Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმეტის გამგებელმა ცოლის ძმა ლატვიაში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა
ახმეტის გამგებელმა ცოლის ძმა ლატვიაში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ბექა ბა­ი­და­ურ­მა პი­რა­დი მძღო­ლი შმა­გი ლა­გა­ზა­უ­რი, რო­მე­ლიც მისი ცო­ლის ძმაა, ლატ­ვი­ის რეს­პუბ­ლი­კის ლი­გატ­ნეს მხა­რე­ში ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე და­ას­ვე­ნა. გამ­გებ­ლის ცო­ლის ძმის ლატ­ვი­ა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ბი­უ­ჯე­ტი­დან 2300 ლარი გა­და­ი­რი­ცხა. გამ­გე­ბელ­მა სა­მივ­ლი­ნე­ბო დო­კუ­მენ­ტი შე­ად­გი­ნა (ბრძა­ნე­ბა N914, 11.06.2015), სა­დაც წე­რია, რომ შმა­გი ლა­გა­ზა­უ­რი ლატ­ვი­ა­ში "კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის" მიზ­ნით გა­იგ­ზავ­ნა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ლატ­ვი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში ლი­გატ­ნეს მხა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­იწ­ვია. ლი­გატ­ნეს მხა­რე 2010 წლი­დან არის და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან.

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ლატ­ვი­ა­ში გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თა­მაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი მა­მუ­კა ხო­ლე­გაშ­ვი­ლი და გამ­გე­ო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დამ­ხმა­რე მო­სამ­სა­ხუ­რე (გამ­გებ­ლის ცო­ლის ძმა) შმა­გი ლა­გა­ზა­უ­რი გა­იგ­ზავ­ნენ.

ლატ­ვი­ა­ში ვი­ზი­ტი 7 დღე გაგ­რძელ­და - 6 ივ­ლი­სი­დან 13 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­ლე­გა­ცი­ის ლატ­ვი­ა­ში მიწ­ვე­ვი­სა და გამ­გზავ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე არც ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე და არც გამ­გე­ო­ბის facebook-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა.

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ბექა ბა­ი­და­უ­რი შვე­ბუ­ლე­ბა­შია გა­სუ­ლი. მას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს და ამი­ტომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის, თა­მაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლის თქმით, ლატ­ვი­ა­ში ისი­ნი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია რომ მი­დის, რას აკე­თებს ხოლ­მე? მგზავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბი ახ­მე­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნანსდა, იქ ცხოვ­რე­ბა და სხვა ხარ­ჯე­ბი კი ლი­გატ­ნეს მხა­რემ აა­ნა­ზღა­უ­რა", - ამ­ბობს თა­მაზ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი.

-კონ­კრე­ტუ­ლად რა მიზ­ნით იყა­ვით? რამე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეთ, რა სი­კე­თე მო­უ­ტა­ნა თქვენ­მა ვი­ზიტ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს?

- თქვენ რომ მი­დი­ხართ ხოლ­მე სა­ზღვარ­გა­რეთ, რა სი­კე­თე მო­გაქვთ რე­გი­ო­ნის­თვის?

-მე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე არ ვარ ბა­ტო­ნო თა­მაზ და არც ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბა ჩვე­ნი მივ­ლი­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, გამ­გებ­ლის პი­რად მძღოლს, რო­მე­ლიც მისი ცო­ლის ძმაა, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და, რა გა­ა­კე­თა?

- არ მცა­ლია. თათ­ბირ­ზე ვარ და ვერ გი­პა­სუ­ხებთ".

იუ­რისტ გელა შა­ში­აშ­ვი­ლის გა­ნამ­რტე­ბით, "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლია, რომ მო­სამ­სა­ხუ­რე­თათ­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის წესს ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

555
0

რა მოხდა მერე? თუ სააკიანმა 9 მილიონი ლარი გაფლანგა საკუთარი მიზნებისთვის ეგ ზღვაში წვეთია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ახმეტის გამგებელმა ცოლის ძმა ლატვიაში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა

ახმეტის გამგებელმა ცოლის ძმა ლატვიაში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა პირადი მძღოლი შმაგი ლაგაზაური, რომელიც მისი ცოლის ძმაა, ლატვიის რესპუბლიკის ლიგატნეს მხარეში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა. გამგებლის ცოლის ძმის ლატვიაში დასასვენებლად ბიუჯეტიდან 2300 ლარი გადაირიცხა. გამგებელმა სამივლინებო დოკუმენტი შეადგინა (ბრძანება N914, 11.06.2015), სადაც წერია, რომ შმაგი ლაგაზაური ლატვიაში "კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების" მიზნით გაიგზავნა.

არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკაში ლიგატნეს მხარის ადმინისტრაციამ მიიწვია. ლიგატნეს მხარე 2010 წლიდან არის დამეგობრებული ახმეტის მუნიციპალიტეტთან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებიდან ირკვევა, რომ ლატვიაში გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი, საკრებულოს წევრი მამუკა ხოლეგაშვილი და გამგეობის ადმინისტრაციის დამხმარე მოსამსახურე (გამგებლის ცოლის ძმა) შმაგი ლაგაზაური გაიგზავნენ.

ლატვიაში ვიზიტი 7 დღე გაგრძელდა - 6 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ლატვიაში მიწვევისა და გამგზავრების თაობაზე არც ახმეტის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე და არც გამგეობის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე რაიმე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური შვებულებაშია გასული. მას სამსახურებრივი ტელეფონი გამორთული აქვს და ამიტომ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გამგებლის მოადგილის, თამაზ ქავთარაშვილის თქმით, ლატვიაში ისინი სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებოდნენ.

"ოფიციალური დელეგაცია რომ მიდის, რას აკეთებს ხოლმე? მგზავრობის ხარჯები ახმეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, იქ ცხოვრება და სხვა ხარჯები კი ლიგატნეს მხარემ აანაზღაურა", - ამბობს თამაზ ქავთარაშვილი.

-კონკრეტულად რა მიზნით იყავით? რამე მოლაპარაკებებში მონაწილეობდით, ხელშეკრულება გააფორმეთ, რა სიკეთე მოუტანა თქვენმა ვიზიტმა მუნიციპალიტეტს?

- თქვენ რომ მიდიხართ ხოლმე საზღვარგარეთ, რა სიკეთე მოგაქვთ რეგიონისთვის?

-მე საჯარო მოხელე არ ვარ ბატონო თამაზ და არც ბიუჯეტიდან ფინანსდება ჩვენი მივლინება. მაგალითად, გამგებლის პირად მძღოლს, რომელიც მისი ცოლის ძმაა, რა დანიშნულება ჰქონდა, რა გააკეთა?

- არ მცალია. თათბირზე ვარ და ვერ გიპასუხებთ".

იურისტ გელა შაშიაშვილის განამრტებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია, რომ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი