კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია გონჩაროვა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მეუღლეს, ნატალია ზოლოტოვას უპირისპირდება. ანასტასიას თქმით, ბენდუქიძის მეუღლეს განზრახ სურს მისი დნმ-ის განადგურება.
"ჩემი ყველაზე დიდი შიშები, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გადაიტანა ნატალიამ (კახას მეუღლე) სასამართლოს სხდომა, გამართლდა - საჭირო იყო დრო, რათა მიეღო და გაენადგურებინა კახა ბედუქიძის დნმ-ს მეორე და უკანასკნელი მონაცემი... მისი ადვოკატები გეგმავენ მიიღონ დნმ 24 ივლისს. ახლა ჩემი მოვალეობაა გავაკეთო ყველაფერი, რათა ეს არ მოხდეს. ისევ მახსენდება მამას სიტყვები, პროკურორთან ვიზიტის შემდეგ "ნასტია, ჩემს მაგივრად გადაუხადე სამაგიერო" - კარგი მამა, მე ბოლომდე ვიბრძოლებ", - წერს ნასტია.