ქუთაისში მევალემ მოქალაქეს ორსართულიანი სახლი დაუწვა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. შემთხვევის დროს სახლის მეპატრონე სამსახურში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მას აღნიშნული პიროვნების 5 000 ლარი ვალი მართებს. პროცენტი რამდენჯერმე გადაიხადა, თუმცა ამჯერად თანხის გადახდა დაუგვიანდა.
დაზარალებულის მეზობლების თქმით, მათ დაინახეს უცნობმა პირმა როგორ შეაგდო სახლში ასაფეთქებლის მსგავსი ნივთი. მეპატრონე ამბობს, რომ საცხოვრებელში არაფერი გადარჩენილა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: topnews.com.ge