ლა­ძის კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბა­ზე. ამას მოჰ­ყვა ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი. უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი ცდი­ლობ­დნენ, რომ არ გა­მო­მეთ­ქვა ჩემი აზრი და არ და­მეს­ვა შე­კი­თხვა. ამას მოჰ­ყვა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ვით მჟა­ვა­ნა­ძემ.

თა­ვის მხრივ, მომ­ხდა­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხრი­დან პრო­ვო­კა­ცი­ად შე­ა­ფა­სეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებ­მა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი კვერ­ღე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა და ამის გამო შე­ნიშ­ვნა მის­ცეს, რის შემ­დე­გაც სხდო­მა "ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­და".

ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მუშტი-კრივი ოზურგეთის საკრებულოში: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მუშტი-კრივი ოზურგეთის საკრებულოში: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დეპუტატ შოთა ართმელაძის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხის განხილვას მოჰყვა. კერძოდ, დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი შეკამათება, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უმრავლესობის წარმომადგენლებისგან დაინტერესდნენ, იღებდა თუ არა "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ართმელაძის ქმედებასთან დაკავშირებით.

"მე მქონდა რამდენიმე შეკითხვა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, იღებდა თუ არა "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შოთა ართმელაძის კონკრეტულ ქმედებაზე. ამას მოჰყვა ხმამაღალი საუბარი. უმრავლესობის წევრი დეპუტატები ცდილობდნენ, რომ არ გამომეთქვა ჩემი აზრი და არ დამესვა შეკითხვა. ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება", - განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ.

თავის მხრივ, მომხდარი "ნაციონალების" მხრიდან პროვოკაციად შეაფასეს "ქართული ოცნების" წევრებმა. როგორც ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძემ განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ნერვებმა უმტყუნა და ამის გამო შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც სხდომა "ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა".

ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."