პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა
"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

სა­პატ­რი­არ­ქო­ში იმ ავა­რი­ას ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნილ თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­ულს შევ­ხვდი, მა­მუ­კა იმ მო­მენ­ტში სწო­რედ მას ჰყო­ლია ხელ­ში. თე­ო­ნამ მი­ამ­ბო, ბერ­დომ სო­ფოს უთხრა, ცუ­დად ვარო და სო­ფო­მაც მე მო­მა­ჩე­ჩა ბავ­შვი, თან ჩან­თა­ში წა­მალს და­უ­წყო ძებ­ნა, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი მო­ას­წრო, რად­გან ბერ­დომ მი­ნას მი­ა­დო თავი და ეგ­რე­ვე ჩა­მო­უ­ვარ­დაო. ჩემ­მა ძმა­მაც მი­თხრა, ბერ­დია უკვე და­ღუ­პუ­ლი იყო, მდი­ნა­რე­ში რომ ჩა­ვარ­და, რად­გან წვე­თი წყა­ლი არ აქვს ჩაყ­ლა­პუ­ლიო."

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ხა­ლის" არ­ქი­ვი­დან, რო­მე­ლიც 2013 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა:

მუ­ცოს ხე­ო­ბის ტრა­გე­დია

გა­სახ­სე­ნებ­ლად მძი­მეა, მაგ­რამ მა­ინც ვცა­დეთ და ბერ­დია არა­ბუ­ლის დე­დას, ქალ­ბა­ტონ ნინო წიკ­ლა­ურს, რო­მელ­საც დღემ­დე არა­ვის­თან უსა­უბ­რია ამ ამ­ბავ­ზე, ბა­რი­სა­ხო­ში და­ვუ­რე­კეთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, უკა­ნას­კნე­ლად რო­დის ნა­ხეთ თქვე­ნი ვაჟი - ბერ­დია და მისი ცოლ-შვი­ლი?

- ბერ­დო და მისი ცოლ-შვი­ლი 4-5 დღით სი­ონ­ში თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვილ­სა და გელა და­ი­ა­ურს სტუმ­რობ­დნენ, მერე კი თბი­ლის­ში წა­ვიდ­ნენ. ბერ­დომ და­მი­რე­კა, დედი, თბი­ლი­სი­დან გა­მო­ვე­დით, ჩემს ცოლ-შვილს ჩა­მო­ვა­ბარ­გებ ბა­რი­სა­ხო­ში (ჩვენ ძველ სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, ბერ­დო, სოფო და ბავ­შვე­ბი - ცალ­კე, სკო­ლის ეზო­ში მდგარ ფი­ნურ სახ­ლში, სა­დაც ახლა მე და ბერ­დოს ვა­ჟე­ბი ვართ), ცო­ტას წა­ვი­ქა­ქა­ნებთ, გე­ლას ცოლ-შვილს გა­და­ვიყ­ვან შინ და ხვალ, შუ­ა­დღეს გად­მო­ვალ, ერთი დღე თქვენ­თა­ნაც ხომ უნდა გა­ვა­ტა­რო, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­თო. მერე, შა­ბათს, შა­ტილ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, იქ მუ­შა­ობ­და...

შინ რომ მი­ვიდ­ნენ, უკვე სო­ფომ და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან კი და­ვი­ღა­ლეთ მე და მა­მუ­კა, მაგ­რამ ბერ­დო უჩე­მოდ არ მი­დის და რა ვქნა, პა­ტა­რას თან წა­ვიყ­ვან და უფ­როს ბი­ჭებს გა­მო­გიგ­ზავ­ნი, რაო? - დავ­თან­ხმდი და და­ვა­პი­რე, მეთ­ქვა, მა­მუ­კაც და­მი­ტო­ვე-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ შევ­ბე­დე. ბი­ჭე­ბი ჩემ­მა მულ­მა ამო­მიყ­ვა­ნა, სო­ფომ კი გას­ვლი­სას კი­დევ და­მი­რე­კა, არა­ფერ­ზე ინერ­ვი­უ­ლო, ხვალ დავ­ბრუნ­დე­ბი­თო. ეს იყო უკა­ნას­კნე­ლი სა­უ­ბა­რი... იმ დღეს რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. თით­ქოს გული ცუდს მიგ­რძნობ­და... ღა­მით, რო­დე­საც ბერ­დოს ვე­ლო­დე­ბო­დი, მან­ქა­ნის ხმა გა­ვი­გე და მე და გა­გამ, ბერ­დოს უფ­როს­მა ვაჟ­მა მა­შინ­ვე გა­ვი­ხე­დეთ ეზო­ში.

გა­გამ კი მი­თხრა, მა­მი­კო მო­ვი­დაო, მაგ­რამ მივ­ხვდი, ჩემი შვი­ლის მან­ქა­ნის ხმას არ ჰგავ­და. არ მე­სი­ა­მოვ­ნა და მე­უღ­ლეს, ვუ­თხა­რი კი­დეც, რა­ღაც არ მომ­წონს ეს ამ­ბა­ვი-მეთ­ქი. მერე მე­უღ­ლე გა­ვი­და და... მისი ღრი­ა­ლი რომ შე­მო­მეს­მა, მივ­ხვდი, ბერ­დოს თავს რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებ­და, აბა, მე­ო­რე შვი­ლი და ბერ­დოს უფ­რო­სი ვა­ჟე­ბი შინ იყ­ვნენ და... მერე აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს, თით­ქოს, ბერ­დო­სა და მის ცოლ-შვილ­ზე ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამთ, მაგ­რამ, ისე­დაც გა­სა­გე­ბი იყო... არც გო­ნე­ბა და­მი­კარ­გავს... არ ვიცი, რა მჭირ­და, ვერ გად­მოგ­ცემთ...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom

"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

საპატრიარქოში იმ ავარიას ცოცხლად გადარჩენილ თეონა ჭინჭარაულს შევხვდი, მამუკა იმ მომენტში სწორედ მას ჰყოლია ხელში. თეონამ მიამბო, ბერდომ სოფოს უთხრა, ცუდად ვარო და სოფომაც მე მომაჩეჩა ბავშვი, თან ჩანთაში წამალს დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერაფერი მოასწრო, რადგან ბერდომ მინას მიადო თავი და ეგრევე ჩამოუვარდაო. ჩემმა ძმამაც მითხრა, ბერდია უკვე დაღუპული იყო, მდინარეში რომ ჩავარდა, რადგან წვეთი წყალი არ აქვს ჩაყლაპულიო."

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "ყველა სიხალის" არქივიდან, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა:

მუცოს ხეობის ტრაგედია

გასახსენებლად მძიმეა, მაგრამ მაინც ვცადეთ და ბერდია არაბულის დედას, ქალბატონ ნინო წიკლაურს, რომელსაც დღემდე არავისთან უსაუბრია ამ ამბავზე, ბარისახოში დავურეკეთ.

- ქალბატონო ნინო, უკანასკნელად როდის ნახეთ თქვენი ვაჟი - ბერდია და მისი ცოლ-შვილი?

- ბერდო და მისი ცოლ-შვილი 4-5 დღით სიონში თეონა ქუმსიაშვილსა და გელა დაიაურს სტუმრობდნენ, მერე კი თბილისში წავიდნენ. ბერდომ დამირეკა, დედი, თბილისიდან გამოვედით, ჩემს ცოლ-შვილს ჩამოვაბარგებ ბარისახოში (ჩვენ ძველ სახლში ვცხოვრობდით, ბერდო, სოფო და ბავშვები - ცალკე, სკოლის ეზოში მდგარ ფინურ სახლში, სადაც ახლა მე და ბერდოს ვაჟები ვართ), ცოტას წავიქაქანებთ, გელას ცოლ-შვილს გადავიყვან შინ და ხვალ, შუადღეს გადმოვალ, ერთი დღე თქვენთანაც ხომ უნდა გავატარო, ძალიან მომენატრეთო. მერე, შაბათს, შატილში უნდა წასულიყო, იქ მუშაობდა...

შინ რომ მივიდნენ, უკვე სოფომ დამირეკა, ძალიან კი დავიღალეთ მე და მამუკა, მაგრამ ბერდო უჩემოდ არ მიდის და რა ვქნა, პატარას თან წავიყვან და უფროს ბიჭებს გამოგიგზავნი, რაო? - დავთანხმდი და დავაპირე, მეთქვა, მამუკაც დამიტოვე-მეთქი, მაგრამ ვერ შევბედე. ბიჭები ჩემმა მულმა ამომიყვანა, სოფომ კი გასვლისას კიდევ დამირეკა, არაფერზე ინერვიულო, ხვალ დავბრუნდებითო. ეს იყო უკანასკნელი საუბარი... იმ დღეს რატომღაც ძალიან ცუდად ვიყავი. თითქოს გული ცუდს მიგრძნობდა... ღამით, როდესაც ბერდოს ველოდებოდი, მანქანის ხმა გავიგე და მე და გაგამ, ბერდოს უფროსმა ვაჟმა მაშინვე გავიხედეთ ეზოში.

გაგამ კი მითხრა, მამიკო მოვიდაო, მაგრამ მივხვდი, ჩემი შვილის მანქანის ხმას არ ჰგავდა. არ მესიამოვნა და მეუღლეს, ვუთხარი კიდეც, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი-მეთქი. მერე მეუღლე გავიდა და... მისი ღრიალი რომ შემომესმა, მივხვდი, ბერდოს თავს რაღაც უბედურება ტრიალებდა, აბა, მეორე შვილი და ბერდოს უფროსი ვაჟები შინ იყვნენ და... მერე აღარაფერი მახსოვს, თითქოს, ბერდოსა და მის ცოლ-შვილზე ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ, ისედაც გასაგები იყო... არც გონება დამიკარგავს... არ ვიცი, რა მჭირდა, ვერ გადმოგცემთ...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია